რა ფაქტორები უწყობს დემენციის განვითარებას ხელს და რომელი ნიშნებით შეგვიძლია, ადრეულ ეტაპზე პრობლემა აღმოვაჩინოთ - თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ვრცლად საუბრობს:
- დემენცია - ეს არის "ქოლგა ტერმინი", რომელიც გარკვეული სიმპტომების ერთობლიობას მოიცავს. ეს კოგნიტური უნარების დაქვეითებაა. კოგნიტური უნარი კი ჩვენი თავის ტვინის მიერ ინფორმაციის მიღებას, გაანალიზებასა და შენახვას გულისხმობს. შესაბამისად, ამ დროს აზროვნების, მეხსიერებისა და სოციალური უნარების დაქვეითება გვხვდება. ანუ, დემენცია აზროვნების, მეხსიერებისა და სოციალური უნარების დაქვეითების ერთობლიობაა. მას სხვადასხვა ტიპის მიმდინარეობა აქვს და მაგალითებზეც გეტყვით, თუ რა განსხვავებაა მათ შორის.
არსებობს მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები. მოდიფიცირებადია ის, რაზეც ჩვენ გავლენის მოხდენა შეგვიძლია, ხოლო არამოდიფიცირებადს ვერაფერს ვუზამთ - მაგალითად, გენეტიკას.
ასაკი ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორია, თუმცა დემენციის ფორმები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ალცჰაიმერი უფრო მეტად 65 წლის ზევით გვხვდება.
გენეტიკა და ოჯახური ისტორია რისკებს, რა თქმა უნდა, ზრდის, თუმცა ყოველთვის გადამწყვეტი არ არის.
მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაც: ეგრეთ წოდებული არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), მაღალი ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი. ეს ყველაფერი პროცესზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი: ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს მოხმარება (რაც ერთ-ერთი მაღალი რისკ-ფაქტორია), ჭარბი ალკოჰოლი და სიმსუქნე. მეტაბოლური ფაქტორებიდან - დიაბეტი და, როგორც გითხარით, სიმსუქნე. ასევე თავის გარკვეული ტიპის ტრავმები და ძილის აპნოე.
აპნოე ყველაზე ხშირად ჭარბწონიან ადამიანებში გვხვდება, როდესაც ძილის დროს ჟანგბადის მიწოდება ფერხდება. ასეთ ადამიანებს ხშირად სპეციალურ ნიღბებს უნიშნავენ, რომლებითაც ღამით სძინავთ.
თავის ტვინში ნეიროდეგენერაციული ცვლილებები მიმდინარეობს, მათზე კი გავლენას სისხლით მომარაგებაც ახდენს.
- ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, დაემართოს და, რა თქმა უნდა, დემენციას არ ნიშნავს. თუმცა, განსხვავებაზე მინდა გითხრათ: ალბათ, იცით, ჩვენი საყვარელი მსახიობი, ბრიუს უილისი, რომელსაც დემენცია აქვს. ის ახლა 71 წლისაა და 2022 წლიდანაა ცნობილი, რომ ეს დაავადება სჭირს. ნახეთ, რა ასაკში დაემართა. მას ფრონტო-ტემპორალური დემენცია აქვს. ეს ფორმა შუბლისა და საფეთქლის წილებს აზიანებს.
ალცჰაიმერისგან განსხვავებით, რომელიც მეხსიერების ცენტრზე - ჰიპოკამპუსზე ახდენს გავლენას, ფრონტოდემენცია აფაზიით ხასიათდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს მეტყველება უჭირს, სიტყვები ავიწყდება ან არაადეკვატურ წინადადებებს ამბობს. ეს სოციალიზაციაზე ძალიან მოქმედებს და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უნარსაც აქვეითებს. მოკლედ, სხვადასხვა ტიპის დემენცია არსებობს: ალცჰაიმერი მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი, ფრონტოდემენცია კი უფრო ადრეულ ასაკში (45-დან 65 წლამდე) იწყება და მეტყველების პრობლემებით ვლინდება.
- მეცნიერება ამ პროცესს აქტიურად სწავლობს და მსგავსი კვლევები მართლაც არსებობს. თუმცა, მეცნიერებაში უნდა განვასხვაოთ "კოზაცია" და "ასოციაცია". კოზაცია მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ნიშნავს, როდესაც ერთი მოვლენა მეორის გამომწვევია. ხოლო ასოციაცია ნიშნავს, რომ მათ შორის მხოლოდ კავშირი არსებობს.
ამას "კოზაციას" (მიზეზ-შედეგობრიობას) ვერ დავარქმევთ, ანუ მხედველობის დაქვეითება დემენციის განმაპირობებელი ფაქტორი არ არის, მაგრამ ასოციაცია ნამდვილად არსებობს. ეს იმიტომ, რომ მხედველობის დაქვეითებაც გარკვეული ტიპის ნეიროდეგენერაციულ პრობლემებზე მიანიშნებს და ამაზე კვლევები, რა თქმა უნდა, არსებობს.
არის გარკვეული საკითხები, რაც რეალურად უნდა ვიცოდეთ, თუმცა რაღაც "ოქროს გასაღები" არ არსებობს, რადგან ეს შეუქცევადი პროცესია.
პირველ რიგში, სანამ დაავადება განვითარდება, თუ რისკი არსებობს, უნდა ვიმოქმედოთ:
ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში და სისხლის წნევის კონტროლი. რეალურად, ეს გულისხმობს ჭარბი წონის თავიდან არიდებას და ფიზიკურ აქტივობას. თუ ადამიანი ახალგაზრდობიდანვე ფიზიკურად აქტიურია, ინარჩუნებს წონას, ჯანსაღად იკვებება და ავარჯიშებს აზროვნებას (მაგალითად, კითხულობს წიგნს ან სხვა შემეცნებითი აქტივობითაა დაკავებული), ეს არის საუკეთესო პრევენცია.
ხოლო თუ პროცესი უკვე დაწყებულია, აქ უფრო არამედიკამენტოზური მიდგომაა საჭირო: ოკუპაციური თერაპია და კოგნიტური სტიმულაცია, რაშიც ფსიქოლოგი დაგვეხმარება. ასევე არსებობს მედიკამენტური მკურნალობა, მაგალითად, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები. ეს მედიკამენტი მოქმედებს აცეტილქოლინზე - ნეიროტრანსმიტერზე, რომელიც სიგნალის გადაცემაზეა პასუხისმგებელი.
ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა წამალი თვითნებურად, ექიმის გარეშე მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული მედიკამენტებია, რომელსაც ნევროლოგი, ფსიქიატრი ან შესაბამისი სპეციალისტი ნიშნავს.
ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დაავადება მაინც პროგრესირებს. ეს შეუქცევადი პროცესია და სრული განკურნება არ ხდება, თუმცა მედიკამენტებით მდგომარეობის საგრძნობლად შემსუბუქება შესაძლებელია. რადგან არ გვაქვს "ოქროს გასაღები", რომ წამალი დავლიოთ და განვიკურნოთ, სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არამედიკამენტური მკურნალობა და პრევენცია.
თუ სპორტული მედიცინის კუთხით შევხედავთ, რაც ჩემი უშუალო სფეროა, სამეცნიერო მტკიცებულებები გვეუბნება, რომ ხანშიშესულ ასაკშიც კი საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური აქტივობა გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია. 15-წუთიანი სიარული მხოლოდ მსუბუქი დატვირთვაა. საშუალო და ძლიერ აქტივობაში იგულისხმება: აერობული და ძალისმიერი ვარჯიშები, ძუნძული, სირბილი, ველოერგომეტრი და ასე შემდეგ. ეს არის გზა, რომ ქრონიკული დაავადებები თავიდან ავიცილოთ.
- მათ აუცილებლად უნდა მიმართონ პროფილურ ექიმს. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, გამოსავალი მით უფრო უკეთესი იქნება.