დალი ჩიტალაძის 63-ე დაბადების დღის წვეულება ორიგინალური ტორტით და ცნობილი სტუმრებით (ვიდეო) - მშობლები

დალი ჩიტალაძის 63-ე დაბადების დღის წვეულება ორიგინალური ტორტით და ცნობილი სტუმრებით (ვიდეო)

2026-03-31 12:50:57+04:00

მოდის ბლოგერი დალი ჩიტალაძე 63 წლის გახდა. დაბადების დღე, ტრადიციულად, პომპეზურად გადაიხადა - ბრწყინვალე დეკორაციებით, ბევრი ცეკვა-სიმღერით, მეგობრების წრეში და ორიგინალური, ვარდებით დახუნძლული ტორტით.

662-1774947350.jpg

657616301-26413525964980347-7164119583687707379-n-1774947350.jpg657847799-26413525734980370-7735336068991054951-n-1774947351.jpg658346850-26413518784981065-8622462863095871154-n-1774947351.jpguntitled-2-1774947352.jpguntitled-4-1774947352.jpguntitled67-1774947352.jpguntitled-144-1774947352.jpguntitled-288-1774947352.jpg

როგორც ყოველთვის, თავად შესანიშნავად გამოიყურებოდა - ამჯერად, ვარდისფერი ტანზე გამოყვანილი რეტრო ორეულით.

მე-60 დაბადების დღე რომ აღნიშნა გრანდიოზულად, მაშინ თქვა, რომ მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია და არც მალავს თავის წლოვანებას. იმასაც აღნიშნავს, რომ გადატანილი ტკივილების მიუხედავად, ცხოვრებას პოზიტიურად უყურებს.
წლების წინ დალი ჩიტალაძემ ორი ტრაგედია გადაიტანა ერთმანეთის მიყოლებით - ჯერ ძმა გარდაეცვალა, შემდეგ კი - შვილივით გაზრდილი და.

„როცა გყავს და და ძმა გვერდზე, ეს არის ძალიან დიდი სიძლიერე. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. ორივემ შოკი მომგვარა ცხოვრებაში... ჩემს ძმას იარაღი გაუვარდა... მე ამერიკაში ვიყავი... დაკრძალვის დღეს გავიგე, რომ გარდაიცვალა. ვერ ჩამოვედი, ვერ მოვასწარი… ძალიან რთული იყო. თითქოს გამოვედი ამ მდგომარეობიდან… ჩემს ძმას ორი შვილი დარჩა და ჩემმა მშობლებმა გაზარდეს...

ჩემი და დიანა ჩემზე ცხრა წლით პატარა იყო. ჩემი შვილი და დიანა გავზარდე, როგორც შვილები და ჩემთვის დიანა მეორე შვილი იყო. ჩათვალეთ, რომ შვილი მომიკვდა… დიანამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ეს არის ჩემი ცხოვრების მძიმე ჯვარი... იმ ტრაგიკულ ღამეს ვიცოდი, რომ დიანა ცუდად იყო. ანორექსია ჰქონდა. მისთვის ნერვიულობა, ან ჭამაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა. რომ ვიცოდი, რომ ჰქონდა სანერვიულო თავისი შვილის გამო, რომელსაც უსიამოვნება ჰქონდა პოლიციასთან, მთელი დღე მინდოდა მივსულიყავი და სახლიდან გამომეყვანა. დიანა ჩემზე ათი ათასჯერ ემოციური იყო და ყველაფერს ძალიან განიცდიდა. დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რომ იმ დღეს არ მივედი, რომ არ მოვეფერე, არ ვაჭამე ძალით. ის მეუბნებოდა, არა, შენ სახლში იყავი, ჩემი შვილი არსად გაუშვა და მე დილას ჩამოვალო. რაღაც ხმა მეუბნებოდა, წადი დიანასთანო. დავიძინე… დილას კი…“ - ყვებოდა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი".

ეს კი ფოტოები დალის საოჯახო ალბომიდან - ბავშვობა, მოდელობის პერიოდი, მეუღლე, შვილი.

88077087-737732190091825-1374727918013382656-n-1711808420-1774947350.jpg54390963-504653763399670-5436357414712508416-n-1711808419-1774947350.jpg22894059-237607693437613-6986394541991952011-n-1711808419-1774947350.jpg60364038-535993770265669-3803434501158207488-n-1711808419-1774947350.jpg

ყველაზე ძალიან მიყვარხარ, დედა... როგორ მახსოვს შენი ლამაზი თმა და ვარცხნილობები... ახლა მოდაშია ჭაღარა თმა - დალი ჩიტალაძის ემოციური ვიდეო დედასთან ერთად
რომ არა ორი შვილის გარდაცვალების ტრაგედია, შეიძლება 100 წელიც ეცხოვრა... გამგლიჯა და წაიღო ჩემი დაფლეთილი გული... - დალი ჩიტალაძე ოჯახურ ტრაგედიაზე წერს
„ჩემი საგვარეულო რეცეპტია, ეს არის იდეალური იდეალი“ – დალი ჩიტალაძის სადღესასწაულო ნამცხვრის რეცეპტი