"შემდეგი თავი იწყება... როცა საქმე შენ გეხებოდა, არასდროს წავსულვარ მსხვერპლზე..." - ილია თოფურიას ყოფილი ცოლი ვიდეოს და ემოციურ ტექსტს აქვეყნებს - მშობლები

"შემდეგი თავი იწყება... როცა საქმე შენ გეხებოდა, არასდროს წავსულვარ მსხვერპლზე..." - ილია თოფურიას ყოფილი ცოლი ვიდეოს და ემოციურ ტექსტს აქვეყნებს

2026-03-31 16:44:27+04:00

როგორც ცნობილია, მადრიდის სასამართლოში UFC-ის ორგზის ჩემპიონის ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ვენესუელელი ბიზნესვუმენისა და მოდელის ჯორჯინა უზკატეგის პირველი სასამართლო პროცესი ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ უარყო უზკატეგის მოთხოვნა, რომ მათი საერთო შვილი აშშ-ში წაეყვანა. ჯორჯინა მოსამართლისგან ითხოვდა ნებართვას, რომ წლი-ნახევრის ქალიშვილთან ერთად მაიამიში გამგზავრებულიყო. თუმცა, მოსამართლემ დააკმაყოფილა თოფურიას მხარის მოთხოვნა და ბავშვს ესპანეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. გადაწყვეტილების მიხედვით, მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც 2024 წლის ივლისში დაიბადა, ვერ გავა ქვეყნიდან მოსამართლის ექსკლუზიური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე.

ილია თოფურიას და მისი ყოფილი მეუღლის - ჯორჯინა უზკატეგის დაშორების შესახებ მსოფლიო მედია წერდა. ერთი შეხედვით იდეალური წყვილი, მოულოდნელად კრიზისში აღმოჩნდა. საქმე ოფიციალურ განქორწინებამდე მივიდა და ჯორჯინამ ქონების ნახევარიც მოითხოვა. სოციალურ ქსელში ორივემ წაშალა ერთობლივი ფოტოები. ჯორჯინა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ყოველ მეორე პოსტს ორაზროვან ტექსტებს ურთავს, რომლებსაც შემდეგ ხშირად უკავშირებენ ხოლმე მის პირად ცხოვრებას.

ilia-topuria-junto-a-su-pareja-giorgina-uzcategui-giorginauzcategui-001-44953-1764066367.jpg

მაგალითად, ცოტა ხნის წინ ქალიშვილთან ერთად გამოაქვეყნა ფოტოები და დაწერა:

"დედის ჭეშმარიტი სუპერძალა იმაში არაა, რომ მზად დახვდეს ყველა საფრთხეს, არამედ იმაში, რომ შექმნა სამყარო, რომელშიც შენი ქალიშვილი შეძლებს აღიზარდოს მამაც, თვისუფალ და უშიშარ ადამიანა. ჩემო პატარა ჯორჯინა, არაფერია ამქვეყნად, რაც შენზე მეტად მეყვარება. აღფრთოვანებული ვადევნებ თვალს, როგორ ხდები პიროვნება, შენი საკუთარი ცხოვრებით, ფიქრებით და თავდაჯერებით. ჩემი მისიაა მოგცე შესაძლებლობა, იქცე მთლიანობის ძლიერ მაგალითად და მოგცე მიმართულება, იარო შენი მიზნებისკენ, რომ ბედნიერი იყო".

შემდეგ პოსტს ასეთი მინაწერი ჰქონდა:

"შეინარჩუნეთ ძლიერი ხმა, არ დახაროთ თვალები, შეინარჩუნეთ ღირსება, ფასეულობები, რომლებიც ღირებული ცოდნისგან ჩნდება, და აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს".

ახლახან თავის ფოტოებს ეს ტექსტი დაურთო:
"ძალა • გამბედაობა • მიზანდასახულობა.

შემდეგი თავი იწყება."

una-manana-celebrando-la-revelacion-de-bird-and-rock-de-tiffanyandco-la-roca-solida-y-estable-1774961804.jpg

ორიოდე დღის წინ კი ქალიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი მინაწერით:

"ჩემო პატარა ჯორჯინა. მინდა იცოდე, რომ როცა საქმე შენ გეხებოდა, არასდროს წავსულვარ მსხვერპლზე და ერთადერთი, რაც ჩემ წინაშე გევალება, ყოველთვის იყო ასეთი ბედნიერი.

სიყვარულით, პატივისცემით და აღტაცებით, დედა".

contigo-sueno-con-los-1763926643.jpg

წყვილი ერთმანეთს 7-8 წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა მათი ოფიციალური ქორწინება, რომელიც 2024 წელს შედგა, დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა.

124360976-1763926589.webp

ჩემს გოგონას მალე ვნახავ - ვრცელდება ილია თოფურიას პირველი კომენტარი სასამართლოს დატოვების შემდეგ
ჩემი დუმილი დასრულდა... - რას წერს ოჯახურ სკანდალზე ილია თოფურია და რატომ ვერ პოულობს ჯორჯინა ადვოკატს