ვარსკვლავის სტატუსი ბავშვობიდან, სუროგაციით გაჩენილი 4 შვილი, საკუთარი ძმიშვილის მიერ სექსუალურ ძალადობაში ბრალდება - ამბები რიკი მარტინზე - მშობლები

ვარსკვლავის სტატუსი ბავშვობიდან, სუროგაციით გაჩენილი 4 შვილი, საკუთარი ძმიშვილის მიერ სექსუალურ ძალადობაში ბრალდება - ამბები რიკი მარტინზე

2026-03-24 14:47:15+04:00

როგორც ცნობილია, ზაფხულში საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავი, მომღერალი რიკი მარტინი ჩამოვა. ის ქართველი მაყურებლის წინაშე 16 ივლისს წარდგება.კონცერტი მომღერლის საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გაიმართება რუსთავის ავტოდრომზე.

თვალი გადავავლოთ სკანდალური ვარსკვლავის ბიოგრაფიას.

ბავშვობა

რიკი მარტინის ნამდვილი სახელი ენრიკე მარტინ მორალესია. პუერტო-რიკოელი პოპ-მომღერალი, მსახიობი და მწერალი, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრ, როგორც ლათინოამერიკელმა მომღერალმა, 1971 წლის 24 დეკემბერს დაიბადა პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში. მისი დედა, ნერეიდა მორალესი, ბუღალტერი იყო, ხოლო მამამისი, ენრიკე მარტინ ნეგრონი, ფსიქოლოგი.

როდესაც ის ორი წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ და მარტინი მონაცვლეობით ცხოვრობდა მამის ახალ ოჯახთან და მამის მხრიდან ბებიასთან. მას ორ-ორი ნახევარძმა ჰყავს დედის და მამის მხრიდან.

რიკი ბავშვობიდან პოპულარულია. პუერტო-რიკოს ტელევიზიის 11-ზე მეტ რეკლამაში გამოჩნდა. 13 წლის ასაკში ახალგაზრდულ პოპ ჯგუფ Menudo-ში გაწევრიანდა. მარტინი ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო და პროექტის მენეჯმენტმა თავდაპირველად უარი თქვა მასზე, მაგრამ ბიჭი დაჟინებით განაგრძობდა კასტინგებზე დასწრებას და საბოლოოდ ადგილი მოიპოვა.

286251440-564221902020858-7216079372510959934-n-1774350208.webp

ჯგუფთან ერთად ის სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდა. ბიჭების ჯგუფი ძალიან პოპულარული იყო. თუმცა, 1987 წლისთვის მენუდოს მიმართ ინტერესი შემცირდა და ოთხი წლისა და 11 სრულმეტრაჟიანი ალბომის შემდეგ რიკი მარტინმა ჯგუფი დატოვა.

თავბრუდამხვევი კარიერა

17 წლის ახალგაზრდამ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ ეცადა ბედი. შეერთებულ შტატებში გადავიდა და ტიშის ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა. თუმცა, სწავლის დრო არ ჰქონდა, რადგან მიმზიდველი შეთავაზებები მიიღო როგორც მექსიკური თეატრალური დასიდან, ასევე ხმის ჩამწერი სტუდიიდან.

ორივე შეთავაზება მიიღო და ორივე სფეროში წარმატებას მიაღწია. მეხიკოში ენთუზიაზმით დაიწყო მუშაობა მიუზიკლზე და კინოპროდიუსერების ყურადღება მიიპყრო. მსახიობმა დაიწყო მონაწილეობა სატელევიზიო მელოდრამაში „მიაღწიე ვარსკვლავს“.ს ორ სეზონში გამოჩნდა, შემდეგ კი სრულმეტრაჟიან ვერსიაშიც ითამაშა.

მოგვიანებით არაერთი როლი ითამაშა, როგორც მსახიობმა, სატელევეზიო სერიალებსა და ფილმებში.2012 წელს კი ბროდვეიზე ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლში „ევიტა“ იმღერა.

სამსახიობო კარიერის პარალელურად, სოლო მუსიკალური კარიერაც დაიწყო. მან კონტრაქტი Sony Music Entertainment-ის ლათინურამერიკულ ფილიალთან გააფორმა, კონტრაქტის წაკითხვის გარეშე. საბოლოოდ, გაყიდული თითოეული ჩანაწერიდან მხოლოდ ერთ ცენტს იღებდა.

იმ დროს რიკის ჰონორარი ნაკლებად ადარდებდა: მას სურდა ნამდვილი ვარსკვლავი გამხდარიყო. მისმა პირველივე ესპანურენოვანმა ალბომმა, Ricky Martin, ოქროს ტიტული მოიპოვა არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც. ისეთი ჰიტები, როგორიცაა Fuego Contra Fuego და El Amor de Mi Vida, მსოფლიო რადიო ეთერში გაჟღერდა. ამას მოჰყვა არანაკლებ წარმატებული ალბომები Me Amarás და A Medio Vivir. ამ უკანასკნელიდან სიმღერა „Maria“ ახალგაზრდა მომღერლის პირველ გლობალურ ჰიტად იქცა.

fit-455-547-false-crop-475-570-0-0-q90-343521-67ba399847d393060a34e01f7-1774350503.jpeg

1998 წელს რიკიმ გამოუშვა ახალი ალბომი, Vuelve, მაგრამ მისი უდიდესი მიღწევა იმ წელს იყო მისი გამოსვლა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც შეასრულა სიმღერა „La Copa de la Vida“, რომელიც ტურნირის ერთგვარ ჰიმნად იქცა.

მომდევნო წლების განმავლობაში მან გაიმყარა ნამდვილი ვარსკვლავის სტატუსი და გარდა პოპულარობისა, უზარმაზარი ქონების მფლობელიც გახდა. ასევე მიიღო არაერთი ჯილდო, როგორც ლათინური ამერიკის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებისგან, ისე ამერიკულ პრესტიჟულ ცერემონიებზე.

პირადი ცხოვრება

ახალგაზრდობაში რიკი მარტინი ამბობდა, რომ მექსიკელ ტელეწამყვან რებეკა დე ალბას ხვდებოდა. წყვილი დაქორწინებასა და ოჯახის შექმნასაც კი გეგმავდა. თუმცა, 2005 წელს გამოცხადდა, რომ რიკი და რებეკა 14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ აღარ იყვნენ ერთად.

gettyimages-2459725-1024x1024-1774350208.jpg

სამი წლის შემდეგ არტისტი ტყუპის, მატეოს და ვალენტინოს მამა გახდა, რომლებიც სუროგატი დედისგან დაიბადნენ. მშობლობამ რიკის მწერლობა დააწყებინა - 2013 წელს მან გამოაქვეყნა ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნი „სანტიაგო, მეოცნებე ვარსკვლავების ქვეყანაში“.

2010 წელს რიკი მარტინმა თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაცხადა, რომ გეია. მუსიკოსის თქმით, წლების განმავლობაში დუმილი და დამალვა მასზე ზეწოლას ახდენდა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ გამხელა სწორად მიაჩნდა. მომღერალმა ინტერვიუებში იმაზეც ისაუბრა, რომ არ სურს ერთ ორიენტაციაზე იყოს მიბმული, ამიტომ პარტნიორებად როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს მიიჩნევს, მაგრამ მხოლოდ ერთსქესიან პარტნიორებთან სურს გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.

იმავე წელს, ოპრა უინფრის შოუში, მომღერალმა საჯაროდ გაიმეორა თავისი გეი იდენტობა. მალევე, მუსიკოსმა თავისი პარტნიორი, ეკონომისტი კარლოს გონსალეს აბელაც წარადგინა. წყვილმა მალე დაქორწინებაზე ისაუბრა, მაგრამ მარტინი და აბელა 2014 წელს დაშორდნენ.

2016 წელს მარტინი სირიელი წარმოშობის შვედ მხატვარ ჯვან იოსეფთან დაამყარა ურთიერთობა. ის მომღერალზე 12 წლით უმცროსია. ისინი მიმოწერით დამეგობრდნენ. პირველ შეხვედრამდე ექვსი თვის განმავლობაში ონლაინ ურთიერთობდნენ. როგორც რიკიმ მოგვიანებით გაიხსენა, ჯვანთან პირადმა შეხვედრამ მასზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა;

79a1ad4cdd1084f51b440a8386270c37-1774350503.jpg

წყვილმა ქორწინება არ გადადო; ისინი შეხვედრიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 2018 წელს მათ ქალიშვილი, ლუსია შეეძინათ. 2019 წლის ოქტომბერში ვარსკვლავი მეოთხედ გახდა მამა - ვაჟი შეეძინა. მხატვარმა ამის შესახებ თავის ინსტაგრამის გვერდზე განაცხადა, სადაც შვილთან და ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

gettyimages-629160370-1024x1024-1774350208.jpgriki-1-1774349656.jpg

2023 წლის ზაფხულში მარტინმა გულშემატკივრები განქორწინების ამბით გააკვირვა. მისი თქმით, წყვილი მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა და შვილებს ერთად ზრდიან.

martin2-1774350912.jpg

riki-d-1-1774352035.jpg

6eb696197ae5-ricky-martin-with-sons-valentino-and-matteo-1774352124.webp

სკანდალი

2022 წელს მომღერლის ძმისშვილმა ის ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. ბრალმდებელთან მისი ურთიერთობის გათვალისწინებით, რიკის 50 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ამ ამბის კომენტირებისას მარტინმა უარყო ბრალდებები და მიანიშნა, რომ მის ნათესავს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

სასამართლო პროცესზე რიკიმ უამრავი მტკიცებულება წარმოადგინა, რომ მას ძმისშვილთან რომანი არ ჰქონია და ნათესავმა სარჩელი უკან გაიწვია.

ricky-martin-and-daniel-yadiel-sanchez.jpg

heighten-527-crop-2333-3500-0-0-q90-3288361-2f857648a71fb13fc054115c9-1774351191.jpeg

რიკი მარტინი ძმიშვილმა ძალადობაში ამხილა - მომღერალს 50-წლიანი პატიმრობა ემუქრება