ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთი პირი, რომელზეც დაპატიმრების ორდერი გაიცა, ცნობილი მსახიობი ჰანდე ერჩელი იყო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს ცნობილი მოდელი დიდემ სოიდანი.
გამოძიების ფარგლებში ღამით დააკავეს ბიზნესის, სპორტისა და შოუბიზნესის ცნობილი სახეები.
მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჯგუფებმა მთელი ღამის განმავლობაში ერთდროულად ჩაატარეს ოპერაციები. ეჭვმიტანილები რამდენიმე მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის დროს დააკავეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიება მრავალმხრივი მიმართულებით მიმდინარეობს და გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები პოლიციის პროცედურებს გადიან. დაპატიმრებულ ბიზნესმენებს, წამყვანებს და სხვა ცნობილ სახეებს შორის არის ასევე ჰანდეს ყოფილი საქმრო, ბიზნესმენი ჰაკან საბანჩი...

ცნობილმა მსახიობმა პირველი განცხადებაც გააკეთა. ერჩელმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ არის სწავლის გამო, დაკავების ორდერის შესახებ კი ახალი ამბებიდან შეიტყო. ჩვენების მისაცემად თურქეთში დაბრუნდება. ცნობილმა მსახიობმა აღნიშნა:
„სასწავლებლის გამო დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ ვარ. გუშინ ღამით, თქვენსავით, სიტუაციის შესახებ ახალი ამბებიდან გავიგე და ამ საკითხის გასარკვევად, საჭირო განცხადებების გასაკეთებლად და ჩვენების მისაცემად ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ენდობა ჩემს მთავრობას და თურქეთის სასამართლო სისტემას. მჯერა, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაირკვევა“.

არადა, სულ ცოტა ხნის წინ ჰანდე მსოფლიოს ულამაზესი ქალების ათეულში მოხვდა. ახლა კი საკმაოდ უსიამოვნო სკანდალით მიიპყრო ყურადღება.