თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავთან პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დავაზუსტეთ.
სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება არ ექნება.
2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.