ამერიკელ ჩაპელ როანს სასტუმროში ერთმა საუზმემ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. თუ მომღერალ ჩაპელ როანის სახელი არ გახსოვთ, ალბათ გინახავთ მისი ფოტოები წითელ ხალიჩაზე. ის "გრემის" ექვსგზის ნომინანტია და უნიკალური სტილი აქვს. ჩაპელის ყველა სამოსი შთამბეჭდავია თავისი თეატრალურობით და მისი ძაფისებრი წარბები და წითელი ხვეული თმაც კი იმისთვისაა, რომ ბრბოსგან გამოირჩეოდეს. როანმა ერთხელ აღიარა, რომ მისი ყველაზე ღრმა შიში ყოველთვის იყო, „კიდევ ერთი უსახო პოპვარსკვლავი ათასობით სხვას შორის“ არ გამხდარიყო, ამიტომ მან გადაწყვიტა გაოცება არა მხოლოდ თავისი მუსიკით, არამედ თავისი სამოსითაც და ყოველთვის ორიგინალურია.


ჩაპელი ყოველთვის არ ირჩევს მარტივ ლუქებს, რის გამოც ხანდახან ღონისძიებების ყველაზე ცუდად ჩაცმული სელებრითების სიებშიც ხვდება. თუმცა, ბოლო დროს, ვარსკვლავი ცხარე დისკუსიების ცენტრში სრულიად სხვა მიზეზით აღმოჩნდა. ის პატარა გულშემატკივარს უხეშად მოექცა და მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგ განეწყო. რას წარმოიდგენდა, რომ ბავშვი, რომელსაც ისტერიკა მოუწყო, თვით ჯუდ ლოუს ქალიშვილი აღმოჩნდებოდა და ამ ამბავს მსოფლიო გაიგებდა. მით უმეტეს, პატარის მამინაცვალი ცნობილი ფეხბურთელია, ბრაზილიაში კი ფეხბურთი წმინდაა..
არც ისე დიდი ხნის წინ, იტალიელმა ფეხბურთელმა ჟორჟინიომ სოციალურ მედიაში გააზიარა ინციდენტი, რომელიც ოჯახთან ერთად ბრაზილიაში დასვენების დროს შეემთხვა. ის სან-პაულუს სასტუმროში გაჩერდა თავის შეყვარებულთან, მომღერალ კეტრინ ჰარდინგთან და მის ქალიშვილთან ადასთან ერთად, რომელიც კეტრინს მსახიობ ჯუდ ლოუსგან შეეძინა. ჩაპელ როანიც იქვე ყოფილა გაჩერებული.

თერთმეტი წლის ადა ვარსკვლავის დიდი გულშემატკივარი ყოფილა, ამიტო აღფრთოვანებული იყო, როდესაც რამდენიმე მაგიდის მოშორებით საუზმეზე ვვრსკვლავი შენიშნა. გოგონას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ეს მართლაც ჩაპელია, ამიტომ ცოტა უფრო ახლოს მივიდა, მაგრამ მომღერალი არ შეუწუხებია - უბრალოდ, გაუღიმა.
გოგონა მალევე დაუბრუნდა თავის მაგიდას. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, ჩაპელ როანის განრისხებული დაცვის თანამშრომელი ჟორჟინიოს ოჯახთან მივარდა. მან კეტრინ ჰარდინგს უსაყვედურა ქალიშვილის ცუდად აღზრდის გამო და განაცხადა, რომ გოგონამ საკუთარ თავს „უპატივცემულო“ ქცევის და უცნობების „შევიწროების“ უფლება მისცა. გოგონას შიშისგან ცრემლები წამოუვიდა. დაცვის თანამშრომელმა ასევე დაამატა, რომ სასტუმროში გოგონას წინააღმდეგ ოფიციალურ საჩივარს შეიტანდა და მის საქციელს მიუღებლად მიიჩნევდა. ჟორჟინიოს თქმით, მან დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო ადას დამშვიდება და ხაზი გაუსვა, რომ ჩაპელ როანის ქმედებები გადაჭარბებული იყო, რადგან მის პოპულარობას, ნაწილობრივ, გულშემატკივრებს უნდა უმადლოდეს და ამგვარი ქცევა, თან ბავშვთან, სრულიად მიუღებელია.
ჟორჟინიოს ისტორიამ სწრაფად მიიპყრო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბრაზილიელი ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღება და ინციდენტის შესახებ მალევე რიო-დე-ჟანეიროს მერმა, ედუარდო კავალიერემავ გაიგო. ვარსკვლავი იქ მუსიკალურ ფესტივალზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ ინციდენტის შემდეგ აცნობეს, რომ ის აღარ გამოვიდოდა. ათასობით გაბრაზებულმა ბრაზილიელმა მაშინვე დაიწყო მომღერლისთვის სოციალურ ქსელებში წერილების გაგზავნა. ჩაპელი დიდხანს ვერ შეძლებს კოპაკაბანას სანაპიროზე მშვიდად სეირნობას და მას ურჩევენ, უფრო თავაზიანი დაცვის თანამშრომლები დაიქირაოს.
სკანდალის აფეთქების შემდეგ მომღერლის რეაქციაც სწრაფი იყო. მან აღნიშნა, რომ გოგონას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია, მაგრამ მას არ უთხოვია დაცვის თანამშრომლისთვის ვინმესთან მიახლოება - ეს მისი გადაწყვეტილება იყო. „მე არ მძულს ის ადამიანები, რომლებსაც ჩემი მუსიკა მოსწონთ. მე არ მძულს ბავშვები. ეს უბრალოდ სიგიჟეა“, - დასძინა მომღერალმა და 11 წლის ადას ბოდიში მოუხადა დისკომფორტის გამო, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია.

ადა ჯუდ ლოუს 7-დან ერთ-ერთი შვილია.
