#ერთადპატარებისთვის - „პალიტრა L”-ის საქველმოქმედო აქცია უკვე დაიწყო - მშობლები

#ერთადპატარებისთვის - „პალიტრა L”-ის საქველმოქმედო აქცია უკვე დაიწყო

2026-03-27 11:24:43+04:00

დღეს “პალიტრა L-ის“ აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ახალი მიზნითა და სლოგანით #ერთადპატარებისთვის დაიწყო. ამჯერად საქველმოქმედო პროექტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება „სიცილის თერაპიის“ ფონდში, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

სიცილით თერაპია პაციენტს მკურნალობის რთულ დახანგრძლივ ეტაპზე ეხმარება ღიმილითა და სიცილითსტრესისა და შიშის დაძლევაში, ენდორფინებისგამოყოფის სტიმულირებით პოზიტიური განწყობისშენარჩუნებაში. სამედიცინო ჯამბაზები მთელისაქართველოს მასშტაბით სტუმრობენ ონკოლოგიურცენტრებსა და სხვადასხვა დაწესებულებას, რათაგაახალისონ პატარა პაციენტები, მათი მშობლები დახანდაზმულები, რასაც მნიშვნელოვანი დადებითიგავლენა აქვს მკურნალობის პროცესზე.

„სიცილის თერაპიის“ ფონდი 2022 წელს ოთხმამეგობარმა და თანამოაზრემ: ნათელა ფოცხვერიამ, ანდრო ჭიჭინაძემ, ვადიმ ლარჩენკომ და ნინობოლქვაძემ დააფუძნეს. მათ სჯეროდათ, რომქართველი ბავშვებიც იმსახურებდნენ იმ ჯადოსნურსამყაროს, რომელსაც ექიმი-ჯამბაზები ქმნიან.

“პალიტრა L-ის“ აქციის ფარგლებში სასურველ ფასადშეიძენთ შემდეგ წიგნებს:

  • „დეიზი ჯოუნსი და ექვსეული“ - ტეილორ ჯენკინსრეიდი
  • დისნეის „მეგობარი ცხოველები“
  • „გიკი გოგო - ყველაზე ფოტოგენური“ - ჰოლისმეილი

შეგახსენებთ, შეთავაზების პირობებსაც. წიგნს იძენთ იფ ფასად, რაც თქვენ სამართლიანად მიგაჩნიათ. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდებაქველმოქმედებას. 10 ლარზე ზემოთ გადახდილითანხა კი სრულად გადაერიცხება „სიცილითთერაპიის“ ფონდს. ერთ მომხმარებელზე გაიცემასამი წიგნი.

წიგნების შეძენა და ქველმოქმედებაში მონაწილეობა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

R