სომეხმა რეჟისორმა, რომელმაც ქართველ ჟურნალისტს უჩივლა ნაციონალიზმის გამო, სასამართლო მოიგო - "ვერ შევეგუები ნაციონალიზმს..." - მშობლები

სომეხმა რეჟისორმა, რომელმაც ქართველ ჟურნალისტს უჩივლა ნაციონალიზმის გამო, სასამართლო მოიგო - "ვერ შევეგუები ნაციონალიზმს..."

2026-03-26 11:14:17+04:00

ერთი წლის წინ რუსეთში სკანდალი აგორდა სომეხ რეჟისორ სარიკ ანდრეასიანსა და ქართველ ჟურნალისტსა და ტელემაგნატ ნიკოლოზ კარტოზიას შორის. კონფლიქტი მას მერე დაიწყო, რაც კარტოზიამ 40 წლის სარიკის ბოლო ნამუშევრები გააკრიტიკა. საპასუხო კი სარიკმა ისაუბრა მწვავედ სერიალზე, რომელიც კარტოზიას ტელეარხზე გადის. საბოლოოდ ორივემ შეიტანა სარჩელი სასამართლოში.

ანდრეასიანი ამბობდა, რომ ღირსების დასაცავად შეიტანა სარჩელი, რისკენაც სომხების უამრავმა წერილმა უბიძგა. სარიკის აზრით, კარტოზიის კრიტიკულ სტატიებში იყო მისი ოჯახის და წარმომავლობის შეურაცხყოფა. ძირითადად საქმე ეხება ანდრეასიანის ფილმ "ონეგინის" რეცენზიას, რომელშიც ფილმის გარდა, ავტორი რეჟისორის გარეგნობას და პიროვნებასაც ეხებოდა.

"მე ვერ შევეგუები ნაციონალიზმს და თავადაც არასდროს მიკადრებია ვინმეს მისამართით. პირველი სტატიის მერე გავჩუმდი, მაგრამ არ გაჩერდა და განაგრძო ჩემი ოჯახის და რუსეთში მცხოვრები სომხების დამცირება... გარდა ამისა, ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი დაზარალდა კარტოზიას ქცევებისგან. ვფიქრობ, მაქვს სამართლიანობის მიღწევის უფლება კანონის ფარგლებში. სარჩელი ერთ რუბლზე შევიტანე. ეს არ არის ამბავი ფულზე..." - წერდა სარიკი. მისი საჯარო მხარდაჭერა გამოხატა ასევე რუსეთის სომეხთა კავშირმა.

თავის მხრივ, კარტოზიამ განაცხადა, რომ არ არის შოვინისტი: "ჩემი საუკეთესო მეგობარი სომეხია, ჩემი მთავარი საქმიანი პარტნიორი სომეხია, ჩემი ოჯახის ექიმიც სომეხია. უბრალოდ კი არ მიყვარს სომხები, მე მათ ვანდობ ჩემს საიდუმლოებებს, ფულს და ცხოვრებას. სარიკ, მესმის, რომ გეშინია პასუხი გასცე სასამართლოში ჩემი მისამართით ცილისწმებს და ახლა გადაწყვიტე, დევნის მსხვერპლად წარმოაჩინო თაავი. მოდი სასამართლოში და ილაპარაკე, როგორც კაცმა".

ახლა კი ბოლო სასამართლო მოსმენის შედეგები გაცხადდა. კარტოზიამ საქმე წააგო. სასამართლომ დააკისრა საკამათო პუბლიკაციიდან შეურაცხმყოფელი ნაწილების ამოღება და სიმბოლური კომპენსაციის - ერთი რუბლის გადახდა. კარტოზია ამბობს, რომ გაასაჩივრებს: „სასამართლომ რეჟისორის პრეტენზიები გაითვალისწინა და მისთვის ერთი რუბლის გადახდა დამაკისრა. მას შეუძლია ამ რუბლის გამოყენება ახალი ფილმის გადასაღებად. ამიტომ, მე აუცილებლად შევიტან სააპელაციო საჩივარს. რაც უფრო მეტ დროს გაატარებს სარიკი სასამართლოებში, მით უფრო ნაკლებ დროს გაატარებს გადასაღებ მოედანზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო მალე მის სარჩელს განიხილავს, „და სწორედ აქ დაიწყება გართობა“.

  • ნიკოლოზ კარტოზია 1978 წელს მოსკოვშია დაბადებული. მამამისი, ბორის კარტოზია, არის მაღაროებისა და მიწისქვეშა სამუშაოების სფეროს ცნობილი სპეციალისტი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ხოლო დედა - ალა იაკობსონ-კარტოზია, ასევე სამეცნიერო სფეროშია, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია, ნიადაგის სპეციალისტი.

ნიკოლოზს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და დიდხანს იმუშავა კორესპონდენტად. 2013 წლის შემდეგ ერთ-ერთი რუსული არხის გენერალური დირექტორია.

original-1-1737964793.webp
ნიკოლოზ კარტოზია