ხაჭოს პასკა ტატიანას რეცეპტით - არ სჭირდება გაწურვა და უმარტივესად მზადდება - მშობლები

ხაჭოს პასკა ტატიანას რეცეპტით - არ სჭირდება გაწურვა და უმარტივესად მზადდება

2026-03-29 14:48:09+04:00

ინფლუენსერი მზარეული ტატიანა კვევესკირი გამომწერებს ხაჭოს პასკის რეცეპტს უზიარებს. რეცეპტი სხვა ხაჭოს პასკებისგან განსხვავებით, ძალიან მარტივია, სწრაფად მზადდება და არც ისე ბევრი ინგრედიენტი სჭირდება.

დაგჭირდებათ:

  • ხაჭო 6%-იანი 1 კგ.
  • არაჟანი 20%-ანი 300 გრ.
  • კარაქი 250 გრ.
  • კვერცხის გული 5 ცალი
  • შაქარი 250 გრ.
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • ატმის ჩირი

მომზადება:

ხაჭოს დავუმატოთ შაქარი, არაჟანი, კარაქი, კვერცხის გულები და ფორთოხლის ცედრა. ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით, მივიყვანოთ სასურველ კონსისტენციამდე. დავდგათ დაბალ ცეცხლზე (შეიძლება ორთქლის აბაზანაზეც). როგორც კი პორველ ბუშტუკებს ამოუშვებს, გადმოვდგათ და კიდევ ერთხელ დავაბლენდეროთ. დავამატოთ დაჭრილი ატმის ჩირი. ჩავასხათ სასურველ ფორმებში.

chatgpt-image-mar-29-2026-02-56-27-pm-1774782700.png

გადავაფაროთ ცელოფანი და შევდგათ საყინულეში. გამოდის ძალიან კარგი კონსისტენციის და გემრიელი, არ აქვს ნაყინის სტრუქტურა და არ დნება.

ჩემს გურულ ბიჭებს მრავალფეროვანი კერძები უყვართ. ბევრს ვმოგზაურობ და სხვადასხვა ქვეყნიდან სიახლეები ჩამომაქვს- გაიცანით ტატიანა კვეკვესკირი, რომელიც სოციალური ქსელებიდან არაერთ საინტერესო რეცეპტს გვიზიარებს