"ეს დაუბანელი და მოუვლელი კაცი ვინ არის?" - ბრეტ პიტის ახალმა ფოტოებმა თაყვანისმცემლები დააფრთხო - მშობლები

"ეს დაუბანელი და მოუვლელი კაცი ვინ არის?" - ბრეტ პიტის ახალმა ფოტოებმა თაყვანისმცემლები დააფრთხო

2026-03-27 12:18:33+04:00

ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ 62 წლის ბრედ პიტის გარეგნობას. მსახიობი პაპარაცებმა მისი ახალი ფილმის, „Riders“ გადაღებების დროს ამსტერდამში დააფიქსირეს.

ახალ ფოტოებზე პიტი სრულიად განსხვავებულ იერით გამოჩნდა: გაჩეჩილი თმით, ჭაღარა წვერით და წარბზე ნაიარევით. ამ ყველაფრის გამო ბევრს იგი დაღლილი და შესამჩნევად „დაბერებული“ მოეჩვენა.

ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: „პიტის ცნობა შეუძლებელია — ეს დაუბანელი, მოუვლელი და ზოგადად ცოტა არეული გამვლელი ვინ არის? საერთოდ არ ჰგავს იმ მომხიბვლელ მამაკაცს, რომელზეც 62 წლის ასაკშიც კი ყველაა შეყვარებული“.

სხვა კომენტარიც არანაკლებ კრიტიკულია: „ეს მისი გარეგნობის ყველაზე სევდიანი პროგნოზია მომდევნო 10 წლისთვის“.

თუმცა, რეალურად შეშფოთების საფუძველი არ არსებობს — მსახიობის გარეგნობაში ცვლილებები სრულად გრიმიორების მუშაობის შედეგია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც პიტს მსგავსი ჭირები გაუვრცელეს იერსახის გამო: მაშინ იგი ფილმის „ერთხელ... ჰოლივუდში“ („Once Upon a Time in... Hollywood“) გაგრძელების გადაღებებზე შენიშნეს და ზოგმა ბოტოქსის ჭარბ გამოყენებაშიც კი დაადანაშაულა.

რაც შეეხება რეალურ ცვლილებებს, ამბობენ, რომ ბრედ პიტმა შესაძლოა სახის ლიფტინგი ჩაიტარა, თუმცა ამაზე დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.

ამჟამად ბრედ პიტი ურთიერთობაშია სამკაულების დიზაინერთან და ფიტნეს-ტრენერთან ინეს დე რამონთან, რომელიც მასზე 29 წლით უმცროსია. წყვილი 2022 წლიდან ერთადაა.

მსახიობი ხშირად დადებითად საუბრობს პარტნიორზე, ხშირად ჩნდება მასთან ერთად წითელ ხალიჩაზეც, თუმცა ხელის თხოვნას არ ჩქარობს. სავარაუდოდ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მან ახლახან დაასრულა ხმაურიანი განქორწინება ანჯელინა ჯოლისთან, რომელთანაც ექვსი შვილი ჰყავს.

რატომ ამბობს ბრედ პიტი უარს შხაპის ხშირად მიღებაზე - შვილები მას სუნიან მამას ეძახდნენ, ანჯელინა კი აიძულებდა, შხაპი მიეღო