მომღერალი ცისანა სეფიაშვილი გადაცემაში "დღის პოსტი" საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ურთიერთობას იხსენებს და ამბობს, რომ მისმა ლოცვამ და რწმენამ ბევრი სირთულე დააძლევინა:
"როდესაც გავიგე, რომ მე-4 შვილზე ვიყავი ორსულად, ცოტა თავზარი დამეცა. მაგრამ, ერთადერთი ის ვთქვი, რომ ეს უფლის ნებაა, ეს ბავშვი უნდა გაჩნდეს და პატრიარქის ნათლული იქნება-თქო. ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა", - ამბობს ცისანა სეფიაშვილი.
მომღერალი იხსენებს იმ პერიოდსაც, როდესაც მის მეუღლეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა:
"მხოლოდ რწმენამ გადაგვარჩინა. ეს პატარა პრობლემა არ იყო. ისე გართულდა პატარა მოტეხილობა, რომ ფეხის ამპუტაციასაც ვეღარ ახერხებდნენ, მოგვიკვდება ადამიანიო. მამა საბა ძალიან დაგვეხმარა. მამა გიორგისთან დავდიოდი ლახვრის ლოცვაზე. ეკლესიამ და ლოცვამ გადაგვარჩინა. ჯერ მე დავდიოდი, მარტო და ისეთი რწმენით ვიყავი, რომ ვფიქრობდი, გამორიცხულია, აქედან რომ არ გამოძვრეს-თქო. ვიცოდი, რომ ლოცვით გადავრჩებოდით. რასაკვირველია, ეს ბეჭედი სულ მეკეთა და დიდება უფალს, 10 თვის თავზე ადამიანი გამოჯანმრთელდა. ექიმებსაც ვერ წარმოედგინათ, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. პატრიარქი ლოცულობდა. ოთო (მეუღლე) ჩემზე კარგი ადამიანია", - ამბობს ცისანა სეფიაშვილი.
გადაცემა სრულად: