"მე და კარლოს გაცნობის დღიდან 5 წელი შეგვისრულდა და ამის აღსანიშნავად ვიყავით სამოგზაუროდ..." - მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი მალდივებზე დასვენების კადრებს აქვეყნებენ (ვიდეო) - მშობლები

"მე და კარლოს გაცნობის დღიდან 5 წელი შეგვისრულდა და ამის აღსანიშნავად ვიყავით სამოგზაუროდ..." - მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი მალდივებზე დასვენების კადრებს აქვეყნებენ (ვიდეო)

2026-03-31 09:53:56+04:00

ინფლუენსერი და ზუმბას სპეციალისტი მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში მაესტრო კარლო პონტისთან ერთად დასვენების კადრებს აქვეყნებს.

"არ ვიყავი საქართველოში. 14 მარტს მე და კარლოს გაცნობის დღიდან 5 წელი შეგვისრულდა და ამის აღსანიშნავად ვიყავით სამოგზაუროდ..." - ამბობს მარიამი.

ის და კარლო მალდივებზე იმყოფებოდნენ და სწორედ იქ აღნიშნეს საიუბილეო თარიღი.

როგორც ცნობილია, მარიამმა და კარლომ ოფიციალურადაც იქორწინეს და ქართველი რძალი სოფია ლორენმაც დალოცა. კარლოს დატვირთული საგასტროლო გრაფიკის გამო, წყვილი მუდმივად ერთად არ ცხოვრობს, თუმცა მაინც ახერხებენ ერთად დასვენებას, კარლო ხშირად ჩამოდის საქართველოში და შესანიშნავი ურთიერთობა ააწყო მარიამის შვილთანაც.

ponti-1774936930.png

ცოტა ხნის წინვრცელ ინტერვიუშიკარლომ კიდევ ერთხელ ისაუბრა მარიამზე, რომელიც სოციალურ ქსელში გაიცნო და მალევე შეუყვარდა, და მასთან ქორწინებაზე:

- მარიამი პირველივე ნახვით მომეწონა. როგორც კი შევხვდი, მივხვდი, რომ ეს სხვა რამ იყო. თუმცა მაშინ ის ინგლისურად არ ლაპარაკობდა და საუბრისთვის გუგლის თარგმანის გამოყენება მოგვიწია. თავიდან მხოლოდ ინტერნეტით ვსაუბრობდით...

i-am-your-lady-1774936974.heic

ქორწილი ორივემ ერთად დავგეგმეთ. ეგეთ რამეებს ერთად ვაკეთებთ. განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ მოვინათლე მარიამის სიყვარულის გამო. მიხარია, რომ ეს მარიამისთვის გავაკეთე.

ჟენევაში ჩავედით. მარიამი თავის საყვარელ შვილთან ერთად იყო, რომელმაც სრულიად მოხიბლა დედაჩემი, როგორც ქართველი პატარა პრინცი, დიდი შავი თვალებით, და მანაც ეგრევე გამოხატა თანხმობა ქორწინებაზე.

ძალიან ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის ამ ყველაფერთან გამკლავება... - მარიამ შარმანაშვილის და კარლო პონტის სტუმრობა რაიოუნოზე და შემდგომი ემოციები (ვიდეო)
დედა ძალიან ლამაზი იყო და ვამაყობდი... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ არსებობდა ამ სამყაროში მასზე ლამაზი ქალი, სოფია ლეგენდაა... მარიამი ჟენევაში წარვუდგინე... მარიამის სიყვარულით მოვინათლე... - კარლო პონტის გულახდილი ინტერვიუ