მოუსვენარი ფეხების სინდრომი, გამომშრალი კანი, ადვილად დაღლა, კუნთების უნებლიე კრთომა... - სპეციალისტი განმარტავს, რომელი სიმპტომი რომელი ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს - მშობლები

მოუსვენარი ფეხების სინდრომი, გამომშრალი კანი, ადვილად დაღლა, კუნთების უნებლიე კრთომა... - სპეციალისტი განმარტავს, რომელი სიმპტომი რომელი ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს

2026-03-30 11:09:00+04:00

როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს - თემაზე ექიმი-თერაპევტი მაკა ღუწაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

- საყურადღებოა, თუ საერთო სისუსტე კი არ მცირდება, ძლიერდება და ღრმავდება, თუ ემატება კანის სიმშრალე, აქერცვლა, ფერის ცვლილება - კანზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანი პირდაპირ სიგნალს გვაძლევს ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ მდგომარეობის შესახებ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ემატება თავბრუსხვევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ემოციური ლაბილობა, ძილის დარღვევა.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტი ამბობს, ადრე ემოციური ლაბილობა ასე გამოხატული არ მქონდა, ჩემს თავს ვეღარ ვცნობო... ეს, მაგალითად, რკინადეფიციტური ანემიისთვის ძალიან დამახასიათებელია. შესაძლოა, ამ სიმპტომით კვლევას მივყვეთ. კანის სიმშრალე, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება D ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებდეს. კუნთების უნებლიე სპაზმის, ღამე მოუსვენარი ფეხების სინდრომის შემთხვევაში, მაგნიუმის ან კალციუმის დეფიციტი ჰქონდეს.

იმისთვის, რომ D ვიტამინი ორგანიზმში იმ ადგილზე მივიდეს, სადაც საჭიროა, კალციუმი, მაგნიუმი და მიკროელემენტებიც საჭიროა.

გარდა ამისა, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, რომელიც პროგრესირებადი ხასიათისაა, 2-3 კვირაზე მეტი გრძელდება, შეიძლება, 1 თვე, 1 თვეზე მეტი გაგრძელდეს, ამავდროულად, ზამთრის პერიოდში შეიძლება ადამიანები, ვერ იღებდნენ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა, თევზი, ხორცი, ცილოვანი პროდუქტები... შესაძლოა, რკინის დეფიციტს ჰქონდეს ადგილი.

ვიტამინი B7-ის მიღებამ შესაძლოა შეცვალოს TSH (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია) და პარათირეოიდული ჰორმონის მაჩვენებელი... კოლაგენის მიღება დანამატის სახით უეფექტოა კანის სტრუქტურის გაჯანსაღების სახით - ზაზა თელია საკვებ დანამატებზე
მცენარეული რკინის ასათვისებლად საჭიროა ინგრედიენტების სწორი კომბინაცია... - გემრიელი და რკინით მდიდარი კერძის რეცეპტი ნატა გაგუასგან
როგორ შევინარჩუნოთ რკინა ხორციდან და როგორ მივიღოთ კალცის დღიური დოზა რძით - მარი მალაზონიას რჩევები