კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.
არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.
მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, რაც შეეხება ნივთმტკიცებებს, "მარკერი განადგურდეს, ბანერი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს".
დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ელენე ხოშტარიას უნდა ესარგებლა, თუმცა, ის განაჩენის გამოცხადებას, ისევე როგორც დანარჩენ პროცესებს, არ დასწრებია.
პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმში, რომელიც მოსამართლემ წაიკითხა, ეწერა, რომ ხოშტარია "ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აღიარებს, მათ შორის, არც სასამართლოს", რის გამოც, ის სხდომაზე არ გამოცხადდა. განაგრძეთ კითხვა