Forbes Georgia-ს 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის კონსოლიდირებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში წარმოდგენილი 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება 60.1 მილიარდს აჭარბებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.
1. მიხეილ ლომთაძე
სიის სათავეში 15.8 მილიარდი ლარით მიხეილ ლომთაძე მოექცა. ყაზახური ციფრული გიგანტის, "კასპის" (Kaspi) CEO და თანადამფუძნებელი, გლობალურ რეიტინგში 597-ე ადგილს იკავებს. ბათუმში დაბადებულმა ბიზნესმენმა, რომელმაც განათლება თბილისში მიიღო, კაპიტალი ყაზახეთში დააგროვა. საინტერესოა, რომ ის ახლა ინგლისურ საფეხბურთო კლუბ "უიკომბ უონდერერსსაც" ფლობს.
2. ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი
მეორე ადგილზე 7.2 მილიარდი ლარით ბიძინა ივანიშვილია. მისი ქონება, რომელიც ძირითადად ინვესტიციებიდან მოდის, გლობალურ სიაში 1362-ე პოზიციას შეესაბამება. სტატიაში ნახსენებია მისი ცნობილი ფრაზაც: "ადამიანს მილიარდები არ სჭირდება. ორასი მილიონი საკმარისია. დანარჩენი მხოლოდ სპორტია".
3. გიორგი ჯოხთაბერიძე - 2.76 მილიარდი
ქონება (მილიონი ₾): 2 764,51
წყარო: მაგთისფერო: ტელეკომუნიკაციები
ასაკი: 72
4. ირაკლი რუხაძე - 2.22 მილიარდი ₾
ქონება (მილიონი ₾): 2 227,01
წყარო: მაგთი, ქართული ცემენტისფერო: ტელეკომუნიკაციები და მრეწველობა
ასაკი: 59
5. თემურ ჭყონია - 1.74 მილიარდი ₾ (კოკა-კოლა და მაკდონალდსი)
ქონება (მილიონი ₾): 1 745,52
წყარო: მაკდონალდსი სფერო: სწრაფი კვება და უალკოჰოლო სასმელები
ასაკი:
75
უმდიდრესი ქართველების სიაში რამდენიმე ქალია. მათ შორის ყველაზე დიდი ქონება 52 წლის დიზაინერს მაკა ასათიანს ეკუთვნის. ის 806,56 მილიონს ფლობს, რომლის წყაროც ავტოინდუსტრისა და ვაჭრობის სფერო, კონკრეტულად კი TRADE STONE IBERIA გახლავთ.
90-იანი წლების მოდის ინდუსტრიის სიმბოლო და წარმატებული ბიზნესლედი ბოლო დროს ხატმწერი გახდა.
წლების წინ მაკა ასათიანი მამის, კახი ასათიანის კუთვნილ კომპანია "აირზენას“ ხელმძღვანელობდა. ცოტა ხნის წინ კი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე წარსდგა როგორც კომპანია "Black Sea Petroleum“-ის დამფუძნებელი.