"გავყევი უკან და ხატი მაჩვენა. აბა, თუ იცი ეს რა არისო?.. ის აღარ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ..." - გია ბურჯანაძის ემოციური მოგონებები პატრიარქზე - მშობლები

"გავყევი უკან და ხატი მაჩვენა. აბა, თუ იცი ეს რა არისო?.. ის აღარ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ..." - გია ბურჯანაძის ემოციური მოგონებები პატრიარქზე

2026-03-25 00:15:45+04:00

მსახიობი გია ბურჯანაძე, რომელსაც მეგობრობა აკავშირებდა პატრიარქთან, უწმინდესს ემოციურად იხსენებს რუსთავი 2-ის შუადღის ეთერში:

ახალი მისული ვარ თეატრში, 81 წელია და ხშირად ესწრებოდა სპექტაკლებს. უცბად გავიგებდით, რომ პატრიარქია მოსული და მერე შემოვიდოდა ხოლმე ჩვენთან ფოიეში, გვესაუბრებოდა. ჰოდა, პირველად რომ მოვიდა, მაშინ არ იცოდნენ ჩვენებმა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და მე ვუთხარი, არ დაუწყოთ ახლა ხვევნა, გადახვევა, ხელზე უნდა ეამბოროთ-მეთქი და ბატონო ილია არ უთხრათ, უწმინდესობა - აი, ასე უნდა მიმართოთ-მეთქი. და ერთი ჩვენი ძალიან ნიჭიერი მსახიობი ქალი ისე აღელდა და ჩემო უწმინდესო, ჩემო ულამაზესო და უსაყვარლესოო უთხრა. აუტყდა სიცილი პატრიარქს., ჩაიხუტა ყველა გულში, გვეფერა... მე ვუთხარი, არა ვართ-მეთქი ცოდვაში ახლა ჩვენი არტისტები? რანაირად ხართო თქვენო ცოდვაშიო, საქვეყნო საქმეს ემსახურებითო, ხალხს ემსახურებითო, როგორ შეიძლება თქვენ ცოდვაში იყოთო. მანამდე იყო ეგეთი დამოკიდებულება, რომ არტისტებს ეკლესიის ახლოსაც არ აკარებდნენ...
mshoblebi-1774386581.png
ძალიან ტაქტიანი კაცი იყო, ისეთს არაფერს არ გეტყოდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინე.
...როგორ იყო იცით, ყველას გვეგონა, რომ ეს კაცი არის ყველაზე მზრუნველი, ყველას გვიცნობს. ყველას ეგეთი განცდა ჰქონდა, ყველას გულში იყო შესული და რატომღაც მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, რომ უწმინდესმა ყველა ჩემი ნაბიჯი იცოდა...
2011 წელია და ახლოვდება 26 მაისის ტრაგიკული დღე. წინა პერიოდში ეს თავშალი შემომახვია, როგორ გიხდება ბერის შესამოსელიო. გეკეთოსო, არ მოიხსნაო. მე ვუთხარი, კი ახლა, მერე რომ დაცხება-მეთქი? ძალიან დაცხებაო, შენო ძალიან დაგცხებაო, მარა არ მოიხსნაო... და კადრებში, ფოტოებში ყველგან მაქვს შემოხვეული... სასწაული მოხდა - ჩემ გარშემო იქ ხალხი დაასახიჩრეს, დახოცეს, რამდენიმე ადამიანი მართლა მოკლეს, მე ნაკაწრიც არ მქონდა...
პალტოს ისტორია ასე იყო. მომიტანესო პალტო და მე მგონი შენი ზომა არისო, ეგება ჩაიცვაო. მე ვუთხარი, უწმინდესო, თქვენ მოგიტანეს, მე როგორ ჩავიცვამ... კაცო, ჩაიცვი შენო. შემოატანინა, ჩავიცვი და ჩემი ზომაა...
რაც მნიშვნელოვანია ვთქვა, ის არ იყო მარტო ეკლესიის წინამძღვარი, ის იყო დიდი მოღვაწე. ჩვენ ახლა თანამედროვე ხალხი, რომელსაც გვინახავს, ხელით შევხებივართ, ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ ამას, აი, როცა გავა წლები, ხომ იცით, ძალიან დიდი დრო სჭირდება... რაც უფრო მაღალია მწვერვალი, ხო უფრო შორიდან უნდა შეხედო? აი, ეს წლების სიშორე გამოაჩენს მის სიდიადეს.
დასასრულ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მინდა მოგიყვეთ. ეკლესიისა და ხელისუფლებების ურთიერთობაზე იყო რაღაც დისკუსი საპატრიარქოში. მე ცოტა ეტყობა თავხედი ვიყავი, რაღაცები გამოვთქვი, დაძაბული ვსაუბრობდი. რომ დასრულდა საუბარი, წამომყევიო. გავყევი უკან და ხატი მაჩვენა. აბა, თუ იცი ეს რა არისო? ვუთხარი, წმინდა გიორგი არის-მეთქი. არა, სხვა ვერაფერს ხვდებიო? დავიბენი ძალიან და ვერ ვხვდები-მეთქი, უწმინდესო, მითხარი, რა არის? დააკვირდიო, უმრავლესი ხატებიო წმინდა გიორგისო არისო გამარჯვებული წმინდა გიორგის ხატებიო, ეს ხატიო საბრძოლველად მიმავალი წმინდა გიორგი არისო, რომელსაც წინა აქვს გამარჯვებებიო. აი ეს მნიშვნელოვანია და დაიმახსოვრე, საბრძოლველი წინა გვაქვსო...
ის აღარ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ... ის აღარ არის, მაგრამ ყოველთვის ჩვენთან იქნება და ჩვენი ქვეყნისთვის მლოცველი იქნება ყოველთვის.
სპექტაკლისთვის ვემზადები, უნდა გავქაჩო... თურქმა ექიმებმა მითხრეს, ნუ გგონია, საბოლოოდ განიკურნებიო... - 2 წელი მძიმე დიაგნოზიდან: როგორია გია ბურჯანაძის მდგომარეობა?
12 წლის ვიყავი. მამაჩემმა ბოთლი, ქაღალდი და კალამი მოითხოვა, დაწერა, ბოთლში ჩადო და კედელში ჩააშენეს... - ილია II-ის ემოციური მოგონება მამაზე და მის საოცარ წინასწარმეტყველებაზე
მინდა, ვთხოვო მასწავლებლებს - მოწაფეს არასდროს დაუწეროთ ორიანი - ილია მეორის მიმართვა მასწავლებლებს