ჰანდე ერჩელი დაკავებულია და ჩვენებაც მისცა. მას ნარკოტიკებზე ამოწმებენ - რას ამბობს მსახიობი და რა უთხრა გამომძიებლებს მისმა ყოფილმა საქმრომ? - მშობლები

ჰანდე ერჩელი დაკავებულია და ჩვენებაც მისცა. მას ნარკოტიკებზე ამოწმებენ - რას ამბობს მსახიობი და რა უთხრა გამომძიებლებს მისმა ყოფილმა საქმრომ?

2026-03-27 16:35:29+04:00

გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ ცნობით, ცნობილი მსახიობი და აწ უკვე, სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ჰანდე ერჩელი, რომლის დაკავების ორდერიც გაიცა, თურქეთში დაბრუნდა და სტამბოლის სასამართლოში ჩვენებაც მისცა.

გამოცემის ცნობით, მსახიობი, რომელსაც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ბრალდება წაუყენეს, სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში თმისა და სისხლის ნიმუშების აღების მიზნით გაგზავნეს.

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ჰანდე ერჩელის დაპატიმრების ორდერი25 მარტს გასცა, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმესთან დაკავშირებით. იმ დროს მსახიობი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. თავად ერჩელმა განაცხადა, რომ მზად იყო გაერკვია სიტუაცია და ჩვენება მიეცა.

aqafir4gskj-6bmyq-g6p5dqjx1ay2-hmtarje9i3oujkxd5rle-trh70rh9dlhc-ebrzewejmpa1hb2rlccz2vd9y-1774615435.webp

ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთი ნარკოტიკებთან ბრძოლის მასშტაბურ ოპერაციებს ატარებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია სტამბოლში რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის - ცნობილი მსახიობების, ტელეჟურნალისტებისა და ბლოგერების. 9 თებერვალს სტამბოლის სასამართლომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბებეკი“ დახურა, სადაც, პოლიციის ცნობით, წვეულებები იმართებოდა და ადგილობრივი ელიტის წევრები ნარკოტიკებს იყენებდნენ.

ჰანდე ერჩელის გარდა, საქმეში ასევე არიან ჩართული მსახიობის ყოფილი შეყვარებული და საქმრო, მილიარდერი ჰაან საბანჯი და სხვა ცნობილი სახეები: ბირჯე აკალაი, რომელიც ცნობილია სერიალ „შავი და თეთრი სიყვარულის“ როლით, დოგუკან გიუნგერი „შტოშის შარბათიდან“ და ისმაილ ჰაჯიოღლუ, „სამოთხის შვილების“ ვარსკვლავი. გასული შემოდგომიდან აქტიურად მიმდინარე ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში, მსახიობების დაკავების ფონზე, ზოგიერთმა დაკარგა როლი ან ჩამოაცილეს გადაღებებიდან.

ჩვენების დროს 35 წლის ჰაკან საბანჯიმ დაიცვა თავისი ყოფილი შეყვარებული და განაცხადა, რომ არც ის და არც ჰანდე არ იყენებდნენ ნარკოტიკებს. „მე არასდროს მომიხმარია ნარკოტიკები ჩემს ცხოვრებაში და არც კი ვყოფილვარ ისეთ ადგილას, სადაც ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. მე ვიცნობ ჰანდე ერჩელს. მას არასდროს მოუხმარია ნარკოტიკები ჩემი თანდასწრებით“, - ციტირებს Sozcu მილიარდერის სიტყვებს.

hande-erchel-i-hakan-sabandzhi-otdyh-v-italii-23-08-1738299446.jpg

ნარკოტიკების საქმეზე ჰანდე ერჩელის დაპატიმრების ორდერიც გაიცა, მისი ყოფილი საქმრო კი უკვე დააკავეს - მორიგი სკანდალი თურქეთში
რატომ დაიწუნა მდიდარმა სადედამთილომ ულამაზესი თურქი მსახიობი და ქორწილიც ჩაუშალა - ჰანდე ერჩელის უიღბლო სიყვარული
ცნობილი თურქი ლამაზმანი კარიერის დასაწყისში სულ სხვანაირი იყო... - ჰანდე ერჩელმა გაამხილა, როგორ დაიკლო 20 კილო და გარდაისახა