მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნატიფი მოტორიკა, მოძრაობები, რომლებსაც ბავშვი ფანქრის ჭერისას, მძივების ასხმისას ან მაკრატლით მუშაობისას ასრულებს პირდაპირ კავშირშია ტვინის იმ ცენტრებთან, რომლებიც მეტყველებასა და ლოგიკურ აზროვნებაზე აგებენ პასუხს.
გარდა ფიზიკური უნარებისა, ხელსაქმე პრობლემის გადაჭრის საუკეთესო სავარჯიშოა. თეთრ ფურცელთან პირისპირ დარჩენილი ბავშვი მუდმივად იღებს გადაწყვეტილებებს: როგორ შეახამოს ფერები, როგორ დააფიქსიროს დეტალები ან როგორ გამოასწოროს „შეცდომა“ ნახატში. ეს პროცესი ავითარებს კრეატიულ ხედვას, რაც ზრდასრულ ასაკში ნებისმიერ პროფესიაში გადამწყვეტი უნარია.
შემოქმედებითი ეტაპები ასაკის მიხედვით
იმისათვის, რომ ბავშვმა შემოქმედებითი პროცესით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, აქტივობები მის ასაკობრივ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს:
პრაქტიკული რეკომენდაციები მშობლებისთვის
შემოქმედებისადმი ინტერესის გაღვივება ხშირად მარტივი, ყოველდღიური ნაბიჯებით იწყება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინონ. აქვე აღსანიშნავია, „ბიბლუსი“ მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ და ბიუჯეტურ გამოსავალს. ეს არის ხელსაქმისა და სამხატვრო ბოქსები. თითოეულში 20-მდე დასახელების თემატური ნივთია მოთავსებული და ღირებულება მხოლოდ 35 ლარია. ბოქსი იდეალურია სასაჩუქრედაც. კრაფტის ყუთში დაგხვდებათ: აკრილის საღებავები, ფერადი თექა, სილიკონის ჩხირები, მშრალი წებო, ფუნჯის ჭიქა, მოქნილი თხელი მავთულები დაფარული ფუმფულა ქსოვილით, სხვადასხვა ფერის, ფერადი ბრჭყვიალა ფხვნილი, ბრჭყვიალა წებო, ფუნჯი, ფერადი ჟატის ქაღალდი, მაკრატელი. სამხატვრო ყუთში კი მოთავსებულია: ფერადი, პასტელი ზეთის ფერის ფანქრები, ფუნჯის ჭიქა, სათლელი, ფერადი ფანქრები, გუაში, სახატავი რვეული, ბრჭყვიალა წებო, ფუნჯი, ფერადი ჟატის ქაღალდი და მაკრატელი.
არ არსებობს „არასწორი“ ფერი. თუ ბავშვმა მზე ლურჯად დახატა, ეს მისი ფანტაზიის გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია არა ნახატის რეალისტურობა, არამედ ის ემოცია, რასაც ბავშვი პროცესისგან იღებს.
გიზიარებთ რეკომენდაციებს:
გახსოვდეთ, ხელსაქმე და ხატვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო გასართობი. ეს არის ემოციების მართვისა და თავდაჯერებულობის მოპოვების გზა, რომელიც ბავშვს მთელი ცხოვრება სჭირდება.
R