ერთმა ჩვეულებრივმა დღემ 4 შვილის მამის და მისი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დააყენა - 'ყოველდღე ელოდებიან მამის გაღვიძებას...'" - მშობლები

ერთმა ჩვეულებრივმა დღემ 4 შვილის მამის და მისი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დააყენა - "ყოველდღე ელოდებიან მამის გაღვიძებას..."

2026-03-28 23:41:55+04:00

ერთი ჩვეულებრივი დღე საკმარისი აღმოჩნდა, რომ გიორგი კობახიძის ცხოვრება სრულიად შეცვლილიყო — ოთხი შვილის მამა ანევრიზმის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღეს თითოეულ წუთს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სიცოცხლისთვის ბრძოლა უწყვეტად გრძელდება. ახლა გიორგის ყველაზე მეტად საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მისი ისტორიის შესახებ ინტერვიუში გვიყვება მეუღლე, ნათია ქურცაძე, რომელიც იხსენებს გიორგის მძიმე დღეებამდე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და იმ სირთულეებს, რაც ერთად გადაიტანეს.

- ჩემი მეუღლე, გიორგი კობახიძე, 41 წლისაა და ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამაა. სამი თვის წინ დაემართა სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა. სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც ანევრიზმა "შეფუთეს". თუმცა სამწუხაროდ, ერთ კვირაში მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა და საჭირო გახდა კიდევ რამდენიმე ურთულესი ქირურგიული ჩარევა. ბოლოს ჩაუსვეს შუნტი. დღეს გიორგი კვლავ კომაშია. საავადმყოფოდან უკვე გამოწერილია და სახლში გვყავს მძიმე მდგომარეობაში. დამოკიდებულია მუდმივ მოვლაზე, სპეციალურ აპარატურაზე და 24 საათის განმავლობაში იმყოფება რეანიმაციის ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ.

- მანამდე რაიმე სიმპტომები თუ ჰქონდა?

- სამწუხაროდ, მანამდე განსაკუთრებული ჩივილები არ ჰქონია. ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა და ერთ დღეში ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

e0813c20-3e7f-49aa-a478-8fe3a77b5a72-1774727674.jpg

- ალბათ ბავშვები ძალიან განიცდიან...

- ეს ყველაფერი ბავშვებისთვის ძალიან მძიმეა... გიორგი ძალიან მზრუნველი და ერთგული მამაა. ყოველთვის ცდილობდა, მაქსიმალურად მეტი დრო გაეტარებინა ბავშვებთან, ეთამაშა, ეზრუნა მათზე და მათთვის საუკეთესო მომავალი შეექმნა. ბავშვებისთვის ის არა მხოლოდ მამა, არამედ საუკეთესო მეგობარიც იყო... ყოველდღე კითხულობენ მამაზე და ელოდებიან მის გაღვიძებას. ხშირად გვეკითხებიან – „როდის მოვა მამა ჩვენთან?“ — ეს კითხვა ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია…

bf15fb6a-08d5-450c-b435-d6f6fa0dfa49-1774727674.jpg

- თქვენ როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?

- მორალურად ეს ძალიან მძიმე ტვირთია. ყოველდღე ვცდილობთ, იმედი არ დავკარგოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ფინანსურადაც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით — უკვე ამოწურულია თითქმის ყველა რესურსი, რაც გაგვაჩნდა.

- ვინ გიდგათ გვერდით და როგორ ართმევთ ამ სიტუაციას თავს?

- ჩვენ გვერდით დგანან ახლობლები, მეგობრები და სრულიად უცხო ადამიანებიც კი, რომლებიც გვეხმარებიან სიტყვით, მხარდაჭერით და შესაძლებლობის ფარგლებში ფინანსურად. ეს მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ არ დავნებდეთ... ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა, თუმცა იმედი არსებობს. საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია. ჩვენი მთავარი მიზანია გიორგის გადაყვანა თურქეთის კლინიკაში, სადაც უკეთესი პირობები და მეტი შანსი ექნება გამოჯანმრთელებისთვის.

mshoblebi-1774727675.png

ანგარიშები:
თიბისი ბანკი
#GE23TB7424745064300119
საქართველოს ბანკი
#GE49BG0000000810558700
მიმღები: ნათია ქურცაძე
გიორგი კობახიძის ოჯახი
მერი ბლიაძე