ცნობილი კულინარი მარიამ ჭანტურიძე გამომწერებს პასკის რეცეპტს უზიარებს.
სუნელების ნაზავი:
- მიხაკი - 1/2 ჩ.კ,
- დარიჩინი -1/2ჩ.კ,
- მუსკატი - 1/2ჩ.კ,
- ილი - 1/2 ჩ.კ,
- ვანილი.
- 100 გრ არაყი ან კონიაკი
"პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ აპარა. აპარისთვის მასალა უნდა ავიღოთ იმ საერთო რაოდენობიდან, რაც საბოლოო ჯამში პასკისთვის გვჭირდება.
სუნელების ნაზავს თუ წინასწარ მოამზადებთ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება თქვენი პასკები.
როცა აპარა კარგად ამოვა, დავიწყოთ ცომის მომზადება. კარგად გავთქვიფოთ კვერცხი. დავამატოთ შაქარი და კარგად გავთქვიფოთ. დავამატოთ არაჟანი. რაც უფრო მაღალპროცენტიანია არაჟანი, მით უკეთესი. დავამატოთ რძე. შევურიოთ დამდნარი კარაქი და ზეთი. ეს მასა კარგად ავთქვიფოთ. ამ ნაზავში მოვათავსოთ აპარა და კარგად შევურიოთ. დავამატოთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა, სუნელების ნაზავი და ისევ კარგად გავთქვიფოთ. თუ ყვითელი ფერის პასკა გნებავთ, 1 სუფრის კოვზი კურკუმა დაუმატეთ. ფქვილი შევაზილოთ ხელით.
ცომი რომ ამოვა, უნდა ჩავზილოთ. როცა ცომი მეორედ ამოფუვდება, დავამატოთ ფქვილმოყრილი ქიშმიში, რათა ძირისკენ არ წავიდეს და მასას კარგად შეერიოს. ამის შემდეგ ისევ შევფუთოთ და დაველოდოთ, როდის ამოფუვდება.
საცხობ ლანგარზე 4 ფენა საცხობ ქაღალდს ვაფენ. გავანაწილოთ ცომი ფორმებში (ნახევარზე ნაკლები), გადავაკრათ პარკი და დაველოდოთ ამოფუებას. ვაცხობთ 140 გრადუსზე", - ამბობე მარიამ ჭანტურიძე.