ალა პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილის უდედოდ გატარებული ბავშვობა, ურთიერთობა ცირკის მსახიობ მამასთან, სამი შვილი და მესამე ქორწინებაში ნაპოვნი ბედნიერება - ამბები კრისტინა ორბაკაიტეზე - მშობლები

ალა პუგაჩოვას უფროსი ქალიშვილის უდედოდ გატარებული ბავშვობა, ურთიერთობა ცირკის მსახიობ მამასთან, სამი შვილი და მესამე ქორწინებაში ნაპოვნი ბედნიერება - ამბები კრისტინა ორბაკაიტეზე

2026-03-30 11:54:24+04:00

ძალიან დიდხანს, კრისტინა ორბაკაიტე პრიმადონას - საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავ ალა პუგაჩოვას ერთადერთი ქალიშვილი იყო და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პერსონაც. მას მერე, რაც პუგაჩოვა მაქსიმ გალკინს გაჰყვა ცოლად, უკვე ზრდასრულ და სამი შვილის დედა კრისტინას დედამ ტყუპი და-ძმა შესძინა. კრისტინა ერთადერთი აღარაა, ის უკვე ალას უფროსი ქალიშვილია. დედას ხშირად ნახულობს, დაბადების დღეზეც ესტუმრა კვიპროსზე, თავადაც ძაან ბედნიერია, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო...

ცხოვრება დედის ჩრდილში

კრისტინა ორბაკაიტე 1971 წლის 25 მაისს, მოსკოვში დაიბადა, ალა პუგაჩოვასა და ცირკის მსახიობ მიკოლას ედმუნდას ორბაკასის ოჯახში. ჰყავს უმცროსი ნახევარძმა, ფაბიანას ორბაკასი.

ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანელი ფონ ორბახების ოჯახიდან იყო, მაგრამ ომის დროს მისი ბაბუა, რომელიც პოლონელ ქალზე დაქორწინდა და ნაცისტებს ებრძოდა, იძულებული გახდა გერმანული გვარი, ორბახი, ლიტვური ორბაკასით შეეცვალა.

მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ორი წლის იყო, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

490x350-precise-1774863546.jpg

ebfff81b12e4bb36054e3c2d48d3f978-ce-1200x829x0x0-1774863546.jpg

მშობლების დატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო, ორბაკაიტე იშვიათად ხედავდა მათ. სკოლის დაწყებამდე ბავშვობის უმეტესი ნაწილი ლიეტუვაში გაატარა ორბაკასის მშობლებთან, ბალტიის ზღვისპირა სოფელ შვენტოიში (ახლანდელი პალანგას ნაწილი) და პუგაჩოვას მშობლებთან მოსკოვში. დედის მხრიდან ბებიის, ზინაიდა არკიპოვნას მეთვალყურეობის ქვეშ, ის ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა და ბალეტის სკოლაში დადიოდა. დედას ხშირად ვერ ხედავდა და ენატრებოდა ხოლმე.

347155977236460-1774863546.webp

პირველად ტელევიზიით 1978 წელს გამოჩნდა გადაცემაში „ვესიოლეე ნოტკი“, სადაც იმღერა.თერთმეტი წლის ასაკში კი როლან ბიკოვის საკმაოდ წარმატებულ ფილმში, "საფრთხობელა", მთავარი როლი შეასრულა და საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურა.ფილმის პრემიერის დროს შეერთებულ შტატებში, ორბაკაიტეს შესრულებამ ამერიკელი კინოკრიტიკოსებიც აღაფრთოვანა. Los Angeles Times-მა თავის მიმოხილვაში ორბაკაიტი მერილ სტრიპს შეადარა.

mv5bmjvmytlmmgytmjqzzi00mzmyltk5zgetody2mmrlyzy3zge3xkeyxkfqcgc-1774864123._V1_.jpg

კრისტინა მსახიობობაზე მეტად, მაინც სიმღერით დაინტერესდა, თუმცა ყოველთვის იხსენიებდნენ როგორც ალას შვილს და იყო ასე თუ არა, ყოველთვის დადიოდა ხმები, რომ ალას გავლენით მიაღწია ყველაფერს.

თუმცა ფაქტია, დღეს ის დამოუკიდებელი მომღერალია, ესტრადის ვარსკვლავია საკუთარი მდიდარი რეპერტუარით.

როცა ალამ ცხოვრების მკვეთრად შეცვლა გადაწყვიტა და რადიკალური ნაბიჯი გადადგა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კრისტინა მას არ გაჰყვა და მისი პოზიციაც არ გაიზიარა. ამის გამო დიდი კრიტიკაც მიიღო და დუმილის გამო ბევრმა გაკიცხა. ერთადერთხელ, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, მომღერალმა Instagram-ზე გამოაქვეყნა შეტყობინება ტექსტით: „მხოლოდ მშვიდობიანი ცა! არა ომს!“ თუმცა პოსტი მოგვიანებით წაიშალა და ორბაკაიტეს მას შემდეგ ამ თემაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია. 2022 წლის მაისში წარმოადგინა თავისი ახალი სოლო პროგრამა „საიუბილეო კონცერტი“, რომელშიც შედიოდა ცნობილი ჰიტები და ახალი სიმღერები.

original-1-1774863547.webp

2023 წელს გამოვიდა ორი ფილმი კრისტინა ორბაკაიტეს მონაწილეობით.2024 წლის სექტემბერში კი გამოაცხადა რუსეთში საკონცერტო საქმიანობის შეჩერების შესახებ. მანამდე, 2024 წლის იანვრიდან მარტამდე, რამდენიმე ქალაქმა გააუქმა მომღერლის დაგეგმილი კონცერტები. მისი ბოლო კონცერტი რუსეთში 2024 წლის 1 მარტს, სანქტ-პეტერბურგის ოქტიაბრსკის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. YouTube არხთან „On Duty in America / RTVI US“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფ ადამიანებთან ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს: „მიყვარს თავისუფალ ქვეყნებში გასტროლები, როდესაც მაყურებელი ცხოვრებით ტკბება, ყველაფრის საშუალება აქვს... მუშაობს, ისვენებს, საკუთარი აზრი აქვს. და ისინი კონცერტებზე დასასვენებლად მოდიან. მაგრამ რუსეთში დრო ყოველთვის რთულია - ან ვალდებულებები, ან პრობლემები. ყველამ ერთად გამოვიარეთ ეს. დღეს მინდა დავინახო ბედნიერი თვალები, გავუზიარო სიმღერები და წარმოვადგინო შოუ აშშ-სა და კანადაში მყოფ მაყურებელს. დიახ, ყველაფერი შეიცვალა, დრო შეიცვალა და მეც ასევე.“ ირიბად, ეს მის პოზიციად ჩაითვალა შექმნილ ვითარებაში.

სამი ქორწინება

  • პირველი სიყვარული

კრისტინა ორბაკაიტეს და ვლადიმერ პრესნიაკოვის პირველი სასიყვარულო ისტორია უცნაური შემთხვევით დაიწყო. ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთს 1986 წელს შოუში „ლურჯი შუქი“ შეხვდა, სადაც ისინი ერთ მაგიდასთან ისხდნენ.

იმ დროს პრესნიაკოვი უკვე ვარსკვლავი იყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდა ქალების ოცნება. თუმცა, მომღერლის გული პრიმადონას 15 წლის ქალიშვილმა დაიპყრო. მათი შეხვედრის პირველი მომენტების გახსენებისას, პრესნიაკოვმა მოგვიანებით აღიარა, რომ თავს ისე გრძნობდა, თითქოს უზარმაზარმა ტალღამ წაიყვანა.

ახალგაზრდა მამაკაცმა კრისტინას დედას ჰკითხა, დისკოთეკაზე გაუშვებდა თუ არა. შემდეგ კი შეყვარებულობის პერიოდი დაიწყო. ალა პუგაჩოვას ქალიშვილმა პრესნიაკოვი-უმცროსი მოხიბლა თავისი მოკრძალებით, ინტელექტითა და ერუდიციით, მისი წრის გოგონებისგან განსხვავებით.

სიყვარულმა პრესნიაკოვს ნაჩქარევი ქმედებებისკენ უბიძგა. ერთ დღეს კრისტინა მის გასტროლებზე გასაცილებლად წავიდა. მომღერალმა საყვარელი გოგო ვაგონში შეითრია და თან წაიყვანა.

ალა ბორისოვნა ქალიშვილს ეძებდა, სანამ არ მიხვდა, რომ ორბაკაიტე პრესნიაკოვთან ერთად წავიდა. პუგაჩოვა თან გაჰყვა, საქმე შეიძლებოდა მილიციამდეც მისულიყო. თუმცა ალამვლადიმერს თვალებში დიდხანს უყურებდა ჩამოწეული მანქანის ფანჯრიდან, შემდეგ კი აკურთხა მათი ურთიერთობა.

ტურნედან დაბრუნების შემდეგ, კრისტინამ და ვლადიმერმა ერთად ცხოვრება დაიწყეს. ახალგაზრდა ოჯახში ატმოსფერო მშვიდი იყო. პრესნიაკოვის მშობლებმა რძალი საკუთარ შვილად მიიღეს.

scale-1200-1774863547.jpg

პრიმადონამ შეურიგდა სიტუაციას და გადაწყვიტა, რომ მემკვიდრე უკეთესად იქნებოდა იმ ადამიანების მზრუნველობის ქვეშ, რომლებსაც პატივს სცემდა, რადგან ცნობილი დედა ინტენსიურად მოგზაურობდა.

მოგვიანებით, პუგაჩოვას ქალიშვილი მადლიერებითა და სიყვარულით იხსენებდა იმ დროს. კრისტინა ორბაკაიტეს ქმარი მისი ძმა, ქმარი და მამა იყო ერთდროულად.

1991 წელს წყვილს ვაჟი, ნიკიტა შეეძინა. მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ბავშვის დაბადებამ კრისტინასა და ვლადიმირს შორის ურთიერთობა დაძაბა.პრესნიაკოვი ტურნეებში დადიოდა და დროს გვიან ღამით წვეულებებზე ატარებდა. კრისტინა კი საყვარელ ადამიანს ეძებდა, ტელეფონზე ურეკავდა.

ორბაკაიტეს კარიერის აწყობაც სურდა. იმ დროს ვარსკვლავს შესთავაზეს როლი ახალ პროექტში. ახალგაზრდა დედამ გადაწყვიტა, შემოქმედებითი საქმიანობა არ დაევიწყებინა და შვილი ძიძებსა და ბებიას ანდო, თავად კი გადასაღებ მოედანზე გაემართა. შემდეგ სოლოკარიერა დაიწყო და ჩარტების სათავეში მოექცა.

ქმარი არ იწონებდა ამ ახალ კარიერულ გზას. ოჯახში უთანხმოება გაღრმავდა. ერთ დღეს კრისტინამ ვეღარ აიტანა ეს ყველაფერი და 11-წლიანი ქორწინება დასრულდა.

„ორი ლიდერი ვერ ეწყობა ერთმანეთს“, - თქვა მოგვიანებით პრესნიაკოვმა.

  • რომანი რუსლან ბაისაროვთან

მეორე რომანი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა კრისტინა ორბაკაიტეს პირად ცხოვრებაში. ჩეჩნური წარმოშობის ბიზნესმენი რუსლან ბაისაროვი და კრისტინა ორბაკაიტე კაზინოს გახსნაზე შეხვდნენ.

ჭორები ვრცელდება, რომ კრისტინა ორბაკაიტემ ბაისაროვი იმდენად მოხიბლა, ბიზნესმენმა ვერ გაუძლო ვარსკვლავის მიმართ გრძნობებს, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სხვა ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა.

80376901-404828393638429-6803046340410870294-n-1774863546.webp

ერთი წლის შემდეგ, 1998 წელს, წყვილს ვაჟი, დენისი შეეძინა. წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად არ დაარეგისტრირა. თუმცა, ბაისაროვის დედა ამტკიცებდა, რომ ქორწინება შედგა, მაგრამ ისლამური სარწმუნოების კანონების მიხედვით. ცერემონიაზე მომღერალმა პირობა დადო, რომ დაიცავდა ბაისაროვის მშობლიური რელიგიის კანონებს.

ამასობაში, კრისტინას ურთიერთობა ქმართან ვნებით და სკანდალებით იყო სავსე. ბოლო წვეთი ბაისაროვის ურთიერთობა აღმოჩნდა მოდელ ალინა ცევინასთან, რომელმაც 2003 წელს ბიზნესმენს შვილიც გაუჩინა.

ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ, 2004 წელს, ორბაკაიტემ ქმარი მიატოვა. 2009 წელს მათი დაშორების შემდეგ, ბაისაროვმა არდადეგების შემდეგ, ბავშვი დედას არ დაუბრუნა და ვაჟი ჩეჩნეთში წაიყვანა.გროზნოს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვს მამასთან უნდა ეცხოვრა. რუსლანის თქმით, ის შიშობდა,რომ კრისტინა ბიჭს შეერთებულ შტატებში წაიყვანდა, სადაც ვარსკვლავის უფროსი ვაჟი სწავლობდა.

სკანდალი გახმაურდა და რამდენიმე მედიასაშუალებამ გააშუქა. ალა ქალიშვილს იცავდა. კრისტინას ცემის ამბავიც მაშინ გავრცელდა, როდესაც ეჭვიანობის გრძნობით გაჟღენთილმა ბაისაროვმა ორბაკაიტეს ცხვირი გაუტეხა....

კონფლიქტში სახელმწიფო დუმის დეპუტატები ჩაერთნენ. 2009 წლის ოქტომბრის ბოლოს წყვილმა შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც ბავშვს შეეძლო თანაბრად ეცხოვრა როგორც დედასთან, ასევე მამასთან. თუ ერთ-ერთი მშობელი მივლინებაში იქნებოდა, დენისს შეეძლო დარჩენილიყო იმ მშობელთან, ვისაც მისთვის დროის დათმობა შეეძლო.

1746901432-5217-1774865538.jpeg
დენისი დედასთან ერთად

  • მესამე და სამართალი...

ამდენი ამბის მერე, კრისტინამ ძალა იპოვა და კვლავ ენდო მამაკაცს. 2005 წელს მომღერალი ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენ მიხაილ ზემცოვს შეხვდა, რომელიც შვიდი წლით უმცროსი აღმოჩნდა მასზე.

orbakaite-k-199115156-2965033250409314-5024141947690744764-n-1774863547.jpg

ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. კრისტინა მიხაილის დაბადების დღეზე მიიწვიეს. ვარსკვლავის საბოლოო არჩევანი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

2005 წელს მიხაილ ზემცოვი და მომღერალი დაქორწინდნენ. კრისტინა ორბაკაიტეს ქმარს არ სურდა მდიდრული ქორწილი. ცერემონიაზე რამდენიმე მეგობარი იყო მიწვეული. 2012 წლის 30 მარტს წყვილს ქალიშვილი, კლავდია შეეძინა.

728x492-1-b1a849d0d0ed1e34c8a33053fdbef0581080x730-0xxrepegqz-7933819084857913700-1774863546.jpg.webp

original-1774863547.webp480x497-0xc0a8399a-4017059641495567474-1774863546.jpeg

მიხაილსა და კრისტინას ახლა ჰარმონიული ოჯახი აქვთ.

d92985c0b052e8483f8ad5f904c10385-1774863546.jpg
შვილებთან ერთად

rsz800x800-0230a0666992ee5d7df702ecfeb40bad-1774863547.jpeg

50 წლის გალკინის ახალ იმიჯზე ატეხილ აჟიოტაჟს, 76 წლის ალა პუგაჩოვას გამოჩენამ მოუღო ბოლო - შეგვახსენეს, რომ ის ცოლიანია. დავიშალეთ
მეათე ახალგაზრდობა მაქვს, ბედნიერი ვარ... ოჯახისთვის ვცხოვრობ... მას საოცარი ნიჭი აქვს, შემიყვაროს... ოჯახი მხოლოდ სექსი არ არის! - 76 წლის ალა პუგაჩოვას გულახდილი ინტერვიუ
ალა პუგაჩოვამ მდიდრული სასახლე რუსეთში ტყუპ შვილს გადაუფორმა - გარი და ლიზა გალკინები ციხესიმაგრის მფლობელები გახდნენ