„ხშირად ამ სიმპტომებს კლიმაქსს აბრალებენ, თუმცა შესაძლოა საშიში იყოს...“ - რატომ იმატებენ ქალები წონაში 40 წლის შემდეგ და როგორ ვმართოთ ჰორმონალური ცვლილებები? რეპროდუქტოლოგის გაფრთხილება - მშობლები

„ხშირად ამ სიმპტომებს კლიმაქსს აბრალებენ, თუმცა შესაძლოა საშიში იყოს...“ - რატომ იმატებენ ქალები წონაში 40 წლის შემდეგ და როგორ ვმართოთ ჰორმონალური ცვლილებები? რეპროდუქტოლოგის გაფრთხილება

2026-03-25 16:05:35+04:00

ხშირად ამბობენ, რომ 40 წელი ქალისთვის გარკვეული ზღვარია - პერიოდი, როდესაც ორგანიზმი რეპროდუქციული სისტემის მუშაობის ახალ, გარდამავალ ეტაპზე გადადის. რატომ იმატებს წონა კვების რაციონის უცვლელობის მიუხედავად, როგორ აისახება ჰორმონალური დისბალანსი კანის ელასტიურობაზე და რატომ ხდება სტრესი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რეპროდუქტოლოგი მანანამგალობლიშვილი გვესაუბრება, რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესები გონივრულად.

- ხშირად ამბობენ, რომ ქალისთვის 40 წელი გარკვეული ზღვარია. კონკრეტულად რა ტიპის ჰორმონალური ცვლილებები იწყება ამ დროს?

- ქალის რეპროდუქციული ასაკი არის პერიოდი, როცა ქალს აქვს შვილოსნობის უნარი და შესაბამისად კვერცხუჯრედების გარკვეული რაოდენობა, ამ დროს საკვერცხეები გამოყოფენ ჰორმონებს, რათა უზრუნველყონ ორსულობის დადგომა, თუ ორსულობა არ დგება, მოდის მენსტრუაცია.

რეპროდუქციული ასაკი იწყება სქესობრივი მომწიფებიდან და პირველი მენსტრუაციიდან, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და შესაბამისად ქვეითდება საკვერცხის ჰორმონალური აქტივობა, ის სულ უფრო ნაკლებ ჰორმონს გამოყოფს, შესაბამისად ნელ-ნელა წყდება მენსტრუაციები და დგება მენოპაუზა.

მენოპაუზა საშუალოდ 45-55 წლის ასაკში დგება. 40 წელი ის ასაკია, როცა ქალი ახლოსაა მენოპაუზასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვერცხეების ჰორმონალური აქტივობა წინა წლებთან შედარებით დაქვეითებულია, ესტროგენები ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა, მენსტრუალური გამონადენი მცირდება, ამ დროს შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევაც, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია.

- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ქალმა ყურადღება, რაც მიანიშნებს, რომ რეპროდუქციული სისტემა მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის?

- ნებისმიერი სიმპტომი, რაც შეიძლება ქალს ჰქონდეს, საყურადღებოა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ამა თუ იმ სახით, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, გამონადენი საშოდან, ალები, შეხურებები, ოფლიანობა და ა. შ. ხშირად 40+ ქალები რაიმე სახის მენსტრუალურ დარღვევას ან სიმპტომს კლიმაქსის პერიოდს უკავშირებენ და რადგან ეს ფიზიოლოგიური პროცესია, არ მიმართავენ ექიმს, შესაძლებელია მართლაც კლიმაქსით იყოს გამოწვეული, თუმცა შესაძლოა სულაც არ იყოს დაკავშირებული მენოპაუზასთან და ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს, ამიტომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ქალმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. თუ ქალს არაფერი აწუხებს, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გარკვეული სკრინინგული კვლევები წელიწადში ერთხელ.

- ბევრი ქალი ჩივის, რომ 40 წლის შემდეგ კვების რაციონის უცვლელობის მიუხედავად, წონაში მატება იწყება.

- მართლაც ხშირია, როცა ქალი ამბობს, რომ ისევ იმდენ საკვებს იღებს როგორც ადრე, მაგრამ წონაში მაინც იმატებს. ეს პროცესი განპირობებულია ბევრი ფაქტორით, რომელიც ზოგადად ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირდება: საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითების გამო მცირდება ესტროგენების რაოდენობა და ორგანიზმი იწყებს ცხიმების „დაგროვებას“, ცხიმოვანი ქსოვილი გამოყოფს ესტროგენებს, მართალია ბევრად ნაკლებს, ვიდრე საკვერცხე, მაგრამ ცხიმის დაგროვებით ორგანიზმი ცდილობს დააბალანსოს ესტროგენების ნაკლებობა. განაგრძეთ კითხვა

აგიხსნით, როგორ შეიძლება, მენსტრუაციის გადავადება - მანანა მგალობლიშვილი ქალბატონებს საინტერესო რჩევებს აძლევს
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ პრემენსტრუალური სინდრომი გაქვთ და მკურნალობის რა გზები არსებობს - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს

5 ყველაზე უცნაური სიმპტომი, რაც მენოპაუზის ბრალია, მაგრამ ამის შესახებ არ იცით - მადონა ჯუღელი ასახელებს
როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომ მენოპაუზა ეწყება და რა სიმპტომები ახასიათებს მას - მადონა ჯუღელი განმარტავს
შეიძლება თუ არა მენოპაუზის გადავადება - გინეკოლოგების რჩევა