...ერთადერთი, რაც ძალიან მომწონს ჩემს თავში, ვთვლი, რომ კარგი დედა ვარ. მგონია, რომ ვინც თვლის, რომ კარგი დედა, რაღაცნაირად აუცილებლად უნდა შეაქოს საკუთარი თავი იმიტომ, რომ ყველა დედა შესაქებია აბსოლუტურად, და უკვე ისეთ დედებზე აღარ ვსაუბრობ... ყველა დედას თავისი სიყვარული აქვს... თუმცა მე ვთვლი, რომ ის სიამოვნება, რასაც ჩემი შვილები მე მანიჭებენ, იმდენად მადლიერი ვარ მათი... შენი შვილი როგორ შეიძლება არ იყოს შენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყოველთვის ყველა პლანზე პირველ პირველ ადგილზე არიან. ყველაფერს რასაც ვაკეთებ, მათთვის ვაკეთებ და ძალიან ვცდილობ, რომ დავიცვა ისინი ყველაფრისგან აბსოლუტურად, იმ სტრესისგან, რა სტრესშიც ახლა არიან... დამნაშავე მხოლოდ მშობლები ვართ, თუმცა დღემდე, ამ წამსვე გეტყვი, რომ ბედნიერი დედა ბედნიერ შვილებს ნიშნავს, ამიტომ დედა ცდილობს ახლა გახდეს ძალიან ბედნიერი, რომ მისი შვილები კიდევ უფრო ბედნიერები იყვნენ...
ეს გამოიხატება ყველაფერში, აბსოლუტურ სიმშვიდეში, დამსახურებულ სიმშვიდეში, რომელსაც ვიმსახურებ... რაღაც კუთხით რაც დავასრულე, ჩემს მეორე ნახევართან, ის სიმშვიდე, რაც მე ახლა დავიმსახურე, უნდა მომეცეს, ამიტომ ველოდები იმ სიმშვიდის დაბრუნებას, რომელიც მეკუთვნის.