დემი მური მძიმედ დაავადებული ბრიუს უილისის ახალ ფოტოებს აქვეყნებს - ცნობილი მსახიობი 71 წლის გახდა - მშობლები

დემი მური მძიმედ დაავადებული ბრიუს უილისის ახალ ფოტოებს აქვეყნებს - ცნობილი მსახიობი 71 წლის გახდა

2026-03-30 23:23:58+04:00

ყველასათვის საყვარელი მსახიობი ბრიუს უილისი 19 მარტს 71 წლის გახდა. ეს დღე, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარა - ახლანდელ ცოლთან, ყოფილ ცოლთან, შვილებთან და შვილიშვილთან. ის შეიცვალა, რომ ბოლო წლები ბრიუსი მძიმე დაავადებას ებრძვის და სულ უფრო და უფრო უძნელდება ელემენტარული მოძრაობები თუ რაიმეს გამოხატვა.

მისმა ყოფილმა ცოლმა და ერთგულმა მეგობარმა, დემი მურმა, რომელიც დიაგნოზის შემდეგ კიდევ უფრო მეტ დროს ატარებს მასთან, ბოლო წლების ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა, მხოლოდ სიყვარულია..."

briuspp-1774899434.jpg

brius-1774899435.jpgbriu2-1774899435.jpgbriius-1774899435.jpgbriuse-1774899435.jpgbrius3-1774899434.jpgbrius6-1774899434.jpgbrius56-1774899434.jpg

მისი შვილები ძალია ხშირად სტუმრობენ მამას და აქვეყნებენ ფოტოებს. მათი თქმით, სურთ ბრიუსის ამბების გაზიარებით მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ოჯახებს დაეხმარონ.

mshoblebi-1-1774899433.png

თითქმის 4 წლის წინ, ბრიუს უილისის და მისი საყვარელი ადამიანების ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა: მსახიობს ფრონტოტემპორალური დემენცია დაუდგინდა. ეს დაავადება სწრაფად ართმევს ადამიანს მეხსიერებას, აზროვნებას და დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, არ იკურნება და პროგრესირებს. უილისის ოჯახი ამას ხვდება და უკვე ემზადება ყველაზე უარესი დასასრულისთვის. ამის შესახებ ბრიუსის მეუღლემ - ემა ჰემინგმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ სიკვდილზე და იმაზე, თუ რა ტიპის ზრუნვა დაგვჭირდება, მაგრამ ნამდვილად საჭიროა ამაზე ფიქრი და ამის გაკეთება - და მნიშვნელოვანია, რომ არ დავინახოთ ამაში მხოლოდ ბნელი მხარე“, - აღნიშნა ემამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, უილისის გარდაცვალებისთვის ტექნიკურად თითქმის ყველაფერი მზადაა - პირველ რიგში იმისთვის, რომ ის და ბრიუსის ქალიშვილები მისი გარდაცვალების დროს ბიუროკრატიულ საკითხებზე არ მოცდნენ.

get-1-1763969896.jpg

get-2-1763969896.jpg

საყვარელი ქმრისთვის სამწლიანმა ბრძოლამ ემა ჰემინგს შთააგონა დაეწერა წიგნი „მოულოდნელი მოგზაურობა: ძალის, იმედისა და საკუთარი თავის პოვნა მზრუნველობის გზაზე“. მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს სხვა ოჯახებს, რომლებიც იმავე გამოწვევის წინაშე დგანან. ემას თქმით, „დემენცია არა მხოლოდ თქვენს საყვარელ ადამიანს აზიანებს, არამედ მას შეუძლია მთელი ოჯახის და თქვენივე თავის საფუძვლების შერყევა“.

ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ ბრიუს უილისი ცალკე სახლში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო პერსონალისა და მომვლელების გუნდი მასთან 24/7 იმყოფება. ემა და მისი უმცროსი ქალიშვილები მას ყოველდღიურად სტუმრობენ.

356x600-1-74a053952198f972c58d8b25a6757c761588x2676-0xtzacey9c-1368591706170716609-1763970178.jpg.webp
დამხმარესთან ერთად

ამის გამო ემა ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ მიიღებს იმ ხალხისგან, ვისაც მსგავსი მდგომარეობა არ გამოუცდია და არ ესმის, როგორია პატარა გოგონების ცხოვრება ერთ სახლში, დემენციის დიაგნოზის მქონე მამაკაცთან.

ცოტა ხნის წინ, 37 წლის რუმერმა ისაუბრა, რომ მამამისი თითქმის ვეღარასდროს ცნობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი სიყვარული მას აძლიერებს.

„ძალიან მადლიერი ვარ, რომ როდესაც მასთან მივდივარ და ვეხუტები, ის გრძნობს ჩემს მიერ გაცემულ სიყვარულს და მეც ვგრძნობ ამას სანაცვლოდ. მასში სიცოცხლის ნაპერწკალს მაინც ვხედავ“...

როგორც ცნობილია, რუმერის გარდა, უილისსა და მურს, რომლებიც 2000 წელს დაშორდნენ, ზრდასრული ქალიშვილები სკაუტი და ტალულა ჰყავთ, ასევე შვილიშვილი ლუეტა. გარდა ამისა, ბრუსს ორი შვილი ჰყავს მეორე ცოლისგან, ემა ჰემინგისგან.

2022 წელს ბრუს უილისმა კარიერა დემენციის გამო შეწყვიტა, რადგან ტექსტის დამახსოვრება აღარ შეეძლო. დაავადება პროგრესირებს: ახლა მსახიობი თითქმის ვეღარ ლაპარაკობს და გადაადგილებაც ძალიან უჭირს.