"ტიკტოკერმა" თეკლა გერსამიამ ქმრის მკვლელობა აღიარა - "იმ­დე­ნად აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ჩა­ვარ­ტყი, ოღონდ გან­ზრახ არა... სას­წრა­ფო­ში ჩა­ვე­დი, ბავ­შვი მარ­ტო მყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და მერე მას­თან ავე­დი...“ - მშობლები

"ტიკტოკერმა" თეკლა გერსამიამ ქმრის მკვლელობა აღიარა - "იმ­დე­ნად აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ჩა­ვარ­ტყი, ოღონდ გან­ზრახ არა... სას­წრა­ფო­ში ჩა­ვე­დი, ბავ­შვი მარ­ტო მყავ­და და­ტო­ვე­ბუ­ლი და მერე მას­თან ავე­დი...“

2026-03-27 17:11:38+04:00

იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.... დანა წავიღე, "რაკოვინაში" ჩავაგდე, წყალი გადავავლე, - ამის შესახებქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერი“, 25 წლის თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში აცხადებს.

სასამართლო პროცესზე, სადაც ამ წუთებში ფსიქოლოგიურ ექსპერტს - მარინა მათიაშვილს ჰკითხავენ, საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ მას ფარული ჩანაწერი წარუდგინა და ჰკითხა, გაეცნო თუ არა მას, რაზეც ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.

თეკლა გერსამიასთან ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა პოლიციის თანამშრომელმა დაკავების შემდეგ განახორციელა, სადაც გერსამია მკვლელობას აღიარებს.

"მინდოდა ერთი-ერთზე დაგლაპარაკებოდი, ხომ არ ხარ წინააღმდეგი გავისაუბროთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე შვილის დედა“, - მიმართავს ფარულ ჩანაწერში მას პოლიციელი, რის შემდეგაც გერსამია მომხდარის შესახებ იწყებს საუბარს.

"ჩხუბი დავიწყეთ. ვინტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა... მწვანე დანა მაგიდაზე იდო... სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი. განაგრძეთ კითხვა