უსაფრთხო ლანჩბოქსი ბავშვებისთვის - როგორ ავარჩიოთ სწორად - მშობლები

უსაფრთხო ლანჩბოქსი ბავშვებისთვის - როგორ ავარჩიოთ სწორად

2026-03-23 17:16:49+04:00

ბავშვის კვება მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების შერჩევა არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რაშია მოთავსებული საკვები. როდესაც საქმე სკოლის ლანჩბოქსს ეხება, მშობლების უმეტესობა ყურადღებას დიზაინსა და მოხერხებულობაზე ამახვილებს, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც წესით ყველა მშობელს უნდა გაუჩნდეს, არის: უსაფრთხოა თუ არა მასალა, რომელთანაც საკვები შედის კონტაქტში?

სკოლის სადილი ბავშვის დღის რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ დაბალი ხარისხის პლასტმასის კონტეინერები, განსაკუთრებით მზის სხივების ზემოქმედებისას, ან ცხელ საკვებთან კონტაქტისას, შესაძლოა რეაქციაში შევიდეს პროდუქტთან. იზრდება ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფის რისკი, რომლებიც ბავშვის ორგანიზმისთვის საზიანოა.

ტოქსიკური მასალები, როგორიცაა მაგალითად BPA (ბისფენოლი A), ფტალატები და PVC (პოლივინილქლორიდი), ხშირად გვხვდება იაფფასიან ლანჩბოქსებში. ეს ნივთიერებები ენდოკრინული სისტემის დამაზიანებლად მიიჩნევა და მათთან საკვების რეგულარული კონტაქტისას, ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემების გაჩენის რისკი იზრდება.

Skip Hop – ბრენდი, რომელმაც უსაფრთხოება ხელოვნებად აქცია

653567107-1268712348727512-1714916150777430588-n-1774271893.jpg

ბავშვის პროდუქტების უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამორჩეული ბრენდია Skip Hop. ამერიკული ბრენდი 2003 წელს ნიუ-იორკში დაარსდა და მას შემდეგ მისი მთავარი ფილოსოფია "Must-Haves Made Better" (აუცილებელი ნივთები დამზადებულია უკეთესად) გახდა.

Skip Hop-ი არ არის მხოლოდ ლამაზი დიზაინის ბრენდი; ეს არის კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს უმკაცრეს საერთაშორისო სტანდარტებს (ASTM, CPSIA, EN71).

რატომ უნდა ვენდოთ Skip Hop-ის ლანჩბოქსებსა და აქსესუარებს?

654430730-1570828081719334-226699120670307457-n-1774271907.jpg

  • ტოქსინების გარეშე: ბრენდი გარანტიას იძლევა, რომ მათი ყველა პროდუქტი თავისუფალია BPA-სგან, ფტალატებისა და PVC-სგან;
  • მდგრადი მასალები: Skip Hop-ი აქტიურად იყენებს უჟანგავ ფოლადს (Stainless Steel), რომელიც ყველაზე ჰიგიენური და გამძლე მასალაა საკვებთან კონტაქტისთვის;
  • ინოვაციური Tritan Renew: ბრენდმა დანერგა Tritan Renew ტექნოლოგია (50% გადამუშავებული მასალა), რომელიც არის მინისებრი გამჭვირვალობის, თუმცა არ ტყდება და სრულიად უსაფრთხო მასალისგანაა დამზადებული;
  • ეკომეგობრული მიდგომა: Oceanworks-თან პარტნიორობით, ბრენდმა წარმოებაში შემოიტანა 70%-ით გადამუშავებული ოკეანის პლასტმასა, რაც გარემოზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითია.

657243092-1679371787529185-7862831492284685627-n-1774271929.jpg

Skip Hop-ის ცნობილი სერიის ლანჩბოქსები და თერმოსები სპეციალურად პატარებისთვისაა შექმნილი. ისინი აღჭურვილია რეზინის მჭიდრო სარქვლებით, რაც საკვების დაღვრას გამორიცხავს. უჟანგავი ფოლადის საკვების კონტეინერები კი საათების განმავლობაში ინარჩუნებს ტემპერატურას (სითბოს ან სიგრილეს), რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ყოველთვის ახალმომზადებულ საკვებს მიირთმევს.

ბრენდი, რომელიც დღეს Carter's-ის ოჯახის წევრია, მუდმივად აგრძელებს ინოვაციებს, რათა მშობლებს სიმშვიდე, ხოლო ბავშვებს ფერადი და უსაფრთხო ყოველდღიურობა აჩუქოს.

651010960-2074122746464386-5551497777349957539-n-1774271950.jpg

მნიშვნელოვანია: Skip Hop-ის ორიგინალი და სერტიფიცირებული პროდუქცია საქართველოში ხელმისაწვდომია Carter's-ის ფილიალებში. ეს საუკეთესო ინვესტიციაა თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის.

Carter’s-ის ფილიალები საქართველოში:

  • გალერეა თბილისი
  • სითი მოლი გლდანი
  • გლდანი მოლი
  • თბილისი მოლი
  • ისთ ფოინთი
  • ბათუმი – გრანდ მოლი

R