გამომძიებელი ქალის და სასტიკი დამნაშავის სიყვარულის ამბავი, რომელმაც გავლენიანი ქალის ცხოვრება და კარიერა დაასამარა - გახმაურებული ამბავი საბჭოეთიდან - მშობლები

გამომძიებელი ქალის და სასტიკი დამნაშავის სიყვარულის ამბავი, რომელმაც გავლენიანი ქალის ცხოვრება და კარიერა დაასამარა - გახმაურებული ამბავი საბჭოეთიდან

2026-03-24 10:27:41+04:00

გენერალური პროკურატურის გამომძიებლის, ნატალია ვორონცოვას ცხოვრებისეული დრამა ნებისმიერ კინოსცენარზე ბევრად უფრო ჩახლართული და რთული აღმოჩნდა. ბრალდებულისადმი გაღვივებული საბედისწერო გრძნობა მისთვის მძიმე სასჯელად გადაიქცა...

​შარმიანი, ცინიკოსი და მრავალჯერ ნასამართლევი, სერგეი მადუევი, 1991 წელს, მოსკოვი-ტაშკენტის მატარებელში კრიმინალური კლანის მიერ გაცემის შემდეგ დააკავეს. როგორც ცნობილია, იგი "ქურდულ საერთო სალაროს" შეეხო და ფული მოიპარა. "კანონიერი ქურდების" ვერდიქტი მისი ხელისუფლებისთვის ჩაბარება და მკაცრად დასჯა იყო. ​

sergei-maduevi-1-1774294306.jpeg
სერგეი მადუევი

60-ზე მეტი მძიმე დანაშაულის გამო მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, თუმცა მალე მასთან კონკურენტი კლანის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ მადუევს სხვისი დანაშაულების საკუთარ თავზე აღება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი გაქცევის ორგანიზებას ჰპირდებოდნენ. მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ამიტომ ამ სახიფათო გარიგებას დათანხმდა. ​სინამდვილეში კი, თავისუფლების მოპოვების შემთხვევაში, საიდუმლო სამალავი ელოდა, სადაც ძვირად ღირებული ოქრო, ძვირფასი ქვები და ანტიკვარიატი ინახებოდა… ეს განძი დღემდე არავის უპოვია.

​გაქცევის წინა დღეს გაირკვა, რომ ორგანიზატორები მოკლეს. მახე საბოლოოდ დაიხურა. ასეთი ბიოგრაფიით მადუევი დახვრეტას ვეღარ გადაურჩებოდა... თუმცა ახლობლები ტყუილად არ აღნიშნავდნენ "ჩერვონეცის" (ასე მას ტაქსიში ყოველთვის ათმანეთიანებით გადახდისა და ხურდაზე უარის თქმის გამო ეძახდნენ) გასაოცარ იღბალს. ​

ციხეში საქმის გამოსაძიებლად ნატალია ვორონცოვა მიავლინეს - დაუოჯახებელი, პრინციპული და პატიოსანი პროფესიონალი, რომელმაც სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობით ძალიან სწრაფად კარგი კარიერა შექმნა. მან მადუევის საქმის შესწავლა დიდი ინტერესით დაიწყო. ​სწორედ ვორონცოვამ აღმოაჩინა საქმის მასალებში არსებული უზუსტობები. ზოგიერთი ძარცვის დროს მადუევი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა, რასაც მრავალი მოწმეც ადასტურებდა. ​

sergei-maduevi-da-natalia-voroncova-1774294340.jpeg
სერგეი მადუევი და ნატალია ვორონცოვა

"დამნაშავე არ ვარ, ბრალის აღება უბრალოდ მომიწია. ბავშვობიდან შიშსა და ობლობაში ვცხოვრობდი, ახლა კი ძაღლივით სიკვდილი მელის!" - ეუბნებოდა იგი გამომძიებელს. სიმპათია რეციდივისტის "რობინჰუდურმა" გამოხტომებმაც გამოიწვია. მადუევმა ერთხელ ძარცვისას შეუძლოდ მყოფ ქალს სასწრაფო გამოუძახა, მეორედ კი ორსულ მსხვერპლს წართმეული ძვირფასეულობა დაუბრუნა...

დაკითხვები სულ უფრო ხანგრძლივი და ინტიმური ხდებოდა. მადუევი მუდმივად იმას უსვამდა ხაზს, რომ მას უკვე ვეღარაფერი უშველიდა. ორი თვის შემდეგ ვორონცოვას გულიც საბოლოოდ მოიგო.

sergei-maduevi-1774294379.jpeg
სერგეი მადუევი და ნატალია ვორონცოვა - სათვალთვალო კამერების ჩანაწერი

​

მაგიდასთან ხელებზე მოფერება მალე ვნებიან კოცნაში, წერილებსა და ფარულ პაემნებში გადაიზარდა. ციხის პირქუში გარემო და მადუევის მრავალტანჯული სახე გრძნობებს კიდევ უფრო ამძაფრებდა. თითქოს, მის წინაშე ცხოვრების უკანასკნელი სასიყვარულო დრამა თამაშდებოდა. ​

სწორედ მაშინ გაჩნდა დატყვევებული "რომეოსთვის” გაქცევის მოწყობის იდეაც. დის მეშვეობით გამომძიებელმა იარაღი იშოვა და დაკითხვისას მადუევს გადასცა, თუმცა გეგმა ჩაიშალა. გაქცევა 1991 წლის 4 მაისს, სხვა ციხეში გადაყვანისას იგეგმებოდა. თუმცა, ​გადაყვანის თარიღის მოულოდნელად შეცვლის გამო, მადუევი მზად არ აღმოჩნდა. გაძლიერებული დაცვის პირობებში გაქცევა სიგიჟე იყო, თუმცა პისტოლეტი ჯიბეში ჰქონდა. მან იარაღის გამოყენება მაინც სცადა. ​მადუევმა ბადრაგი დაჭრა, თუმცა დაცვამ მისი დაკავება მაინც შეძლო. იარაღის მიმწოდებლის ვინაობის დადგენა რთული არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ ფარულმა კამერამ შეყვარებულების ვნებიანი კოცნაც დააფიქსირა.

ეს დასასრული იყო… ​ვორონცოვა დააპატიმრეს და შვიდი წლით ციხეში გაგზავნეს. საბოლოოდ, მან 5 წელი მოიხადა. ქალს პატიმრობისას მადუევის ცინიკური სიტყვები გადასცეს: "ის არასდროს მყვარებია, უბრალოდ გამოვიყენე და მეცოდება, თუმცა მას მართლა ვუყვარდი". ​მიუხედავად ყველაფრისა, ამ რომანმა მადუევს სიცოცხლე მაინც შეუნარჩუნა -სანამ გამოძიება გრძელდებოდა, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი დაწესდა. მან სიცოცხლის ბოლო შვიდი წელი "შავი დელფინის" ციხეში გაატარა და იქვე, დიაბეტის გართულებით გარდაიცვალა.

upload-scale-1200-pic-32ratio-600x400-600x400-27020-1774344486.jpg
ამ გახმაურებული ამბით შთაგონებული ფილმი

გათავისუფლების შემდეგ, ვორონცოვა უკრაინაში, მშობლებთან დაბრუნდა. მან 18 წლით უმცროსი მამაკაცი გაიცნო და მასზე დაქორწინდა. 48 წლის ასაკში ყოფილ გამომძიებელს ახალგაზრდა ქმართან შვილის გაჩენა სურდა, მაგრამ ვერ შეძლო. ის პრესას გაურბოდა და ბინასაც კი იცვლიდა, რომ ჟურნალისტებს მისი ადგილსამყოფელი არ სცოდნოდათ.

natalia-voroncova-1774294441.jpg
ნატალია ვორონცოვა

ახლა ნატალია ადვოკატად მუშაობს. თუმცა, პროკურატურაში დაბრუნებას ვეღარასდროს შეძლებს.

​"ჩემი ძველი სამსახური ძალიან მენატრება. ადვოკატი გავხდი, სხვა რა გზა მქონდა?! ჟიტომირში სამუშაოს პოვნა ძალიან ჭირს. საყვარელ საქმესთან თუნდაც მცირედით ახლოს რომ ვყოფილიყავი (პროკურატურას ხომ ნახევარი სიცოცხლე შევწირე!), თავდაპირველად, ერთ-ერთ ფირმაში იურიდიულ კონსულტანტად მოვეწყვე, მაგრამ ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო. ეს სამუშაო დიდად არ მხიბლავს, თუმცა ფული მჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში სახელი უკვე მოვიხვეჭე, ძალიან ცოტას მიხდიან..." - გამოუტყდა ერთხელ ჟურნალისტებს ვორონცოვა.

მრავალრიცხოვანი შეკითხვებისთვის წერტილის დასასმელად, ყოფილმა გამომძიებელმა საკუთარ თავსა და მადუევზე წიგნის დაწერა გადაწყვიტა. ​

"ყველაფერს ისე მოვყვები, როგორც სინამდვილეში იყო. სათაურად "სიმართლე ციხის რომანზე" შევარჩიე. მეუღლე რჩევებით მეხმარება, დედა კი კატეგორიული წინააღმდეგია - მიიჩნევს, რომ წარსულის ქექვა არ ღირს. მთავარი ისაა, რომ ჩემი ქმრის, ნიკოლაის, მადლიერი ვარ. პეტერბურგში გადატანილი ამბების შემდეგ, ადამიანების რწმენა მან დამიბრუნა", - ამბობს ნატალია ვორონცოვა.

608be663ae5ac94fe606072a-1774344588.jpg

კოლონიაში სასჯელის მოხდისას, ნატალია ვორონცოვა ერთ-ერთ წერილში წერდა:

"ოდესღაც ვთქვი, რომ არავისი მჯერა-მეთქი. სწორედ ესაა ის ჭეშმარიტება, რომელსაც მივხვდი. დიახ, ჩემს ცხოვრებაში ასეთი "მოვლენა" უნდა მომხდარიყო, რომ ყველაფერში და ყველაში იმედი გამცრუებოდა. მინდა, რომ თავი დამანებონ. ამ საქმეზე სიმართლე ვის სჭირდება?! არავის!"

ეპშტეინის წინამორბედი საბჭოთა კავშირიდან - როგორ აწყობდნენ მაღალი თანამდებობის პირები მიწისქვეშა ბორდელებს, სადაც ახალგაზრდა სტუდენტები მოტყუებით მიჰყავდათ
რა მოხდა საბჭოთა ბანაკში 1960 წელს და როგორ გააქრეს 30-მდე დაღუპული ბავშვი? - საზარელი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ წლების შემდეგ გამჟღავნდა
ის მესამე ქალი იყო, ვინც საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს... - გავლენიან პირებთან მეგობრობით და საიდუმლო შეხვედრებით გამდიდრებული რკინის ბელას აღსასრული