მონიკა ბელუჩის უფრო ქალიშვილი, მოდელი და მსახიობი დევა კასელი ულამაზესი და ძალიან წარმატებულია. 21 წლის დევა მოზარდობის ასაკიდან დგას პოდიუმზე და საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. ბევრი ამბობს, რომ მონიკასა და ვენსან კასელის უფროს ქალიშვილს საუკეთესო აქვს მშობლებისგან აღებული და მას კიდევ მეტ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ხშირად ადარებენ ასევე მონიკას ახალგაზრდობაში, როცა ის პოპულარობის პიკში იყო.


კამათობენ კიდეც, დედა ჯობს თუ შვილი.
თავად მონიკა ძალიან ამაყობს ქალიშვილის წარმატებებით და მის ყოველ ახალ ნაბიჯს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დევა წარმატებულ კარიერას პირად ცხოვრებასაც უთავსებს.დევა ბოლო პერიოდია ურთიერთობაშია იტალიელ მსახიობ საულ ნანისთან. წყვილმა, რომელიც Netflix-ის სერიალ „ლეოპარდის“ გადასაღებ მოედანზე დაახლოვდა, ურთიერთობა 2023 წლის ბოლოს დაადასტურა და მას შემდეგ საჯაროდ ხშირად ჩნდებიან.

საულ ნანი (დაიბადა 1999 წლის 4 თებერვალს) იტალიელი მსახიობია.ბოლონიაში დაიბადა კარდიოლოგი მამის, სამუელეს და ენდოკრინოლოგი დედის, მასიას (ქალიშვილობის გვარით ანაგნი) ოჯახში. მისი მამა სანტა სოფიიდანაა, ხოლო დედა, რომელიც რუსული წარმოშობისაა, გალეატადან. მას ჰყავს უმცროსი ძმა, ჯოელე, და უმცროსი და, ავრორა.
გაიზარდა სან ლაზარო დი სავენაში და სწავლობდა ბოლონიაში, სანტ'ალბერტო მანიოს ინსტიტუტსა და ლუიჯი გალვანის სახელობის სახელმწიფო ლიცეუმში. ასევე, ერთი წელი ლოს-ანჯელესში სწავლობდა საშუალო სკოლაში. 2018 წელს ის მილანში გადავიდა უნივერსიტეტში სასწავლებლად.

მსახიობობა ფეხბურთელ კაკასთან ერთად რინგოს რეკლამაში მონაწილეობის შემდეგ დაიწყო, რომლის გულშემატკივარიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამაში მონაწილეობა ვერ მიიღო, ქასთინგ აგენტი მას 2012 წლის მინისერიალში „პარმის სიწმინდე“ მონაწილეობის თხოვნით დაუკავშირდა, რაც მისი სამსახიობო დებიუტი იყო. ყველაზე მეტად ცნობილია დისნეის არხის სერიალით „ალექსი და კომპანია“
2023 წელს კი „ლეოპარდის“ გადაღებების დროს შეხვდა დევა კასელს და მას მერე წყვილი ერთადაა. დევამ ის მშობლებსაც გააცნო.







მანამდე დევა კასელი მოდელ ლუკა სალანდრას ხვდებოდა.


