ყველაზე უცნაური სახელები და ფსიქოლოგების განმარტება, თუ რატომ არ უნდა დაარქვათ ბავშვს მეტისმეტად უცხო და ეგზოტიკური სახელი - მშობლები

ყველაზე უცნაური სახელები და ფსიქოლოგების განმარტება, თუ რატომ არ უნდა დაარქვათ ბავშვს მეტისმეტად უცხო და ეგზოტიკური სახელი

2026-03-29 17:29:22+04:00

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვებს, რომლებსაც მეტისმეტად უჩვეულო სახელები ჰქვიათ, მათი საცხოვრებელი გარემოსთვის სრულიად შეუფერებელი და შეუსაბამო, შეიძლება, გაუჩნდეთ კომპლექსები და ასევე უჩვეულო აზროვნება, რომელიც გაურთულებს მათ თანატოლებთან ურთიერთობას. გარდა ამისა, როდესაც მშობელი ცდილობს, ბავშვი სხვებისგან გამოარჩიოს უცნაური სახელით, ან რაიმე სხვა მიზნით არქმევს მას უჩვეულო სახელს, ამით სინამდვილეში მას დიდ ზიანს აყენებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვებს წესად აქვთ ყველაფერ ახალსა და უცნაურზე რეაგირება, ამიტომაც უცნაური სახელის მქონე თანატოლს ხშირად დასცინიან. ამაში ფსიქოლოგებს პედაგოგებიც ეთანხმებიან.

ბევრ ზრდასრულს, რომელსაც უცნაური სახელი დაარქვეს, მოგვიანებით მოუყოლია, როგორი ნეგატიური განცდები გადაუტანია ბავშვობაში სახელის გამო. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ბავშვების 78% სერიოზულად იტანჯებოდა ამის გამო, და დაახლოებით 22%-ს მოგვიანებით სულაც შეუცვლია სახელი უფრო ტრადიციულით.

სახელები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები, ძველის გადარქმევის შემდეგ, ყველაზე ხშირად ირჩევენ

ამ თემასთან დაკავშირებით, გთავაზობთ რამდენიმე უჩვეულო სახელ, რომლებიც საქართველოში საჯარო რეესტრშია დაფიქსირებული გთავაზობთ ასევე ჩვენს სერვისს – სახელების მნიშვნელობებს, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო სახელის შერჩევაში).

ველოდი, მენახო, ბროლისა, გონერი, ჟღარკუ, ანდამატი, ლევტერი, აპამელა, ჯინჯიკო, რუნდუკი, მიმოზა, ჟოზეფინა, მენახა, სააგენტო, ემაილი, ვანცტა, ქორდიკო, ბოჩოლა, ელშუქი, ჭუჭუ, ძაძუ, ირმიზოლდი, ზესნა, ძიღვი, განგა, ჯეელი, ფუჩქი, ქოგელი, ჭაჭუ, ხურთქი, ბულბული, ფიზიკა, დაზმირი, ბრძოლვერდი, ჯართუ, არველოდი, გულჭორი, ჩურია, გაჯია, კონვეირი, ლევტერი, გრიალა, პაჭო, მუხუტური, ლავანდა, დირექტორი, ველოდი, ნუგეში, ზარიზანი, ჯამბურია, ირმიზოლდი, ცემზი, განგა
ძველი საბჭოთა სახელები, რომლებსაც მშობლები შვილებს დიდი სიამაყით არქმევდნენ - სტალბერის, ვლადლენის და სხვათა ისტორიები