72 წლის ზურა ყიფშიძეს შვილიშვილები ჰოვერბორდზე დგომას ასწავლიან - სახალისო ვიდეო ყიფშიძეებისგან - მშობლები

72 წლის ზურა ყიფშიძეს შვილიშვილები ჰოვერბორდზე დგომას ასწავლიან - სახალისო ვიდეო ყიფშიძეებისგან

2026-03-27 23:17:37+04:00

ნატალია ყიფშიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს: "ჩვენებური საღამოები". როგორ ერთობიან 72 წლის ზურა ყიფშიძე და მისი ყველაზე პატარა შვილიშვილები, რომლებიც ბებო-ბაბუსთან და მამასთან ერთად ცხოვრობენ.

ბოლოდროინდელ ინტერვიუში ზურამ აღნიშნა, რომ გაოცებულია გიორგის მამობით და იმ თავგანწირვით, რასაც ის შვილებთან იჩენს. "ერთი არ გაუჩენია, თორემ ყველაფერს გიორგი უკეთებს".

თავად გიორგიმაც ისაუბრა ვრცლად მარტოხელა მამობაზე:

- სადღაც 8 საათზე ვიღვიძებ ყოველ დილას, ვამზადებ გარემოს ბავშვების გასაღვიძებლად, მოვწესრიგდები და ვიწყებ ნახევრად გაღვიძებული ბავშვების ჩაცმას, რომ ბაღში წავიყვანო. ასე იწყება სტანდარტული დილა. ადრე რომ ეთქვა ვინმეს, დილის რვა საათზე გაიღვიძებ ყოველდღეო, გამორიცხული თემა იყო. 3-4-ზე ვიძინებდი და 11-ზე ვიღვიძებდი. ბავშვებმა კი ასე შემცვალეს და გამზარდეს, რაღაც შეცვალეს ჩემში რადიკალურად.

საუზმესაც მე ვუმზადებ, ყველაფერს მე ვაკეთებ, არ გჯერათ თქვენ (იცინის). დედაჩემი და მამაჩემიც ასაკში არიან და იქით ვუვლი. სახლში ვცხოვრობთ მე, ორი ბავშვი, დედაჩემი, მამაჩემი და ძაღლი.

ბაღში რომ მივიყვან, მერე ვრეცხავ ბავშვების სარეცხს. ძალიან ბევრი მიგროვდება, 2-3 ჩართვა სარეცხის მანქანის ყოველდღე. სულ ისვრებიან და სამჯერ-ოთხჯერ მთლიანად უნდა გამოუცვალო და ბევრი გროვდება. მერე გაფინე, მერე დააბინავე ბიჭის და გოგოს ცალკე... მერე მოიყვანე ბაღიდან. მთელი დღე მიდის ამაში... უთო ამოღებული მაქვს ცხოვრებიდან, უთო მეზიზღება, ყველაფერი მომწონს უთოს გარდა...

ბაღში თუ არ წავიდნენ, იმ დღეს დაღუპული ვარ, ვერ ხარჯავენ ენერგიებს. ხოცავენ ერთმანეთს, ორი ვიკინგი დარბის ერთმანეთის მოსაკლავად. თუ ბაღიდან მოდიან 6 საათზე, 7-ზე უკვე ეძინებათ და არ მჯერა ხოლმე. უფროსი დილამდე აბამს ძილს, პატარა მალე იღვიძებს.

როცა იძინებენ და სიჩუმე დაისადგურებს, სიმშვიდით ვტკბები და ბედნიერი ვარ.

მარტოხელა მამა ვარ. 4 შვილი მყავს, პირველ ორთან არ მიწევდა ამ ყველაფრის კეთება და ეს სირთულეები არ გამივლია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩემი გაზრდილები არიან, ერთი ძუძუ არ მიწოვებია. დანარჩენი, 2-საათიანი კვებიდნა 3-საათიანზე გადასვლა და მერე 4-საათიანზე, ყველაფერი ჩემს ხელში მოხდა. ღამე ერთი იღვიძებდა, დააძინებდი და მერე მეორე... ჯოჯოხეთი გავიარე. დეკრეტული ავიღე თეატრში კაცმა, ორი ბავშვის გამო".

ამავე ინტერვიუში ნატალიამაც ისაუბრა გიორგის მამობაზე: "კოსმო "კორონას" ბავშვია. რომ გაჩნდა, ერთად, სხვაგან ცხოვრობდნენ, მისი ყოფილი მეუღლე და თვითონ. მანდ ვიყავი ერთი წელი. უნივერსიტეტი მქონდა ონლაინ. პირველი წელი ძალიან აქტიურად ვეხმარებოდი. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ნამეტანია. ძალიან დიდი დრო მიჰქონდა ამ ყველაფერს. მერე მეორე ბავშვიც გაჩნდა. ეს ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ გიორგი სულ მარტო აღმოჩნდა. მე კი ძალიან მინდოდა დახმარება, მაგრამ მაგ დროს ვსწავლობდი, სერიალი დავიწყე და ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა. პლუს, ჩემი კატა მყავდა და დიდი მოვლა სჭირდებოდა. ვუყურებდი, რომ, რეალურად, გიორგი სულ, სულ მარტო აღმოჩნდა..." თუმცა მის კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბავშვების დედის, ენი გასიევას მხრიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ სირცხვილია ასე საუბარი და აუცილებლად ჩაწერს ამ თემაზე ვიდეოს...

ყოველდღე 8-ზე ვდგები, ვამზადებ, მიმყავს ბაღში, მერე ვრეცხავ სარეცხს... ბაღში თუ არ წავიდნენ, იმ დღეს დაღუპული ვარ... სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩემი გაზრდილები არიან - გიორგი ყიფშიძე მარტოხელა მამობაზე
იტალიური ოჯახივით ვართ, ძველ ფილმებში როა... ყველა ქოთქოთებს, ყველა თავისას გამოხატავს... მაგრამ საბოლოოდ ძალიან ტკბილი ოჯახი ვართ...' - ყიფშიძეების ყოველდღიურობა, გულისტკივილი და ოცნებები სოფლად ცხოვრებაზე
სირცხვილია! ოჯახის ამბებს, სულ რომ ეგრე ყოფილიყო, რა გამომატანინებდა გარეთ... ამაზე მალე ჩავწერ ვიდეოს... - ენი გასიევა ნატალია ყიფშიძეს პასუხობს