25 წლის ქალმა ორი წელი სასამართლოში მამის წინააღმდეგ იბრძოლა, რათა სიკვდილის უფლება მიეღო - ევთანაზია დღეს უნდა შესრულდეს - მშობლები

25 წლის ქალმა ორი წელი სასამართლოში მამის წინააღმდეგ იბრძოლა, რათა სიკვდილის უფლება მიეღო - ევთანაზია დღეს უნდა შესრულდეს

2026-03-26 14:02:59+04:00

დღეს, 26 მარტს ევთანაზიით უნდა დაასრულოს სიცოცხლე 25 წლის ქალმა, ნოელია კასტილომ. ევთანაზიის გადსაწყვეტილება ყველა ისტანციაში დადასტურებულია, ცნობილია თარიღიც და ექიმიც კი, ვინც ამ პროცედურას შეასრულებს, თუმცა მას მთელი მსოფლიო გულშემატკივრობს - ნოელიას ისტორია მას შემდეგ გახმაურდა, რაც მამა ქალიშვილის ევთანაზიის წინააღმდეგ წავიდა და სიკვდილის უფლებისთვის მამა-შვილს შორის 2-წლიანი დავა დაიწყო.

ევთანაზია სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკაა, რომელიც განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე, პაციენტებზე გამოიყენება, რომლებიც ძლიერი ტკივილებით იტანჯებიან და ერთადერთ მხსნელად მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილს ხედავენ.

ნოელია კასტილოს ისტორია ბოლო დღეებში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა ევროპულ მედიაში. საუბარია ახალგაზრდა ქალზე ბარსელონიდან, რომელმაც საკუთარი სურვილით სიცოცხლის დასრულების უფლება მოითხოვა და ამისთვის ხანგრძლივი, თითქმის ორწლიანი სამართლებრივი ბრძოლა გაიარა.

ნოელია კასტილიო 25 წლისაა. მისი ცხოვრება 2022 წლიდან შეიცვალა, როდესაც მეხუთე სართულიდან თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტა. რამდე მიიყვანა გოგონა თვითმკვლელობამდე, ამის შესახებ მხოლოდ ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მიზეზი ჯგუფური გაუპატიურება გახდა.

green-organic-illustrative-autumn-facebook-cover-54-1774521157.png.jpeg

სიმაღლიდან ვარდნამ ზურგის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვია, რის შედეგადაც მას პარაპლეგია განუვითარდა ანუ წელს ქვემოთ მოძრაობისა და მგრძნობელობის უნარი დაკარგა. ამის შემდეგ მისი ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად დამოკიდებული გახდა სამედიცინო პერსონალზე და მუდმივ მოვლაზე.

საერთაშორისო მედიაში აღნიშნულია, რომ ნოელიას გადაწყვეტილებას წინ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა უძღოდა. სწორედ ამ მდგომარეობისა და ფიზიკური ტანჯვის ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ მან სიცოცხლის დასრულება სამართლებრივ გზით მოითხოვა. მისი თქმით, ცხოვრება მუდმივ ტკივილსა და სრულ დამოკიდებულებაში მისთვის აუტანელი გახდა.

ნოელიამ ევთანაზიის მოთხოვნა ოფიციალურად 2024 წელს შეიტანა. ესპანეთში, სადაც ევთანაზია 2021 წლიდან ლეგალურია, მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე ეტაპის გავლას მოითხოვს. აუცილებელია, რომ პაციენტის მდგომარეობა შეფასდეს როგორც მძიმე და განუკურნებელი, ტანჯვა — აუტანელი, ხოლო სურვილი — განმეორებით და გაცნობიერებულად დადასტურებული. ექიმების კომისიამ დაადასტურა, რომ ნოელიას შემთხვევა ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

kxug3ld6jzgs7ktkfue3ielw6q-1774521172.avif

საქმე განსაკუთრებით გახმაურდა ოჯახური კონფლიქტის გამო. ნოელიას მამა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას და ცდილობდა პროცესი შეეჩერებინა. მისი თქმით, ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იძლეოდა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების საშუალებას. ამის გამო საქმემ სასამართლოებში გადაინაცვლა და საბოლოოდ თითქმის ყველა ინსტანცია გაიარა. ესპანეთის სასამართლოებმა, მათ შორის საკონსტიტუციო დონეზე, დაადასტურეს, რომ ნოელიას ჰქონდა უფლება თავად გადაეწყვიტა საკუთარი სიცოცხლის საკითხი.

საქმე ასევე European Court of Human Rights-ში განიხილეს, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ არ შეაჩერა პროცესი. ეს ნიშნავს, რომ ევთანაზიის ჩატარების სამართლებრივი ბარიერები საბოლოოდ მოიხსნა და გადაწყვეტილება ესპანეთის შესაბამის ორგანოებსა და სამედიცინო სისტემაზეა აღსასრულებლად გადაცემული.

ჟურნალ People-ისა და სხვა საერთაშორისო წყაროების მიხედვით, ნოელიას პროცესი რამდენჯერმე სწორედ სამართლებრივი დავების გამო გადაიდო და მას თითქმის ორი წელი მოუწია ლოდინი. ამ დროის განმავლობაში ის აგრძელებდა განცხადებების გაკეთებას, რომ აღარ შეეძლო ტკივილთან და დამოკიდებულ ცხოვრებასთან შეგუება და სურდა, ღირსეულად დაესრულებინა სიცოცხლე.

5 შვილის მკვლელმა დედამ ევთანაზია მოითხოვა - როგორ იქცა ტრაგედიად განქორწინება და რა დაასკვნეს სპეციალისტებმა 16 წლის შემდეგ