ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია, რომ დაქორწინების მსურველი პირები კანონით განსაზღვრული საქორწინო ასაკის იყვნენ და განცხადება წარადგინონ.
საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია 18 წლის ასაკიდანაა დასაშვები.
ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ:
თუ ქორწინების რეგისტრაციის მსურველი პირი/მოწმე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.
სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტი (გარდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტისა) უნდა წარდგენილ იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით.
უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ქორწინების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი საბუთი.
ქორწინების რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და იუსტიციის სახლის ფილიალში,სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, არის უფასო.
ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ნახოთ.