სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან ერთად ექსპრომტად შესრულებული სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს - "თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა, მიშასავით..." (ვიდეო) - მშობლები

სოფო ნიჟარაძე ქალიშვილთან ერთად ექსპრომტად შესრულებული სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს - "თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა, მიშასავით..." (ვიდეო)

2026-03-30 10:40:33+04:00

მომღერალი სოფო ნიჟარაძე პატარა ალისასთან ერთად ექსპრომტად შესრულებული სიმღერის კადრებს აქვეყნებს. ალისა სააკაშვილი უკვე შესანიშნავად მღერის და დედასთან ერთად სატელევიზიო დებიუტიც ჰქონდა. თუმცა სოფომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღიარა, რომ თავიდან არ ეგონა, თუ ალისა იმღერებდა:

- ალისამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია, რა იყო აქამდე... არ ვიცი, როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე. ამ ხუთმა წელმა გადაწონა რაც მიცხოვრია იქამდე, სანამ მეყოლებოდა შვილი.

სახელი მიშამ დაარქვა... ალისა ძალიან გავს მამას, განსაკუთრებით ხასიათით, მანერებით... ადრე კიდევ უფრო ჰგავდა. უნდა, რომ მამასავით ბევრი ენა ისწავლოს. სიმღერას რაც შეეხება, თავიდან მეგონა, რომ არ ჰქონდა სმენა და მიშასავით ყრუ იყო. თუმცა ახლა მღერის, მუსიკაზეც დადის...

მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, სულ სხვანაირია ალისასთან... ალბათ, ამ ასაკში რომ გაუჩნდა, თან გოგოა... მეც კი ვერ წარმომედგინა, რომ მიშა შეიძლება ასე იჯდეს, ალისამ თავზე ბაფთები გაუკეთოს და ეს რაღაც სისულელეებზე ელაპარაკოს დაწვრილებული ხმით. კისერზე შემოისვას და ცხენობანა ეთამაშოს. მე უფრო მაყურებელი ვარ მათთან, რადგან მთელი დრო ის ბავშვთან ურთიერთობს. და ძალიან სიამოვნებს.სულ ჩართულია, სულ კითხულობს წერილებში ალისას ამბებს. სულ მთხოვს, ჩავრთო რაღაც აქტივობებში, დავაკავო მეტად. უნდა, რომ ცურვაზე იაროს, ციგურებზე, ახალი ენა დაიწყოს...

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი მიშასთან შეხვედრა იყო... დედაჩემი და გიულიც ძალიან ჩართულები არიან ბავშვის აღზრდაში - სოფო ნიჟარაძე
წყენა მიშასთანაც მქონია, მაგრამ მე უფრო ბევრი კარგი მახსოვს... მიხეილ სააკაშვილს ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს... მე ასეთი მიშა სხვა დროს არ მინახავს, სულ სხვანაირია ალისასთან... ალისა ძალიან გავს და უნდა, მასავით ბევრი ენა იცოდეს... ძმებთანაც აქვს ურთიერთობა... - სოფო ნიჟარაძე