ნიუ-იორკის ხმაურიან ქუჩებში, ჟურნალისტალექსი მეგრელიშვილისგადაცემაში„უეჭველი ქართველია“,გამოჩნდა ქალი, რომელიც წლებია მედიასთან კომუნიკაციას გაურბის. მაია კვესელავა, გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, დღეს ამერიკაში ცხოვრობს და საკუთარ ისტორიას პირველად ჰყვება ასე ვრცლად.
ინტერესი, ჟურნალისტები და წარსულის ჩრდილები
მაია არ მალავს, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მისი პერსონის მიმართ დიდწილად მის ყოფილ მეუღლეს უკავშირდება, თუმცა თავად ამ ფაქტს ემოციების გარეშე ხვდება:
"ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ ვარ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, მე ვფიქრობ, ინტერესი იქნება მაყურებლის ამასთან დაკავშირებით. თუმცა, არ მიყვარს არც კამერები, არც ჟურნალისტები. იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრებისას, მოტყუებით, ჩუმად ჩამწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა. ჩამწერეს სრულიად სხვა მიზეზით. ვიყავი ირაკლი ალასანიას პარტიაში და როგორც პარტიის წევრი ერთ-ერთი. თითქოს აინტერესებდათ რაღაც ამ პარტიასთან დაკავშირებით... თუმცა, შემდეგ გამორთეს კამერა და, სხვათა შორის, მკითხეს: „უი, თქვენ ხომ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე ბრძანდებით?“ იქ უკვე გავაჩერე და ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა. ვერაფერი მათქმევინეს. იმიტომ, რომ არ მიყვარს მე ამ თემაზე საუბარი. ჩემს უკან დგას ჩემი შვილი".
მაია ხაზს უსვამს, რომ წარსულზე საჯაროდ საუბარი მისი სტილი არ არის, მით უმეტეს, როცა საქმე შვილის მამას ეხება:
"მყავს გადასარევი რძალი, შვილი, შვილიშვილები. და აი, რატომ? რატომ უნდა გამოვფინო ახლა მე საჯაროდ ჩემი განვლილი ცხოვრება? ჩემს ყოფილ მეუღლეზე რატომ უნდა ვილაპარაკო ცუდი ან კარგი? საერთოდ არ ვეხები, იმიტომ რომ ის არის ჩემი შვილის მამა და მე მადლიერი ვარ მაგისთვის. მაგის შემდეგ მქონდა ტელევიზიებიდან შემოთავაზებები. როგორც იცით, სკანდალი უფრო აინტერესებთ, ვიდრე, ადამიანის ცხოვრება. არანაირი ემოციები არ მაქვს ახლა გიას მიმართ...“
საინტერესოა იურიდიული მხარეც - წყვილს ხელი დღემდე არ გაუწერია, რის გამოც მაია ჯერ კიდევ სურამელაშვილის გვარს ატარებს:
"კი, მინდოდა ისევ ჩემს გვარზე გადავსულიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ სანამ არ გააწერ ხელს, ვერ დაიბრუნებ შენს გვარსო…“
ბავშვობა, პროფესია და ქორწინება 18 წლის გიასთან განაგრძეთ კითხვა