"მე რომ დასასვენებლად მივდიოდი, ამას სიცხეს აძლევდა... ბუკას რომ მივყვებოდი, ტირილი დაიწყო, "დედა, შენ აღარ მოხვალ? აღარ იქნები ჩვენთან?" - როგორ მიიღო ეკა მიშველაძის ქალიშვილმა მისი მეორე ქორწინება და როგორ დაუმეგობრდა ბუკა პეტრიაშვილს - მშობლები
ტელეწამყვანი დედა-შვილი - ეკა მიშველაძე და მაკო კვიტაიშვილი, ანა ტყებუჩავას პოდკასტ V ელემენტს სტუმრობდნენ. ისაუბრეს დედაშვილობაზე, შვილების მიჯაჭვულობაზე, როგორია საქმიანი დედისთვის ოჯახზე ზრუნვა და ა.შ. ეკა ორი ქალიშვილის დედაა - ეკა და მაკო კვიტაიშვილების. ამბობს, რომ გაზრდაში ჰყავდა დამხმარე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი დრო და ყურადღება როდისმე მოკლებიათ შვილებს. მისი ქალიშვილები საკმაოზე მეტადაც იყვნენ დედაზე მიჯაჭვულები და ამბობს, რომ ხანდახან დიდ ასაკშიც გამოიხატებოდა ეს.
ეკა:
- დასასვენებლად რომ მივდიოდი, ამას სიცხეს აძლევდა 39-ს და არ მერგებოდა არაფერი. მირეკავდნენ დედაჩემი, მეორე ბებია, რომ არა, შენ კი არ ინერვიულო, მაგრამ სიცხე აქვს... როგორ არ უნდა ინერვიულო? ჩამოვიდოდი ან დავბრუნდებოდი და კარგად იყო ეს.
მაკო:
- რეალურად შენ რომ მიდიოდი, მე რა მემართებოდა? ანუ იმის გარდა, რომ რეალურად სიცხეს მაძლევდა, მქონდა რაღაცა ამოჩემება, სულ ეკას კარადაში ვიყავი შევარდნილი და ვიღებდი ეკას იმ მაისურს, რაც ეცვა ღამე, რომ მისი სუნი ჰქონოდა და ამითი ვიძინებდი...
დედა-შვილმა გაიხსენა ის ეპიზოდიც, როცა ეკა მეორედ დაქორწინდა - პოლიტიკოს ბუკა პეტრიაშვილზე:
ეკა:
- მოკლედ, ბუკას რომ მივყვებოდი, მაკო იყო სადღაც 21-22 წლის. ბუკა უნდა გავაცნო და ანა და მანკო სახლში არიან. ბუკაც მოვიდა... ვუთხარი, მე და ბუკა ვაპირებთ, რომ ერთად გადავიდეთ-მეთქი და აი მახსოვს, კედელთან გვაქვს გამათბობელი მიმაგრებული და იქ დგას მაკო... და ტირილს იწყებს: დედა! შენ აღარ მოხვალ, აღარ იქნები ჩვენთან? როგორ ტირის იცი, მართლა ნიანგის ცრემლები მოსდის.., გავედი და ბუკა, ჩქარა მოდი, თორემ დავიღუპე, მაკო ტირის-თქო, და ბუკას რა დაემართა, წარმოიდგინე ნეტა რა ატირებსო...
მაკო:
- რეალურად იმ მომენტში არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი შეგრძნება იყო, რომ დედა წავიდა, დავკარგე და ეს იყო ჩემთვის როგორი რაღაც... მთელი ჩვენი ცხოვრება
ქალები ვცხოვრობდით ერთად მას მერე, რაც დედაჩემი და მამაჩემიდაშორდნენ. ვიყავით ჩვენ და კიდევ ჩვენი დიდი ბებია. სულ ვიყავით ქალები... და ჩემთვის იყო ძაან რთული ამ ყველაფრიდან გამოსვლა. თან მაგ პერიოდში ჩვენი ბებია გარდაიცვალა და ძაან რთული იყო ეს ყველაფერი... უცებ დედაჩემიც მიდის სახლიდან, წარმოიდგინეთ რა რეალობას ვუყურებ, რომ ყველა დავიშალეთ.... მოკლედ ბუკა მოვიდა. ბუკა არის რაღაც საოცრად მშვიდი და არ ვიცი, ძალიან გულისხმიერ. ძალიან კარგად შეუძლია ნუგეში ადამიანის. ორ წინადადებაში უკვე როგორ ვხარხარებდით, იცი? არ ვიცი, საოცარი ადამიანია და ზუსტად ისე მოხდა, როგორც ეკამ მითხრა. რომ აი მოხვალ, გაიცნობ, შეხვდები და ისე დამეგობრდებითო, ეგეთი კარგი მეგობარი არ გეყოლებაო და ასეა მართლა. მგონია, რომ მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად იყო და მთელი ცხოვრება რაღაცნაირად მონაწილეობა მიიღო ჩვენი გაზრდის პროცესშიც, იმიტომ, რომ რაღაც ძაან ძალიან ჩვენია მართლა და საოცარი ბაბუა რომ არის, ეგ კიდევ ცალკე...