"რძალმა რომ დედამთილს დედა უნდა დაუძახოს, ჩემთვის მიუღებელი ტრადიციაა... მე ანისთვის ვერასდროს ვიქნები დედა... ჩვენ ვმეგობრობთ და ძალიან გამიმართლა, რომ ანი ასეთია...." - თამრიკო ჭოხონელიძე და ანი იმნაძე რძალდედამთილობაზე - მშობლები

"რძალმა რომ დედამთილს დედა უნდა დაუძახოს, ჩემთვის მიუღებელი ტრადიციაა... მე ანისთვის ვერასდროს ვიქნები დედა... ჩვენ ვმეგობრობთ და ძალიან გამიმართლა, რომ ანი ასეთია...." - თამრიკო ჭოხონელიძე და ანი იმნაძე რძალდედამთილობაზე

2026-03-31 23:22:06+04:00

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე და მისი რძალი, რეჟისორ კოკო როინიშვილის მეუღლე, მსახიობი ანი იმნაძე ანა ტყებუჩავას პოდკასტ V ელემენტი-ის სტუმრები იყვნენ. ისაუბრეს ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, რომელიც მრავალი წელია ჩამოუყალიბდათ, კურიოზულ მომენტებზე და კარგ და მავნე ტრადიციებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ოჯახურ ცხოვრებაზე.

თამრიკო:

- რძალმა რომ დედამთილს დედა უნდა დაუძახოს, ჩემთვის მიუღებელი ტრადიციაა და მტკივნეული თემა. მე ანისთვის ვერასდროს ვიქნები დედა, მას შესანიშნავი დედა ჰყავს. დედის ცნება ჩემთვის ძალიან ფაქიზია და დედაშვილობას არ ცვლის არაფერი და ამას ანგრევს მოთხოვნა, რომ დედაჩემს დედა დაუძახე. მე შეიძლება დედამისზე უფრო მეტად დავუდგე ხანდახან გვერდით, უფრო ვემეგობრო, შეიძლება რაღაცა დედამისს არ უთხრას და მე მითხრას, და პირიქით, მაგრამ დედა რომ დაეძახა, ეს შეიძლება ჩემთვის გარკვეულწილად შეურაცხმყოფელიც კი ყოფილიყო... ამაზე შეიძლება დამეტაკონ და ატყდეს ერთი ამბავი, მაგრამ ასეა... ეს პრობლემა ჩემთან მოხსნილი იყო, რადგან ჩემგან არ იქნებოდა ეს მოთხოვნა და მით უმეტეს კოკოსგან. ძაანაც რომ მეთხოვა, ანიც არ არის ის ტიპი, ვინც ამას გააკეთებდა...

ანის შემოსვლას ვიხსენებდი ჩვენს ოჯახში და რაღაცნაირად ისე შემოვიდა, თითქოს სულ იყო. რაღაცნაირად თავისუფლად აეწყო და გაღრმავდა ეს ურთიერთობა. მე სულ ვამბობ, რომ ძალიან გამიმართლა, რომ ანი ასეთია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დავინახე როგორ უყვართ ერთმანეთი. ამას რომ ვხედავ, ჩემზე ძლიერი და ამაყი არავინ არის. ეს არის ყველაფრის საწყისი.

koko-roinishvili.jpg

koko-1765264244.jpgkoko1-1765264244.jpg

ანი:

- მე ახლა უკვე სახელით მივმართავ, მაგრამ თქვენობით ველაპარაკები, რა თქმა უნდა. მიუხედავად ჩვენი ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობისა...

ჩვენ გაგვიმართლა, უკვე 17 წელია ასეა, რომ არ ვეჯიბრებით ერთმანეთს. გააზრებულად პატივს ვცემთ ერთმანეთს და მოგვწონს ორივეს, რომ კოკოს ძალიან უყვარს თამრიკო და პატივს სცემს და თამრიკოს მოსწონს, რომ კოკოს მე ძალიან ვუყვარვარ და პატივს მცემს. და მგონი ეგ არის ყველაფერი.... დასაწყისში იყო კოკო, რომელმაც გაგვაერთიანა და მერე ჩვენი ურთიერთობა შედგა.

მე არც მოვიხსენიებ, როგორც დედამთილს, სხვებთანაც ასე ვახსენებ - თამრიკო.

თამრიკო:

- ჩვენთან დამხვდური-შემომსვლელის თემა არ ყოფილა, არ გვქონია ეს თემები... სანამ მარი გაჩნდებოდა, კოკო და ანი ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ და მიმაჩნია, რომ მით უმეტეს საწყის ეტაპზე, ახალგაზრდებმა ცალკე უნდა იცხოვრონ.

თამრიკო ჭოხონელიძე 60 წლის გახდა - შვილებისა და შვილიშვილების სიურპრიზი პირდაპირ ეთერში
მარიამ და კოკო როინიშვილები იუბილარები არიან - როგორ ულოცავენ დაბადების დღეს მეორე ნახევრები