​"დედის ამბიციების ტყვე": როგორ გამოიყურება დღეს "ცოცხალი თოჯინა", რომელმაც ბავშვობაში სილამაზის 300 კონკურსში გაიმარჯვა - მშობლები

​"დედის ამბიციების ტყვე": როგორ გამოიყურება დღეს "ცოცხალი თოჯინა", რომელმაც ბავშვობაში სილამაზის 300 კონკურსში გაიმარჯვა

2026-03-26 12:26:17+04:00

​სოლარიუმი ერთი წლის ასაკიდან, დიეტები ორი წლიდან და ძილის ნაცვლად ენერგეტიკული სასმელები - პატარა იდენ ვუდისთვის "ყველაზე ლამაზი გოგონას" ტიტულის ფასი იმაზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს გარედან ჩანდა...

​ბავშვთა სილამაზის კონკურსებისა და გამარჯვებების უკან ხშირად ამბიციური ზრდასრული ადამიანი დგას. იდენ ვუდის შემთხვევაში, ეს ადამიანი დედა იყო - ქალი, რომელმაც ახალშობილ ქალიშვილში არა უბრალოდ ბავშვი, არამედ შესაძლებლობა დაინახა. იდენის ისტორიამ მსოფლიო ორჯერ შემოიარა: თავდაპირველად, როგორც პატარა ვარსკვლავის ამბავმა, ხოლო შემდეგ, როგორც ისტორიამ იმის შესახებ, თუ რად დაუჯდა ეს ყველაფერი სინამდვილეში…

iden-vudi-1-1774514030.jpg
იდენ ვუდი

"ცოცხალი თოჯინა"

​იდენი 2005 წელს, აშშ-ში დაიბადა. დედამ, მიკი ვუდმა, გადაწყვიტა, რომ მის ქალიშვილს განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა - ბავშვი მხოლოდ რამდენიმე თვის რომ იყო და საქმეს დაუყოვნებლივ შეუდგა. ერთი წლის ასაკში იდენი ტელეშოუს სცენაზე ვარცხნილობით, მაკიაჟითა და სპეციალურად შერჩეული სამოსით პირველად წარდგა, რამაც პუბლიკის აღფრთოვანება გამოიწვია.

955c96affe56336547bdd4dbfd83f85c-1774518083.jpg

nnn-bec6699-1774518083.jpg

​შემდეგ გამარჯვებების სათვალავი სწრაფად გაიზარდა: ექვსი წლის ასაკისთვის იდენს ბავშვთა სილამაზის 300-ზე მეტი კონკურსი ჰქონდა მოგებული - მსგავსი ციფრის წარმოდგენა უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვთან მიმართებითაც კი რთულია. იგი შოუში "პატარები და ტიარები" მონაწილეობდა, ფილმში "პატარა თაღლითები დღეს გადაარჩენენ" გადაიღეს, ფოტოსესიებსა და სარეკლამო კამპანიებშიც ერთვებოდა. სცენაზე საოცრად ბრწყინავდა. კაშკაშა, უშუალო და ასაკთან შეუსაბამოდ დისციპლინირებული იყო. მაყურებელს აზრადაც არ მოსდიოდა დაფიქრებულიყო, თუ რა ფასად მიიღწეოდა ეს სრულყოფილება.

iden-vudi-2-1774514057.jpg
იდენ ვუდი

​მიკი ვუდმა, როგორც ჩანს, წინასწარ ყველაფერი შესანიშნავად იცოდა. "ცოცხალი თოჯინის" სახე თანდათან ყალიბდებოდა - სოლარიუმი, პროფესიონალური მაკიაჟი და იდეალური ვარცხნილობა ამის განუყოფელი ნაწილი იყო. სარეკლამო კონტრაქტები ერთმანეთს ცვლიდა, დიდება იზრდებოდა და ფულადი შემოსავალიც სულ უფრო მატულობდა… ერთ-ერთი შოუს სატელევიზიო შოუს ფინალის შემდეგ, მიკიმ თავის საბანკო ანგარიშზე 50 000 დოლარი შეიტანა.

იდენი დედის დახმარებით სრულყოფილად ერგებოდა 2000-იანი წლების მოთხოვნებს. მის სხეულზე ხელოვნური რუჯიც კი არავის აწუხებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მაკიაჟსა და სპეციალურ პროცედურებზე, რომლებსაც დედის თანხობით პატარა გოგონას უტარებდნენ. შედეგად, იდენი ძალიან მარტივად ახერხებდა სხვადასხვა კონკურსის მოგებას.

რა ხდებოდა კულისებს მიღმა ​

გოგონას თითქმის არ ეძინა. კასტინგების, რეპეტიციებისა და გადაღებების გრაფიკი სრულფასოვანი დასვენებისთვის დროს არ ტოვებდა, სცენაზე მხნეობა კი აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. გამოსავალი მარტივად იპოვეს: იდენს ენერგეტიკულ სასმელებსა და ყავას ასმევდნენ…

არსებული მონაცემებით, ეს ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში გრძელდებოდა. შაქრის მუდმივი მოხმარების გამო, კბილები უფუჭდებოდა, თუმცა განრიგში სტომატოლოგისთვის დრო არ მოიძებნებოდა. ​ორი წლის ასაკიდან გოგონა დიეტებზე იმის გამო კი არ იჯდა, რომ არაჯანსაღად იყო, არამედ იმიტომ, რომ "იდეალური ბავშვის" ხატება შესაბამის პროპორციებს მოითხოვდა. უძილობისა და გადაძაბვისგან გამოწვეული თავის ტკივილები სამუშაო პროცესის ნაწილად აღიქმებოდა. გამოსვლის წინ ვარჯიშები ზედიზედ რვა საათს გრძელდებოდა და თუ რამე ისე არ მიდიოდა, დედა განსაკუთრებით სასტიკი იყო. ​

iden-vudi-16-1774514082.jpg
იდენ ვუდი დედასთან ერთად

მაშინ, როდესაც იდენი პოპულარობის ზენიტში იმყოფებოდა, გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი მიკისთან ბავშვის ჯანმრთელობისთვის მსგავსი რეჟიმის შედეგებზე საუბარს ცდილობდა. იგი მათ ყურადღებას არ აქცევდა და ამტკიცებდა, რომ თავად უკეთ იცოდა, რა სჭირდებოდა მის ქალიშვილს...

ჟურნალები და გაზეთები იდენს ამერიკაში ყველაზე ლამაზ გოგონას უწოდებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში დაინახეს, რომ ბავშვი წონას კარგავდა. საქმე ის იყო, რომ იდენის დედას უთხრეს, რომ გოგონა კამერის წინ 4-5 კილოგრამით მსუქნად ჩანდა. მიკიმ შვილი მაშინვე დიეტაზე დააყენა და იმისთვის, რომ ბავშვს ხანგრძლივი გადაღებებისა და კასტინგებისთვის გაეძლო, ყავასა და ენერგეტიკულ სასმელებს ასმევდა. ასეთი მკაცრი ექსპერიმენტები კარგად არ დასრულებულა - იდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები შეექმნა. მუდმივად მუცელი სტკიოდა. ხოლო სახეზე იმდენი მაკიაჟი ესვა, კანის პრობლემებიც დაეწყო. ყავის გადამეტებული დოზის გამო კბილების მინანქარი დაუზიანდა...

მიკის აღზრდის მეთოდებით მეურვეობის სამსახური დაინტერესდა, დედა გააფრთხილეს: თუ იდენის საკუთარი ამბიციებისთვის გამოყენებას არ შეწყვეტდა, ქალიშვილს წაართმევდნენ.

​წიგნი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

ამას დაემატა სკანდალური წიგნი.

2013 წელს იდენის ყოფილმა აგენტმა, ჰიზერ რაიანმა, წიგნი გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი სათაური - "მამსტერის მხილება: ფარდის მიღმა დანახული ტრაგიკული ცხოვრება ბავშვთა სილამაზის კონკურსების ყველაზე წარმატებული ვარსკვლავისა" ჰქონდა. სიტყვა "მამსტერი" - სიტყვების, "დედისა" და "მონსტრის" გაერთიანებაა და რაიანმა განზრახ გამოიყენა. ​

მისი თქმით, იგი იდენის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური დასჯის მომსწრე პირადად გახდა. მიკის იგი აღწერდა, როგორც უკიდურესად მატყუარა, ეჭვიან და მომთხოვნ პიროვნებას, რომლის პრიორიტეტთა სისტემაშიც სილამაზის კონკურსებს საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე მაღალი ადგილი ეკავა...

iden-vudi-3-1774514121.jpg
იდენ ვუდი

ვარჯიშისას შეცდომის დაშვების მომენტებში გოგონას "მამასავით ხელმოცარულს" უწოდებდა. ​წიგნმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მიკი ვუდი ყველაფერს უარყოფდა - ცილისწამებაზე საუბრობდა, საზოგადოებას შვილისადმი სიყვარულში არწმუნებდა და ამტკიცებდა, რომ ყოველთვის მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ბრალდებების უმეტესობის დამტკიცება ან უარყოფა შეუძლებელი იყო, რადგან ყველაფერი საგრიმიოროებისა და სარეპეტიციო დარბაზების დახურულ კარს მიღმა ხდებოდა...

როდესაც ექვსი წლის ბავშვი ამბობს - "არას" ​

ექვსი წლის ასაკში იდენმა განაცხადა, რომ კონკურსებში მონაწილეობა აღარ სურდა. დედა იძულებული გახდა, დათანხმებულიყო და ეს, ალბათ, ამ ისტორიაში ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად იდენმა მიიღო. ​რამდენიმე წელი მან საჯარო სივრცის მიღმა იცხოვრა: არავითარი სცენა, გვირგვინი და კამერა - მხოლოდ სკოლა, თანაკლასელები და ის ჩვეულებრივი ცხოვრება იყო, რომელიც მას მანამდე აკლდა.

მეორე ვერსიით, იმ დროისთვის გოგონა მორალური შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზე იყო. ყოველდღე 8-9 საათს მუშაობდა, სწავლობდა მიმოხილვებს, მისასალმებელ გამოსვლებს და მონაწილეობდა ფოტოგადაღებებში. იმის შიშით, რომ ქალიშვილს წაართმევდნენ, მიკიმ თავად გადაწყვიტა, ქალიშვილის კარიერა შეეჩერებინა.

6 წლის იდენი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და ორ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - თითქოს, საკმარისი იყო. თუმცა, დედა აქ არ გაჩერებულა.დაწერა წიგნი, სადაც შვილის წარმატების გზაზე მოყვა, ასევე გამოუშვა სპეციალური კოსმეტიკური ხაზი. საკუთარ ქალიშვილს ფულის საბადოდ თვლიდა. შემდეგი ამბიცია მუსიკა იყო. მიკიმ გადაწყვიტა, შვილისგან ახალი ბრიტნი სპირსი შეექმნა, ჩააწერინა რამდენიმე სიმღერა და კონკურსებზეც გაუშვა. თუმცა ნელ-ნელა შეეშვა ბავშვს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნა...

​სად არის იგი ახლა

iden-vudi-5-1774514148.png
იდენ ვუდი

​იდენ ვუდმა საშუალო სკოლა კლასში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგით დაამთავრა. სწავლის პარალელურად ბევრ რამეს ასწრებდა: ჩერლიდერების გუნდში გამოდიოდა, სკოლის ორკესტრში დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა და გუნდში მღეროდა. ​საჯარო საქმიანობას იგი დაუბრუნდა, თუმცა უკვე საკუთარი სურვილით. მონაწილეობს ფოტოსესიებსა და მცირე კონკურსებში, ასევე ეროვნულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობასაც არ გამორიცხავს.

მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ სერიალში "Next Big Thing". სერიალი იმ მოზარდების შესახებაა, რომლებიც ცნობადობისკენ მიისწრაფვიან. ხშირად აღნიშნავენ, რომ იდენის რეალური ისტორია და სერიალის სიუჟეტი ერთმანეთს საოცრად ემთხვევა.

iden-vudi-6-1774514179.png
იდენ ვუდი
iden-vudi-7-1774514201.png
იდენ ვუდი
iden-vudi-8-1774514225.png
იდენ ვუდი
iden-vudi-9-1774514250.png
იდენ ვუდი
iden-vudi-10-1774514275.png
იდენ ვუდი

დაკარგული ბავშვობა: 8 დრამატული ისტორია, როცა მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილების საშუალებით მიეღწიათ დიდებისა და პოპულარობისთვის
სილამაზის პატარა დედოფალს დღეს ვეღარც იცნობთ - როგორ შეიცვალა ბავშვი, რომელსაც მთელი ამერიკა ულამაზეს გოგონად აღიარებდა