რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში - თარიღები - მშობლები

რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლებსა და ბაღებში - თარიღები

2026-03-23 10:35:25+04:00

წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამიტომ, 10-13 აპრილი ოფიციალურად უქმე დღეებია.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, ასევე ოფიციალურად უქმე დღეა, რომელიც წელს ხუთშაბათს ემთხვევა.

შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია, კიდევ ერთხელ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გადავამოწმეთ.

თამარ იაკობაშვილი