"რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა..." - როგორია მეექვსეკლასელი ბიჭის მდგომარეობა - მშობლები

"რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა..." - როგორია მეექვსეკლასელი ბიჭის მდგომარეობა

2026-03-30 20:34:54+04:00

gurianews-ის ცნობით,დღეს გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მოხდა.

"რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა”.

წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის ,,მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში.

'საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისში გადაიყვანეს. მეექვსე კლასის მოსწავლე ბავშვია. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა,”- აღნიშნა მერის წარმომადგენელმა ნიგვზიანში, ირაკლი გუჯაბიძემ.

gurianews.ge