ეკო ფანგანმა "იმედის დღის" ეთერში ილია მეორის ოჯახის ყველაზე უმცროს წევრზე და მის მშობლებზე ისაუბრა.
"პატრიარქს დისშვილები და ძმისშვილები ჰყავს. მათ შორის ძალიან საყვარელი, გამორჩეული დის შვილიშვილი, დედა ნატალიას შვილიშვილი, ვაჟი. მისთვის პატრიარქს გიორგი დაურქმევია, თავისი მამის სახელი. სტიქარი ჩააცვა და 5 წლიდან სულ გვერდით ჰყავდა. პატრიარქს შეუვიდა სვანი რძალი, ეკა ჯაფარიძე. მას ძალიან უყვარდა მთის ხალხი, სვანები", - აღნიშნა ეკო ფანგანმა.
როგორც აღმოჩნდა, ქორწინების დღეს ნეფე-პატარძალმა პატრიარქიც მოინახულა ოჯახთან ერთად, რისი ამსახველი ფოტოებიც ეთერში გამოჩნდა.



ოჯახი ხშირად სტუმრობდა პატრიარქს, რომელსაც თურმე ძალიან უნდოდა სიცოცხლეშივე ენახა გიორგის და ეკას შვილი. მათ გაუჩნდათ ვაჟი, ორი თვეც არ შესრულებია. და გიორგიმ პატრიარქის ერიოსკაცობის სახელი, ირაკლი დაარქვა.





ეთერში გაიხსენეს კიდევ ერთი ფოტოს ისტორია:"პატრიარქი ხშირად სტუმრობდა თავის დას ნატალიას. გიორგი მაშინ 3-4 წლის იქნებოდა. უთქვამს, შენხელა მინდა ვიყოო. პატრიარქს მაგოდაზე დაუყენებია, აი, უკვე ხარ ჩემხელაო. ეს არის ფოტოზე დაფიქსირებული." - აღნიშნა ეკო ფანგანმა.
