"იქ სამხედროებმა დამაყენეს... როცა პატ­რი­არ­ქი ჩა­მო­აბ­რძა­ნეს, და­ვი­ჩო­ქე, ისე და­ვემ­შვი­დო­ბე...." - ვინ არის ქალი, ცნობილი ფოტოდან - მშობლები

"იქ სამხედროებმა დამაყენეს... როცა პატ­რი­არ­ქი ჩა­მო­აბ­რძა­ნეს, და­ვი­ჩო­ქე, ისე და­ვემ­შვი­დო­ბე...." - ვინ არის ქალი, ცნობილი ფოტოდან

2026-03-28 10:40:11+04:00
  • ფოტოს ავტორი: Te Te

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს. 2026 წლის 22 მარტს, ილია მეორე ათასობით ადამიანმა გააცილა ბოლო გზაზე. სამების ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რიგი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა...

  • სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონის - სულიკო ღვინჯილიას ფოტომ მიიპყრო, რომელიც სამხედროებს შორისაა და პატრიარქს დაჩოქილი ემშვიდობება...

AMBEBI.GE ქალბატონ - სულიკო ღვინჯილიას და შვილს - სოფო იზორიას გაესაუბრა...

სოფო იზორია:

- დედა - სულიკო ღვინჯილია 86 წლისაა, სენაკში ცხოვრობს, სენაკის მკვიდრია. სპეციალობით აგრონომია, მაგრამ უშტატო კორესპონდენტიც გახლდათ, სტატიებს ხშირად წერდა ადგილობრივ პრესაში. მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში მუშაობდა, სანამ ეროვნული მოძრაობა დაიწყებოდა. შემდეგ პარტიული ბილეთი დახია და ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას მიმდევარი იყო, მათ ბოლომდე უერთგულა, მეგრულადაც დაიტირა... ზვიად გამსახურდია რომ გარდაიცვალა, დედა ჩემთან იყო ჩამოსული პეტერბურგში (პეტერბურგში სამედიცინო ფაკულტეტზე ვსწავლობდი) და პეტერბურგიდან გროზნოში ჩავიდა დასატირებლად...

- წერდნენ, რომ დედამ დიდი ტრაგედია გადაიტანა...

- დიახ, ჩემი ძმა და მამა კოვიდის შედეგად ერთად გარდაიცვალნენ. ძმა 43 წლის იყო, მამა 80 წლის. ძმას სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, ტაძარში სტიქაროსანი იყო... მე პეტერბურგში ვცხოვრობ, სამსახური იქ მაქვს, ექიმი ვარ, მაგრამ ძმის და მამის გარდაცვალების შემდეგ დედას მარტო არ ვტოვებ და ძირითადად მასთან ვარ სენაკში. განაგრძეთ კითხვა

როგორ აღმოჩნდა საპატრიარქოს რეზიდენციაში მუსლიმი ბიჭი ამინი და როგორ იშვილა ის პატრიარქმა - გულში ჩამიკრა და ატირდა, ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინაო
გავყევი უკან და ხატი მაჩვენა. აბა, თუ იცი ეს რა არისო?.. ის აღარ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ... - გია ბურჯანაძის ემოციური მოგონებები პატრიარქზე