ცხოვრება მაილი საირუსის ჩრდილში და რთული ურთიერთობა მშობლებთან - ნოა საირუსის პლასტიკური ოპერაციები და მცდელობები, დას დაემსგავსოს - მშობლები

ცხოვრება მაილი საირუსის ჩრდილში და რთული ურთიერთობა მშობლებთან - ნოა საირუსის პლასტიკური ოპერაციები და მცდელობები, დას დაემსგავსოს

2026-03-27 12:07:31+04:00

ნოა საირუსს იმ ფაქტის დამალვა, რომ წარმატებული დის ჩრდილში ცხოვრება მისთვის უდიდესი ტკივილი იყო, არასოდეს უცდია. ერთის მხრივ, მას ყოველთვის უნდოდა, მისნაირი გამხდარიყო, მეორეს მხრივ კი - გამორჩეულობის სურვილი არ ასვენებდა...

ჰანა მონტანა

​იმგვარი პოპულარობის, რომელიც 2006 წელს მაილი საირუსს დაატყდა თავს, პლანეტის თითქმის ნებისმიერ გოგონას შეიძლება, შეშურდეს. მან მხოლოდ "დისნეის" წარმატებულ სერიალში კი არ ითამაშა, არამედ მთელი ეპოქის სიმბოლოდ - ჰანა მონტანად იქცა, რომელიც ორი ცხოვრებით ცხოვრობს და თითოეულისგან იმას იღებს, რაც მის გულს გაუხარდება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მამამისს - მსახიობსა და მუსიკოს ბილი რეი საირუსს შოუბიზნესში გავლენიანი ნაცნობობით თავის მოწონება ყოველთვის შეეძლო, მაილის ამ სფეროში საკუთარ წარმატებაზე ნერვიულობა არ უწევდა, თუმცა ასეთ გიჟურ ყურადღებას ისიც კი არ ელოდა.

maili-sairusi-22-1774599373.jpg
მაილი საირუსი

​"ჰანა მონტანას" ქასთინგზე იგი მეორეხარისხოვანი როლის მიღების იმედით მივიდა და ამასაც კი წარმოუდგენელ წარმატებად მიიჩნევდა, თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად წარიმართა. მთავარი როლისთვის 13 წლის მაილი მეტისმეტად პატარა იყო, მაგრამ ქასთინგ-დირექტორმა პროდიუსერების გუნდის დარწმუნება შეძლო, რომ მილიონობით მსურველის მოსვლის მიუხედავად, მასზე ნიჭიერ და ამბიციურ ახალგაზრდა არტისტს ვეღარ იპოვიდნენ...

​საირუსი მოზარდების კერპად და ვარსკვლავად საკმაოდ სწრაფად იქცა. ტაბლოიდები მის ყოველ ნაბიჯს - ახალი სამოსიდან დაწყებული, ნაყინის საყვარელი გემოთი დამთავრებული განიხილავდნენ. მანაც თამაშის წესები მალევე ამოიცნო და აუდიტორიის ინტერესის გაღვივება დაიწყო.

maili-sairusi-1-1774599414.jpg
მაილი საირუსი

15 წლის ასაკში მან პირველად მიიღო მონაწილეობა თამამ ფოტოსესიაში, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ბაიკით დასაშვებ სიჩქარეზე სწრაფად სიარული უყვარდა და მიანიშნა, რომ სულში სულაც არ იყო ანგელოზი. ​იმის გამო, რომ საირუსის ქცევა სულ უფრო უმართავი ხდებოდა, "ჰანა მონტანას" შემქმნელებმა პროექტის დასასრულამდე მშვიდად მიყვანა გადაწყვიტეს - მანამ, სანამ მეამბოხე ვარსკვლავი შეცდომას არ დაუშვებდა.

ამასთან, სერიალის დახურვის შემდეგაც კი, მაილი საირუსის თაყვანისმცემელთა რიცხვი სულაც არ შემცირებულა და მათ შორის მთავარი ყოველთვის მისი უმცროსი და - ნოა იყო.

ნოა

maili-sairusi-5-1774599448.jpg
მაილი და ნოა საირუსები

​ნოა საირუსი 2000 წლის 8 იანვარს დაიბადა, ანუ სერიალ "ჰანა მონტანას" გამოსვლის მომენტში იგი 6 წლის იყო და იმ ფაქტს, რომ მისი უფროსი და ნამდვილი ვარსკვლავია, სრულად აცნობიერებდა. საერთოდ, საირუსების ოჯახი ცნობილი ადამიანებისგან შედგება: ნოასა და მაილის დედა, ტიშ ფინლი - წარმატებული მსახიობია, მამა ბილი - ცნობილი მუსიკოსი, ნახევარდა ბრენდი - მსახიობი, ხოლო ნახევარძმა ტრეისი - მუსიკოსი და მოდელი. ასეთ გარემოცვაში საკუთარი თავის ხმამაღლა განუცხადებლობა დასანანი იქნებოდა, თუმცა ნოა ყოველთვის მხოლოდ ხელოვნებასთან ცხოვრების დაკავშირებასა და ამით დაკმაყოფილებას კი არა, რეალურ პოპულარობას ესწრაფოდა. ​

ამავდროულად, მას აღიარების მოპოვების შანსი სრულიად სხვა სფეროშიც ჰქონდა. 8 წლის ასაკში საცხენოსნო სპორტზე დაიწყო სიარული და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. მწვრთნელები აღნიშნავდნენ, რომ სათანადო მონდომების შემთხვევაში, ნოა ერთ დღეს ქვეყნის ნაკრებში მოხვედრასა და ოლიმპიადაზე კვალიფიკაციის გავლას შეძლებდა, თუმცა მას ეს გზა მიმზიდველად არ მოეჩვენა. კინოში გადაღება ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში დაიწყო და ყურადღების მასზე გამახვილება გადაწყვიტა.

maili-sairusi-6-1774599480.jpg
ნოა საირუსი

სხვათა შორის, 9 წლის ასაკში ნოა "ჰანა მონტანას" რამდენიმე ეპიზოდშიც გამოჩნდა, თუმცა დიდი როლები არ მიუღია და 2016 წელს მუსიკაზე გადაერთო. ​2016 წლის ნოემბერში ნოა საირუსმა პირველი ტრეკი "Make Me (Cry)" გამოუშვა. კრიტიკოსები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ ეს სიმღერა იდეალურ ბალადად შეიძლება ჩაითვალოს ყველასთვის, ვინც იცის, თუ რას ნიშნავს გატეხილი გულით ცხოვრება, თუმცა თავად მომღერალი მრავალრიცხოვან რეცენზიებში ყურადღებას მხოლოდ იმას აქცევდა, რომ მის ხმას დის ხმას ადარებდნენ.

ექსპერტები წერდნენ, რომ ნოას ვოკალი არანაკლებ ძლიერი და შთამბეჭდავი იყო, თუმცა დების ხმები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა და მომავალში ეს უმცროს საირუსს ცხოვრებას საგრძნობლად გაურთულებდა, რადგან ორი ერთნაირი არტისტი არავის სჭირდება, მაილის კი ყველა უკვე ძალიან დიდი ხანია, იცნობს. ამან ნოას ექსპერიმენტებისკენ კი არ უბიძგა, არამედ ძველი ჭრილობები ხელახლა გაახსენა.

maili-sairusi-7-1774599503.jpg
ნოა საირუსი

მას ყოველთვის სურდა მაილის დამსგავსებოდა, თუმცა ამავდროულად იმის გამო იტანჯებოდა, რომ მისი ჩრდილის ქვეშ უწევდა ყოფნა. ​სადებიუტო ტრეკი ნოა საირუსმა "iHeartRadio Music Awards"-ის დაჯილდოებაზე წარადგინა და მაშინ მის მხარდასაჭერად მთელი ოჯახი მივიდა. სტუმრებს შორის მაილიც იყო, რომელმაც იმ საღამოს კეთილშობილურად დაიხია უკან, რათა ნოა მთელი ყურადღებით დამტკბარიყო.

მან თავისი სტანდარტებით საკმაოდ მოკრძალებული სამოსიც კი შეარჩია, დის მხარდასაჭერად კი უზარმაზარი პლაკატი დაამზადა. ვინაიდან მანამდე მაილის და ნოას ინტერვიუებში თავიანთ ურთიერთობებსა და ოჯახურ პრობლემებზე არასოდეს უსაუბრიათ, გვერდიდან ისე ჩანდა, თითქოს, მათ შორის არანაირი მეტოქეობა არ არსებობდა.

maili-sairusi-8-1774599527.jpg
მაილი და ნოა საირუსები

​პირველი დიდი ინტერვიუ ნოა საირუსმა ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ მისცა და აღიარა, რომ მისი ბავშვობა მარტივი სულაც არ ყოფილა... მისი ჩამოყალიბების პერიოდი ზუსტად მაილის პოპულარობის პიკს დაემთხვა, რის გამოც მას ყურადღებას უბრალოდ არავინ აქცევდა. აქ არ ყოფილა რაიმე საშინელი ისტორიები - გოგონას უბრალოდ მშობლების სიყვარული აკლდა. მოგვიანებით მან სიმღერაც კი დაწერა, რომელმაც ბევრი ადამიანი ცრემლებამდე მიიყვანა:

"ჩემი და მზეს ჰგავს, რომელსაც ყველგან სინათლე მოაქვს, საითაც უნდა წავიდეს. მე კი წვიმის ღრუბლებისთვის დავიბადე", - მღეროდა გოგონა.

maili-sairusi-14-1774599555.jpg
ნოა საირუსი მამასთან და დასთან ერთად

​ნოა აღიარებდა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში დებიუტი მისთვის მარტივი არ აღმოჩნდა. ექსპერტები მის მუსიკას აქებდნენ, თუმცა სოციალურ ქსელებში სრულიად განსხვავებული შინაარსის პირად შეტყობინებებს იღებდა. მას სწერდნენ, რომ მაილის სიდიადეს ვერასოდეს მიაღწევდა, რომ მისი "საცოდავი" ასლი იყო და საკუთარი ვერაფერი მოეფიქრებინა...

ნოა ყვებოდა, რომ გარკვეულ მომენტში, მუდმივი დამაკნინებელი შედარებების გამო, ისიც კი ეჩვენებოდა, თითქოს "არასწორად სუნთქავდა". იგი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და საკმაოდ დიდხანს აკრძალულ პრეპარატებზე დამოკიდებული გახდა.

maili-sairusi-13-1774599587.jpg
ნოა საირუსი

ინტერნეტსივრცეში დებს შორის გარეგნულ მსგავსებასაც ხშირად განიხილავდნენ - ნოას საზიანოდ, რის გამოც მან გადაწყვიტა, რომ რამდენიმე ქირურგიული ჩარევა მდგომარეობას გამოასწორებდა. ​

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ნოას გარეგნობა საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა, როდესაც არტისტი ახლახან სერიალ "ჰანა მონტანას" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში გამოჩნდა, მისი ცნობა საერთოდ შეუძლებელი იყო.

სილამაზის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვარსკვლავმა არც ისე დიდი ხნის წინ რინოპლასტიკა გაიკეთა, ქუთუთოები აიწია, ტუჩები დაიბერა და ბოტოქსისა თუ ფილერების ინიექციები, მათ შორის ქვედა ყბის არეშიც, გამოიყენა.

maili-sairusi-12-1774599620.jpg
ნოა საირუსი

ნოა ახლა 26 წლისაა, თუმცა მაილიზე უფროსადაც კი გამოიყურება, რომელმაც პლასტიკურ ქირურგებს თავადაც არაერთხელ მიმართა. მაილის ბლეფაროპლასტიკას, შუბლის ლიფტინგს, რინოპლასტიკასა და ვინირების ჩასმას მიაწერენ, თუმცა ყველა ეს ჩარევა საკმაოდ ბუნებრივია და თვალში არ გვხვდება.

maili-sairusi-3-1774599653.jpg
მაილი საირუსი

​პლასტიკური ოპერაციებით ზედმეტი გატაცების გამო ნოა საირუსს კვლავაც ბევრს აკრიტიკებენ და მის დასაცავად მხოლოდ ერთგული თაყვანისმცემლები გამოდიან. ისინი მიიჩნევენ, რომ დისგან დისტანცირების ან პირიქით, მასთან მაქსიმალური მიმსგავსების მუდმივი სურვილი, ისევე როგორც საკუთარი გარეგნობის მიუღებლობა, მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფსიქოლოგიური პრობლემებისა, რომლებიც ნოას შესაძლოა, გასჩენოდა.

გარდა იმისა, რომ იგი პრაქტიკულად მშობლების ყურადღების გარეშე გაიზარდა, დედა მის უგულებელყოფას დღემდე განაგრძობს. 2024 წელს ტიშ საირუსი მსახიობ დომინიკ პარსელზე დაქორწინდა. იგი სერიალ "ციხიდან გაქცევის" ვარსკვლავი და ამასთანავე - ნოას ყოფილი შეყვარებული გახლავთ...

maili-sairusi-16-1774599686.jpg
ნოა საირუსი

​ამჟამად საირუსების ოჯახში წყვილის გაცნობის ისტორიის ორ განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან. ტიში ამბობს, რომ სერიალ "ციხიდან გაქცევას" უყურა და მსახიობი ისე მოეწონა, რომ მასთან სოციალურ ქსელში მიწერა გადაწყვიტა. როდესაც ტიშმა დომინიკის გვერდი გახსნა და შეტყობინებებში შევიდა, აღმოაჩინა, რომ მსახიობი მას თავად სწერდა ადრე, თუმცა ეს გამორჩა. სიტყვას სიტყვა მოჰყვა, ცნობილი ადამიანები პაემანზე შეთანხმდნენ და საქორწინო კაბის მორგებამდეც დიდი დრო აღარ დარჩენილა...

maili-sairusi-21-1774599714.jpg
ნოა საირუსი დედასთან ერთად

​ინსაიდერები კი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ნოა და დომინიკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხვდებოდნენ, მათი ურთიერთობა არ აეწყო, დაშორების შემდეგ კი ტიშმა მსახიობს, ფაქტობრივად, დევნა დაუწყო. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობთან დაშორების ინიციატორი თავად ნოა იყო, იმ ფაქტმა, რომ ცოლად მას საბოლოოდ საკუთარი დედა გაჰყვა, იგი შოკში ჩააგდო.

maili-sairusi-20-1774599744.jpg
ნოა საირუსი დებთან და მშობლებთან ერთად

მეტიც, ნოა მეგობრებთან არაერთხელ მიანიშნებდა, რომ დედას მის რჩეულზე თვალი ჯერ კიდევ მაშინ ეჭირა, როცა ისინი ერთად იყვნენ, მისი ცდუნების გეგმას დიდხანს აწყობდა და საწადელს მაინც მიაღწია. ნოა მას შემდეგ კვლავ მარტოხელაა. ​

როგორ შეცვალა მხიარული ვარსკვლავი ქმრის ღალატმა, რატომ არ ჰქონია ბავშვობა და რატომ თქვა უარი დედობაზე? - მაილი საირუსის ახალ ფოტოს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა...
კონფლიქტი მაილი საირუსის ოჯახში - დედამ ქალიშვილს წაართვა საქმრო და სამუდამოდ გადაიმტერა