ბრაზილიელმა მსახიობმა ჯოვანა ანტონელიმ, რომელიც მილიონობით მაყურებლისთვის ჰადეს როლით გახდა ცნობილი სერიალიდან „კლონი“, 50 წლის წლის იუბილე აღნიშნა. იუბილესთან დაკავშირებით მსახიობმა სოციალურ ქსელებში სადღესასწაულო ვიდეო გააზიარა — კადრები ქვიშიან სანაპიროზეა გადაღებული, სადაც ანთებული სანთლები ჩააქრო.
ვიდეოს აღწერაში ანტონელიმ შთამაგონებელი გზავნილი დატოვა: „დაიწყე თავიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა! ყოველი განთიადი ახალ შესაძლებლობას გაძლევს! ყოველთვის იარე წინ რწმენითა და სიყვარულით გულში!“

მსახიობმა მთელი მსოფლიოდან უამრავი თბილი მილოცვა მიიღო. გულშემატკივრები განსაკუთრებით მის ლეგენდარულ პერსონაჟს — ჰადეს იხსენებენ. „გილოცავ დაბადების დღეს! ახალი ეტაპი იყოს მარტივი, ლამაზი და სიყვარულით სავსე“, „დარჩი ისეთი, როგორიც ხარ! უსაზღვროდ მიყვარხარ“, „როგორც ბიძია ალი იტყოდა — ადამიანი ამ სამყაროში ბედნიერებისთვის მოდის“, „შენ ისევ ისეთი ხარ, როგორიც 30 წლის წინ“ — წერენ თაყვანისმცემლები.


ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოვანამ აღნიშნა, რომ კარგად იცის, რამდენად უყვართ მისი გმირი სხვადასხვა ქვეყანაში. მისი თქმით, „კლონი“ განსაკუთრებით პოპულარულია და იგი ძალიან მადლიერია ამ სიყვარულისთვის. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის სურდა სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობა და მოგზაურობა.

ანტონელი ამბობს, რომ პოპულარობა მისთვის ტვირთი არ არის: „ეს ჩემთვის უბრალოდ ჩემი პროფესიის ნაწილია და არ განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვარ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროფესიის სიყვარული და ის კავშირი, რომელიც ჩემს მაყურებელთან მაქვს.“

მსოფლიო მასშტაბის აღიარება ჯოვანამ სწორედ „კლონის“ შემდეგ მოიპოვა. ამ პროექტმა მის პირად ცხოვრებაზეც იქონია გავლენა — გადაღებების დროს მას ურთიერთობა ჰქონდა მთავარ პარტნიორთან, მსახიობ მურილუ ბენისიოსთან. მათ ჰყავთ საერთო შვილი — 20 წლის პიეტრო. მიუხედავად ამისა, წყვილი მალევე დაშორდა, თუმცა დღეს მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

ჯოვანას პირად ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვანი ურთიერთობებიც იყო. იგი ადრე დაქორწინებული იყო რიკარდო მედინაზე, რომელსაც სკოლის პერიოდიდან იცნობდა, თუმცა მათი ქორწინება ოთხ წელზე ნაკლებს გაგრძელდა.

ასევე ჰქონდა მოკლევადიანი ქორწინება ამერიკელ ბიზნესმენ რობერტო ლოკასციოსთან. მოგვიანებით მსახიობმა ურთიერთობა დაიწყო რეჟისორ ლეონარდო ნოგეირასთან, რომელთანაც 2009 წელს გადაღებებზე შეხვდა. 2010 წელს მათ ტყუპი ქალიშვილები — ანტონია და სოფია შეეძინათ. მიუხედავად საერთო შვილებისა, წყვილს ოფიციალურად ქორწინება დღემდე არ გაუფორმებია, თუმცა ხშირად ჩნდებიან ერთად სოციალურ ქსელებში.

დღეს, 50 წლის ასაკშიც კი, ჯოვანი ანტონელი შესანიშნავად გამოიყურება. ასაკი მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს — პირიქით, იგი ხშირად აქვეყნებს ფოტოებს საცურაო კოსტიუმში და ამაყად აჩვენებს ფორმას. მსახიობის თქმით, მთავარი არის საკუთარ თავზე ზრუნვა — როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.