ქეთა თოფურია მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს ოჯახური უქმეებიდან. ვიდეოს უკვე ასიათასობით ნახვა აქვს მის გამომწერებს შორის. მომღერალი მთელ თავისუფალ დროს, უქმეებს თუ არდადეგებს შვილებთან ერთად ატარებს და ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე კარგი დასვენებაა.
როგორც ცნობილია, ქეთა სამი შვილის დედაა. უფროსი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, უმცროსები კი ლევ დენგოვთან ქორწინებაში შეეძინა.
უფროსი ქალიშვილი ოლივია სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავს და მოდელობს.


ვაჟი ადამი კი ძიუდოთია გატაცებული.

ქეთას დედა, ნატალია ბუცხრიკიძე-თოფურია შვილთან ერთად ცხოვრობს და შვილიშვილების გვერდითაა სულ. ცნობილია, რომ დედა-შვილს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა აქვს. ქეთას მამა, როგორც ცნობილია, ე.წ. კანონიერი ქურდი იყო და ძირითადად, პატიმრობაში იმყოფებოდა. დედა ქეთას მარტო ზრდიდა და როდესაც მისი კარიერა რუსეთში განვითარდა, იქაც გაჰყვა და სულ მის გვერდით არის. შვილების გაზრდაშიც ეხმარება და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ესწრება.
"გიჟი დედაა. ყოველთვის ჰყავდა ძიძა, მაგრამ ძირითადად ის ზრდის. როგორი დაღლილიც უნდა იყოს კონცერტის შემდეგ, ღამეს არაფრით გაათევს სასტუმროში, ჩაჯდება თვითმფრინავში და იმავე ღამეს ჩამოფრინდება, რომ შვილებს ჩაეხუტოს. ადრე დგება, აცმევს, აჭმევს, უცვლის, აძინებს..."
ცოტა ხნის წინ ქეთამ ვარცხნილობა შეიცვალა და მისი ახალი სტილიც დიდი მოწონებით სარგებლობს მის გულშემატკივრებს შორის.
