2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება - ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან - მშობლები

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება - ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან

2026-03-25 12:15:23+04:00
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება. შესაბამისი ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახლახან გამოაქვეყნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ 2028 წელს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ.
ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს – რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.
მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ.
როდემდე გაგრძელდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია, რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად და რომელ თვეში ჩატარდება წელს გამოცდები - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს
სამინისტროში აზუსტებენ, პირველად რომელ კლასს შეეხება მე-12 წლის გაუქმება და რომელი კლასები დაამთავრებენ სკოლას ერთდროულად