ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა. როგორც სოფელში აცხადებენ, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა.
დაკავებულის მამა ადასტურებს, რომ მისი შვილი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა, თუმცა, რა სახის თამაშები იყო, მისთვის უცნობია.
"არ ვიცი რას აკეთებდა, კომპიუტერთან იჯდა 24 საათი. ღამის 04:00 საათზე წვებოდა და სულ კომპიუტერთან იჯდა. როცა ჩვენი მეზობელი მოკლა, გამოიქცა და ტყეში დაიმალა. პოლიცია და სასწრაფო მოვიდა. ეძებეს და ტყეში ნახეს, ვენები გადაუჭრია. წაღებულია კომპიუტერი და ტელეფონი გამოკვლევაზე. სახლი გაჩხრიკეს, სისხლიანი ტანსაცმელი ეზოში ეგდო. მიმდინარეობს ძიება“, - განუცხადა დაკავებულის მამამ „ტვ პირველს“. განაგრძეთ კითხვა