ბიბლუსში სრულ ასორტიმენტზე 2+1 აქცია დაიწყო - მშობლები

ბიბლუსში სრულ ასორტიმენტზე 2+1 აქცია დაიწყო

2026-03-29 10:18:03+04:00

31 მარტის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ “ბიბლუსის” ფილიალში მოქმედებს 2+1 აქცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამი ნივთის შერჩევისას, მომხმარებელი მათგან ერთს საჩუქრად მიიღებს.

შეთავაზება გამორჩეულია, რადგან აქცია ვრცელდება ბიბლუსის სრულ ასორტიმენტზე: წიგნები, კალმები, ბლოკნოტები, ჩანთები, სამაგიდო თამაშები და ათასობით სხვა ნივთზე, ყველა კატეგორიაში - გამონაკლისის გარეშე.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორც იდენტური ფასის მქონე, ისე სხვადასხვა ღირებულების ნივთები — კატეგორიის ან ფასის მიხედვით შეზღუდვა არ არსებობს. გარდა ამისა, შეთავაზება ვრცელდება ვაუჩერით შეძენის შემთხვევაშიც.

biblusi-akcia-1774765362.png

აქცია შემთხვევითი არ არის. 24 მარტს ბიბლუსმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი: „ბიბლუსის მომხმარებელო, გაგვიზიარე კომენტარებში, როგორი იქნებოდა თქვენთვის საინტერესო შეთავაზება ბიბლუსისგან? შესაძლოა, სწორედ თქვენი სურვილი გახდეს ჩვენი შემდგომი კომუნიკაციის ინსპირაცია" სწორედ ამ გამოხმაურების გათვალისწინებით შეიქმნა 2+1 შეთავაზება, რომელიც კომენტარებში, ერთ-ერთი პოპულარული სურვილი აღმოჩნდა.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია “ბიბლუსის” ნებისმიერ ფილიალში 31 მარტის ჩათვლით.

R