„მაშინაც მშვიდი და წყნარი იყო, ჩვენ გვჯობნიდა სილამაზით... ნაწყენი-ნატკენი გულით წავიდა ჩემი პატრიარქი..." - ბავშვობის მეგობრის მოგონებები სნოდან - მშობლები

„მაშინაც მშვიდი და წყნარი იყო, ჩვენ გვჯობნიდა სილამაზით... ნაწყენი-ნატკენი გულით წავიდა ჩემი პატრიარქი..." - ბავშვობის მეგობრის მოგონებები სნოდან

2026-03-23 15:18:41+04:00

პატრიარქის ბავშვობის მეგობარი სნოდან, მოხევე გურამ ქუშაშვილი ილია მეორეს და მასთან გატარებულ ბავშვობას "იმედის კვირაში" იხსენებს:

- როგორც კინოს ლენტი, ისე გაივლის თვალწინ იმისი საქციელი, იმისი საუბარი, იმისი მოფერება. იმას არ გაგრძნობინებდა, რომ მე პატრიარქი ვარო. იმას ვერ იგრძნობდი, რომ იჯდებოდი იმასთან და საუბრობდი, არ გაგრძნობინებდა, რომ მე ვარო...
შავიკრიბებოდით საღამობითა და მაროჟნი იყო ჩვენთვის პირველი... და ვტაცებდით ერთი მეორეს ხელიდან - მე შავჭამ, არა მე შავჭამ. ნუ ოხუნჯობთო... მაშინვე ასეთი წყნარი იყო. წარმოიდგინეთ, ლამაზი - ჩვენ გვჯობნიდა სილამაზითაც, ლამაზი შესახედავი იყო... ხედავდა, ჩვენ ვკვნეტდით მზესუმზირას, ეს - არა... ნუ იფურთხებითო, გვეუბნებოდა.
ბევრი წლის შემდეგ, როცა გაიგო პატრიარქი მოხევე გახდა, მის სანახავად წავიდა და მისდა გასაკვირად, ილია მეორემ ბავშვობის მეგობარი იცნო.
- მიცნო, გურამიაო... ისეთი თბილი ხელი ჰქონდა, თითქოს დენი გადმოდიოდა... უყვარდა ნაღდი ამბები. მომიყევ გურამი აბა, ეს არა გახსოვან... დარიგებასავით იცოდა. შორიდან მოგივლიდა და ისე გეტყოდა, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება... შეგაწუხე-მეთქი და ნუღ ლაპარაკობ ეგრეო.
გურამს მოკითხავდა ხევის ამბებს, ისმენდა ყველას გასაჭირს, თავისას კი არ ყვებოდა, არადა, ვინ თუ არა ახლო მეგობარი ხვდებოდა, რომ პატრიარქი გულით გამოუთქმელ ტკივილს ატარებდა.
- ნაწყენი-ნატკენი გულით წავიდა ჩემი პატრიარქი, ნაწყენი-ნატკენი გულით... მაგრამ იმას ვერასოდეს ათქმევნებდი, რომ მე ეს და მე ეს. არა. ის იყო ამოღებული ხმალი თავისი ქვეყნის.
როდის შეეძლებათ მოქალაქეებს სიონის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავთან პატივის მისაგებად მისვლა - დეტალები
12 წლის ვიყავი. მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა, დაწერა, ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს... - ილია II-ის ემოციური მოგონება მამაზე და მის საოცარ წინასწარმეტყველებაზე