"12 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული... ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და ამით მოიწამლნენ" - რას ჰყვებიან ახლობლები რუსთავში გარდაცვლილ 30 წლის ქალზე - მშობლები

"12 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული... ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და ამით მოიწამლნენ" - რას ჰყვებიან ახლობლები რუსთავში გარდაცვლილ 30 წლის ქალზე

2026-03-25 11:34:17+04:00

ახალგაზრდა ქალი, თამუნა გოდერძიშვილი გუშინ, 24 მარტს დაკრძალეს რუსთავში. ის სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა. მასთან ერთად მოიწამლა მისი შვილი და მეუღლე, გიორგი საჩეჩელაშვილი. ისინი რუსთავიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებათ. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეს ფაქტი გურჯაანის სოფელ კარდენახში მოხდა, თუმცა ამ ინფორმაციას ადგილობრივები არ ადასტურებენ. მათი თქმით, ფაქტი რუსთავში მოხდა.

თამუნა გოდერძიშვილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. მომხდარს ძალიან განიცდიან ახლობლები და თვლიან, რომ კლინიკაში გოგოს მიყვანა დაგვიანდა.

“თამუნა ძალიან კარგი გოგო იყო. ორი შვილის დედა, მისი ბიჭი ახლაც კლინიკაშია, ძალიან მძიმედ იყო ბავშვი. სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ, დაკონსერვებული და ამით მოიწამლნენ. სამწუხაროდ თამუნა ვერ გადაარჩინეს. ეტყობა დაგვიანდა სასწრაფოს გამოძახება. ეს არ უნდა მომხდარიყო. ამ გოგოს არაფერი დაუშავებია, სუფთა გულის გოგო იყო, ძალიან თბილი, საყვარელი. კეთილი გულის ადამიანი. მაგრამ სამწუხაროდ სიკვდილს ვერსად გავექცევით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული. ასეთი ახალგაზრდა იყო და 12 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ორი საკეისრო, მერე ჩიყვი და სხვა ოპერაციებიც გაიკეთა, ამდენი რამე გადაიტანა და ბოლოს ინტოქსიკაციით გარდაიცვალა."

განაგრძეთ კითხვა

იცავს თუ არა კონსერვს ასპირინი ბოტულიზმისგან
კონსერვის მომზადების უსაფრთხო ხერხი , რათა ბოტულიზმისგან დაზღვეულები იყოთ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი დიასახლისებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს